TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 266
Previous part

Chapter: 4  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   და შევიდა მარდოქე სახლსა თჳსსა, განიძარცუა სამოსელი და შეიმოსა ძაძაჲ და ნაცარი გარდაისხა

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა გარეშესა ეზოსა და დადგა, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფა ძაძითა მით შესლვად სამეუფოსა ტაძარსა. და გამოჰხადა ერთსა საჭურისსა და შეავლინა ესთერისა და აუწყა მას.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა დედოფალმან: განიძარცუენ ძაძაჲ და შემოვედინ. ხოლო მან არა ინება.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
არამედ ჰრქუა: ესრჱთ არქუთ მას: ნუ გეწიწებინ შემოსლვად წინაშე მეფისა და ქენება-უყავ პირსა მისსა ჩემთჳსცა და ერისა მისთჳს. მოიჴსენენ დღენი იგი Page of ms. O: 500v   სიმდაბლისა შენისანი, რაჟამს იზარდებოდე ჴელთა ჩემთა, რამეთუ ჰამანს ლერკოლოტსა წარუთქუამს და განუჩინებიეს წინაშე მეფისა ჩუენ ყოველთა სიკუდილი. აწ ევედრე შენცა ღმერთსა, და ევედრე და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, და მიჴსნნეს ჩუენ სიკუდილისაგან.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ აუწყა ჭირი იგი და ურვაჲ ისრაჱლისაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოუვლინა მას და ესრე ჰრქუა:

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ თჳთ უწყი უფროჲს ყოველთასა, თუ ვინმე შევიდეს მეფისა უწოდებელად, და რომელსა არა მიუპყრის კუერთხი იგი ოქროჲსაჲ, სიკუდილისა თანამდებ არნ. და მე არასადა შემიწოდა ესე ოცდაათ დღე არს, და აწ ვითარ შევიდე უწოდებელად?

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
შეუვლინა მას მარდოქე და ჰრქუა:

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
დაღათუ შენ უგულებელს-ჰყო ნათესავი შენი და არა შეეწიო მათ, არამედ ღმერთი შე-ვე-ეწიოს და აცხოვნნეს იგინი, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისაჲ წარწყმედად ხართ. და ვინ უწყოდა, ვითარმედ ამათ ჟამთა დედოფალ იქმნე?

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
გამოავლინა დედოფალმან და ჰრქუა:

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
აწუართე ერსა მას ლოცვაჲ და ვედრებაჲ უფლისა მიმართ ერთითა გულითა, და მეცა და მსახურთა ჩემთა ეგრევე ვყოთ. და მაშინ შევიდე მე მეფისა უწყებად, უკუეთუ ეგრე რაჲმე არს, აცადე და მოვკუდე.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო ეგრე მარდოქე ბრძანებაჲ ესთერისი.

Verse: 17a   Link to mcat Link to septLink to armat   
და მარდოქე თჳთცა ევედრებოდა უფალსა და Page of ms. O: 501r   მოაჴსენებდა საქმეთა თჳსთა და თქუა:

Verse: 17b   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელსა გაქუს ყოვლისა ჴელმწიფებაჲ, და არა არს ცვალებაჲ შენი და ცხორებაჲ სახლისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 17c   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ შეჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი საკჳრველებანი, რომელნი არიან ცასა ქუეშე და ყოველთა ზედა შენ უფლებ.

Verse: 17d   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველივე შენ იცი და ნათესავი ისრაჱლისაჲ შენ უწყი. და არა თუ გინებით და არცა თავმოთნებით ვყავ არა თაყუანისცემაჲ იგი წინადაუცუეთელისაჲ მის ჰამანისი; და მათ ეგრე უნდა, ვითარმცა ამბოვრ-უყავ მე ბრჭალთა ფერჴისა მისისათა დასამდაბლებელად ისრაჱლისათჳს.

Verse: 17e   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენთჳს ეგრე ვყავ, რაჲთა არღარავინ აღვირჩიო უდიდებულჱს შენსა, უფალო, და არცა თუ ვის თაყუანის-ვსცე შენსა გარეშე, ჭეშმარიტო, არცაღა თუ ვჰყოფ მას განცდით.

Verse: 17f   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, რომელმან დასდევ აღთქუმაჲ აბრაჰამის თანა, ულხინე ერსა შენსა, რამეთუ შეთქუმულ არიან ჩუენთჳს წარწყმედად და უნებს ჩუენი აღჴოცაჲ და მოსპოლვაჲ დასაბამი მშჳდობისა შენისაჲ.

Verse: 17g   Link to mcat Link to septLink to armat   
ნუ უგულებელს-ჰყოფ ერსა შენსა, რომელი იჴსენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 17h   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინე ლოცვისა ჩუენისაჲ და ულხინე სამკჳდრებელსა შენსა და გარდააქციე გლოვაჲ ჩუენი სიხარულად, რაჲთა ვცხონდეთ და გაქებდეთ შენ და ნუ დაადუმებ პირსა მგალობელთა შენთასა.

