TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 267
Previous part

Chapter: 5  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   და იყო მესამესა დღესა, ვითარ დააცადა ესთერ ლოცვაჲ იგი მისი, განიძარცუა სამოსელი საგლოველი და შეიმოსა სამკაული პატიოსანი და განიშუენა თავი თჳსი.

Verse: 1a   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰლოცვიდა ღმერთსა, ყოვლისა მეცნიერსა და მაცხოვარსა, და თანა-წარიყვანნა ორნი შიმონვარნი. ერთი წინა _ ჰფარვიდა ქმნულებასა მისსა და ერთი შეუდგა მას, რომელსა ეპყრნეს კიდენი სამკა[უ]ლთა მისთანი და იგიცა თჳთ იფარვიდა სიკეთესა მას.

Verse: 1b   Link to mcat Link to septLink to armat   
პირი მისი მხიარულ-იქმნა შემთხუევასა, ხოლო გული მისი ურვიელ იყო.

Verse: 1c   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ შევიდა ყოველთა კართა და შევიდა მეფისა და მეფჱ იგი ჯდა საყდართა დიდებისა თჳსისათა და სამკაული პატიოსანი შეესხა მას ყოლადვე ოქროჲ და ანთრაკი პატიოსანი იყო თავსა მისსა

Verse: 1d   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო საშინელ ფრიად და ვითარ მოიხილა, ცეცხლ იყო პირი მისი სამკაულითა მით და მიჰხედა მას, ვითარცა ზუარაკმან შუენიერმან და მძჳნვარემან, შეეშინა და დაჰჴსნა პირი მისი შიშითა და მიეფარა შიმონვარსა, რომელიცა Page of ms. O: 503r   წინა-უძღოდა მას.

Verse: 1e   Link to mcat Link to septLink to armat   
მოაქცია ღმერთმან გული მეფისაჲ მის, და გარდაიქცა გულისწყრომაჲ მისი მშჳდობად, დგა მეფჱ შრომად და გარდამოჴდა საყდრისაგან თჳსისა და შეიწყნარა ჴელთა მისთა, შეიწყნარა იგი და ჰრქუა:

Verse: 1f   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲ არს ესთერ? რამეთუ მე ვარ ძმაჲ შენი, ნუ გეშინინ! არა მოჰკუდე, რამეთუ ზოგადი არს საქმჱ ჩუენი, და არღარა იყოს შენდა მომართ გულისწყრომაჲ. და აჰა ესერა, არს კუერთხი იგი ოქროჲსაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეახო ქედსა მისსა და ამბორს-უყო მას, და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲ არს?

Verse: 2a   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა: გიხილე შენ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, და დამიდნა გული ჩემი დიდებისაგან და გულისწყრომისა შენისა, უფალო.

Verse: 2b   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ პირსა მისსა გარდამოსცჳოდა ოფლი. და შეძრწუნდა მეფჱცა და ყოველნი მონანი მისნი და ნუგეშინის-სცემდეს მას.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მეფემან: რაჲ არს, ესთერ? _ მითხარ მე და ნება-გიყო შენ, დაღათუ ითხოვო ზოგი მეფობისა ჩემისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ესთერ იწყო სიტყუად: დღჱ დიდებული არს ჩემი ხვალე. და თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, მოვედ შენ და ჰამანი, მეგობარი შენი, შუებად, რომელი მზა-გიყო ხვალე.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ბრძანა მეფემან: აუწყეთ ჰამანსა, რაჲთა ნება-უყოთ ესთერს. და მივიდეს ორნივე პურსა მას, რომელი მზა-უყო ესთერ.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო შუებაჲ დიდი. და ჰრქუა მეფემან ესთერს სუმასა ღჳნისასა: რაჲ არს, ესთერ დედოფალო, რაჲ გინებს შენ, ანუ Page of ms. O: 503v   რაჲსა მევედრები? და თუ ზოგი სამეფოჲსა ჩემისაჲ ითხოვო, ნება-გიყო შენ.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა ესთერ: თხოვაჲ ჩემი და ვედრებაჲ ჩემი ესე არს _

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
თუ მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა, მეფე, და თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, მომეც თხოვაჲ ჩემი, და თუ ნება-მიყო ვედრებაჲ ჩემი, მოვედით შენ და ჰამანი პურსა, რომელ მზა-ვყო ხვალე. რამეთუ ხვალეცა ესრევე ვყო. ჰრქუა მას მეფემან: ყავ, ვითარცა გნებავს შენ. და უთხრეს ჰამანსა ესე ყოველი და დაუკჳრდა მას. და მეფჱ შევიდა და დაესუენა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჰამანი წარვიდა სახიდ თჳსა და შეიკრიბნა მეგობარნი თჳსნი და ძენი თჳსნი და ზოსარ, ცოლი თჳსი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და იქადოდა და იტყოდა: არავის ჰხადა სხუასა დედოფალმან დღეს შუებასა მისსა, გარნა მეფესა და მე ხოლო და ხვალეცა ჩინებულ ვარ.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
გარნა ესე ჭუვილ არს ჩემდა, რაჟამს ვიხილი მარდოქე ეზოსა მეფისა და არა თაყუანის-მცის მე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მას ზოსარ, ცოლმან მისმან: ნათესავი რაჲმე ჰურიათაჲ არს, და ეგრე მოუცემიეს შენდა მეფესა ჴელმწიფებაჲ მოსრვად ჰურიათა და მოგმადლეს შენ კერპთა შურისგებაჲ მათი დღესა მას წარწყმედისა მათისასა. მოკუეთად ეც ხჱ ერგასისი წყრთაჲ და მზა-ყავ იგი. და მას ხესა დამოჰკიდე იგი და აღიმსთუე და აუწყე მისი მეფესა. ხოლო აწ მივედ და იშუებდ მეფისა თანა. და შე/სთნდა Page of ms. O: 504r   ჰამანსა სიტყუაჲ იგი და ყო ეგრე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.