TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 268
Previous part

Chapter: 6  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   ყოველთა ჴელმწიფემან ღმერთმან განაყენა ძილი მეფისაგან მას ღამესა და მღჳძარე იქმნა, და მოუწოდეს წიგნისმკითხველთა და წიგნთა მოსაჴსენებელთასა უკითხვიდეს მას.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და იპოვა მუნ საჭურისთაჲ მათ ძჳრისზრახვაჲ იგი, რომელი-იგი მარდოქე ყო ქველისსაქმჱ მეფისათჳს, და მიუპყრა მეფემან გონებაჲ თჳსი და თქუა: სარწმუნო არს კაცი მარდოქე და მისანდობელ არს იგი მცველად თავისა ჩემისა, რამეთუ მისგან ცოცხალ ვარ მე აქამომდე. და ვზი მე დღეს საყდართა ჩემთა და არარა მიმიგიეს მისა და არა სამართალი მიყოფიეს ესე.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ ჰრქუა მეფემან მონათა თჳსთა: რაჲ-მე უყოთ მარდოქეს, მაცხოვარსა ჩემსა ამის საქმისათჳს? და ვითარ გულისმა-ყვეს მსახურთა მათ, შურ-იღეს მისთჳს, რამეთუ ეჴსენა შიში ჰამანისი გულსა მათსა და განუმცნა მეფემანცა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ იყო ცისკარი, იკითხა მეფემან: ვინ დგას გარეშე?

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და იპოვა ჰამანი, რამეთუ აღემსთო თხრობად მეფისა, რაჲთამცა დამოჰკიდა ზე მარდოქე. და ბრძანა მეფემან შეწოდებაჲ ჰამანისი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ შევიდა, ჰრქუა მას მეფემან: რაჲ-მე-მცა უყავთ მას კაცსა, რომელმანმცა მეფჱ დიდებულ-ყო, რომლისაჲცა მეფესა უნდეს ფრიად დიდებაჲ მისი? და გულისხმა-ყო ჰამანმან გულსა თჳსსა: ვი/სი-მე-მცა Page of ms. O: 504v   უნდა მეფესა დიდებაჲ გარნა ჩემსა?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ აზრახა ჰამანმან მეფესა კაცისაჲ მის, რომლისაჲ ინებოს მეფემან დიდებაჲ:

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
მოიღონ მისთჳს სამკაული სამეუფოჲ და ცხენი საშარავანდედოჲ, რომელსაცა მეფჱ აღჯდის.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ერთმან პატივცემულმან მეფისამან მოიღოს იგი და შეასხას მას და აღსუას იგი ცხენსა მას და მოავლოს მან ქალაქი. და წინაშე მისა ვიდოდიან ქადაგნი და ჴმობდენ: ესემცა შეემთხუევის, რომელმან პატივ-სცეს მეფესა და რომლისაჲ ენებოს მეფესა დიდებაჲ, ესრეთ ეყოს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და უბრძანა მეფემან: მალე განვედ, და მოიბ შენ ცხენი და სამკაული, ვითარცა სთქუ, და მივედ და ეგრე ყავ მარდოქესთჳს ჰურიაჲსა, რომელი სცავს კართა ამათ სამეუფოთა. და ნუმცა რაჲ დააკლდების მას მაგათ თქუმულთაგანი. და ვითარ ცნა ჰამანმან, რამეთუ არა თჳთ იდიდებოდა, არამედ მარდოქე, შეიმუსრა გული მისი ფრიად, და მომედგრდა სული მისი.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიღო ჰამან სამკაული და მოიბა ცხენი და ეკდიმებოდა ფრიად თავი მარდოქესთჳს, რამეთუ პაემანი მის დღისაჲ იყო ზე დამოკიდებისა მარდოქესი. და ჰრქუა მარდოქეს: განიძარცუე ძაძაჲ ეგე. და შეძრწუნდა მარდოქე, ეგონა თუ სიკუდიდ წარჰმართებენ მას. და განიძარცუვიდა ტირილით ძაძასა მას და შეიმოსა სამკაული დიდებისაჲ. ხოლო მარდოქეს საუცარ-ღა-უჩნ და შიშითა განლიგებულ იყო და გული Page of ms. O: 505r   მისი იყო ვედრებად უფლისა. და იწრაფა ჰამანმან აღსუმაჲ მისი ცხენსა და წინა-უძღოდა ჰამანი და ქადაგებდა: ესრე ეყავნ კაცსა მას, რომელმანცა მეფესა პატივ-სცეს, რომლისაჲ მეფემან ინებოს დიდებაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
მაშინ წარვიდა ჰამანი დაწუხებული სახიდ თჳსა, და მარდოქე წარვიდა სახიდ თჳსა განმხიარულებული.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰამან უთხრა ცოლსა თჳსსა ყოველი იგი საქმჱ. ჰრქუა მას ცოლმან მისმან თანამზრახვალთა მისთა წინა: ვინაჲ-იგი ძჳრსა განიზრახევდი, იგი შენ შეგემთხჳა. აწ დუმენ შენ, რამეთუ ღმერთი სამართალსა ჰყოფს.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარ ამას ოდენ ზრახვიდა, მოიწია მწოდებელი და ასწრაფებდა მას პურად მეფისა თანა. მაშინ განმხიარულდა და მივიდა პურსა მას ზედა და დაჯდა მათ თანა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.