Verse: 17k   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ესთერცა დედოფალი შეუვრდებოდა უფალსა, Page of ms. O: 501v   ურვილი და სიკუდილისათჳს შეშინებული. და განიძარცუა სამოსელი იგი პატიოსანი მისგან და ყოველი სამკაული თავისა მისისაჲ. და შეიმოსა მან სამოსელი საგლოველი და საზუაობელისა მის სულნელისა წილ ნაცრითა და სკორითა აღივსო თავი მისი და ჴორცნი მისნი დაამდაბლნა ფრიად, და ყოველი სამკაული იგი სიხარულისა მისისაჲ აღიღო. და მდაბალი ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

Verse: 17l   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო, მეუფეო მხოლოო, შენ ხარ შემწე, შემეწიე მე მდაბალსა ამას, რომელსა არა მაქუს შემწე შენსა გარეშე. რამეთუ ურვაჲ ჩემი ჴელთა შენთა შინა არს.

Verse: 17m   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მე მასმიეს მამულთა ჩემთაგან წიგნთა, რამეთუ იჴსენ ისრაჱლი ყოველთაგან წარმართთა და მამანი მათნი მამათა მათთაგან და დასდევ სახელი მათი ისრაჱლ სამკჳდრებელად საუკუნოდ და ყავ მათთჳს, ვითარცა-იგი ეტყოდე მათ და მოეც მათ, რასა იგი გთხოვდეს.

Verse: 17n   Link to mcat Link to septLink to armat   
ვცოდეთ წინაშე შენსა და მიგუცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა. და თუ ვადიდენით სადა კერპნი მათნი, მართალვე ხარ, უფალო!

Verse: 17o   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა არს რიცხჳ სიმრავლესა ამას კირთებისა ჩუენისასა, არამედ დაუსხმან ჴელნი მათნი ჴელთა კერპთა მათთასა მოსპოლვად ბრძანებული პირისა შენისაჲ და აჴოცად სამკჳდრებელი შენი და დადუმებად პირისა მაქებელთა შენთაჲსა და დაცადებად დიდებასა სახელისა შენისასა/ Page of ms. O: 502r   და საკურთხეველისა შენისა

Verse: 17p   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღღებად პირისა მტერთაჲსა ქებად ამაოებისა მათისა და თუალხუმად მეუფებისა ჴორციელისა ხოლო უკუნისამდე.

Verse: 17q   Link to mcat Link to septLink to armat   
[ნუ] მისცემ, უფალო, სამკჳდრებელსა შენსა მოძულეთა მტერთა შენთა და ნუცა იხარებედ დაცემასა ჩუენსა. [მ]იაქციე ზრახვაჲ მათ[ი] მათავე და, რომელთა უწყიეს ჩუენთჳს ძჳრის-ყოფაჲ, არცხჳნე.

Verse: 17r   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოგჳჩნდი ჩუენ, უფალო, და გამოგუეცხადე ჩუენ ჟამსა ჭირისა ჩუენისასა და ნუ მოგუსრავ ჩუენ.

Verse: 17s   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოეც სიტყუაჲ განგებული პირსა ჩემსა და მხიარულ-ყვენ სიტყუანი ჩემნი წინაშე ლომისა და გარდააქციე გული მისი მოძულებად მბრძოლისა ჩუენისა აღსასრულად მისა და მისთათჳს.

Verse: 17t   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჩუენ მიჴსნენ ჴელითა შენითა მტკიცითა და შემეწიე მე.

Verse: 17u   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ ჴელთა შენთა შინა არს. და შენ უწყი, რამეთუ მეძაგების თანაშეხებაჲ წინადაუცუეთელისაჲ, და მძულს დიდებაჲ უშჯულოებისაჲ.

Verse: 17w   Link to mcat Link to septLink to armat   
შენ, უფალო, უწყი ჭირი ჩემი, რამეთუ მეძაგების სამკაული ესე ამპარტავანებისაჲ, რომელ არს თავსა ჩემსა, და არა შევიმოსე იგი, გარნა დღესა შემთხუევისა ჩემისასა, და მძაგს იგი, ვითარცა ძონძი გარეშემჯდომელისაჲ.

Verse: 17x   Link to mcat Link to septLink to armat   
და არასადა ჭამა მჴევალმან შენმან ტაბლასა მათსა თანა, და არცა ღათუ ვიდიდებოდე შუებასა მას მეფისასა თანა და არცაღა სადა ვსუ ღჳნოჲ ტოზიკობით.

Verse: 17y   Link to mcat Link to septLink to armat   
Page of ms. O: 502v   და არა იხარებდა მჴევალი შენი დღეთა შუებისა ჩემისათა გარდა შენდა მიმართ, უფალო.

Verse: 17z   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ჴელმწიფე ხარ ყოველსა ზედა, ისმინე ჴმაჲ უგინცოჲსაჲ და მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲსა და განმარინე მე ჴელისაგან საშინელისა ჩემისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.