TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 274
Previous part

Chapter: 2  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   და წელსა მეათრვამეტესა, ოცდაორსა პირველისა მის თჳსასა იყო სიტყუაჲ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორისსა შურისგებად ყოვლისა ქუეყანისა, ვითარცა-იგი იტყოდა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუწოდა ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა და დადვა მათ თანა საიდუმლოჲ ზრახვისა მისისაჲ. და იყო, ვითარცა აღასრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვაჲ პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მათ განაწესეს მოწყუედად ყოვლისა ქუეყანისა, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა აღასრულნა ზრახვანი მისნი, სიტყჳთ მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ოლომფორნეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი შემდგომი იყო მისი, და ჰრქუა მას:

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ამას იტყჳს მეფჱ დიდი, ყოვლისა ქუეყანისაჲ უფალი: აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი, მოსავნი ძალისა მათისანი, და მკჳრცხლთაჲ ას ოცი ათასი კაცი და სიმრავლჱ ჰუნეთა და მჴედართაჲ - თორმეტი ბევრი.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვედ შენ წყობად ყოველსა ქუეყანასა მზის დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა;

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხარ მათ, რაჲთა განმიმზადონ მე ქუეყანაჲ და წყალი, რამეთუ Page of ms. O: 511v   განვალ მე გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა. და დავფარო მე პირი ყოვლისა ქუეყანისაჲ ფერჴითა ერისა ჩემისაჲთა და მივსცნე იგინი მათ აღსაჭრელად.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები მათი, და მდინარენი წარჰრღუნიდენ მკუდართა მათთა და აღივსნენ იგინი,

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარმოვიღო ტყუე მათი კიდეთა ქუეყანისათა,

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო შენ განვედ და წინაჲსწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და მოგცნედ შენ თავნი მათნი, და დამიმარხენ მე იგინი დღედმდე მხილებისა მათისა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო რომელნი არა გერჩდენ, ნუ ერიდებინ თუალი შენი მიცემად მათა სიკუდილსა და აღჭრასა ყოვლისა ქუეყანისასა,

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ცხოველ ვარ მე და ძალი სუფევისა ჩემისაჲ. ვითარცა ვიტყოდე, ეგრეცა ვ[ყო] ესე ყოველი ჴელითა ჩემითა,

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ არა გარდაჰჴდე ერთსაცა სიტყუასა უფლისა შენისასა, არამედ აღსრულებით აღასრულნე, ვითარცა გიბრძანე შენ, და ნუ ჰყოვნი ყოფად მისა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა ოლომფორნე პირისაგან უფლისა თჳსისა, და მოუწოდა ყოველთა ძლიერთა და წინამძღუართა და მთავრებსა და ზედამდგომელთა ერისა ასურეთისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღრაცხა რჩეული კაცი მბრძოლად, ვითარცა უბრძანა მას უფალმან მისმან, ათორმეტი ბევრი მჴედარი და მოისარი ორი ბევრი და ორ ათასი.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაწესნა იგინი ვითარცა სახედ სიმრავლჱ მბრძოლისაჲ და განაწყვის.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოასხა აქლემები და ჯორები Page of ms. O: 512r   და ვირები, ჭურჭერთა მათთათჳს სიმრავლჱ ფრიადი, და ზროხაჲ და ცხოვარი და თხაჲ საზრდელად მათა, რომლისაჲ არა იყო რიცხჳ;

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და საგზალი ყოველსა კაცსა სიმრავლედ, ოქროჲ და ვეცხლი სახლისაგან სამეუფოჲსა მრავალი ფრიად.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდა ნინევით იგი და ყოველი ძალი მისი სლვად და წინაგანსლვად მეფისა ნაბუქოდონოსორისა დაფარვად ყოველი პირი ქუეყანისაჲ მზის დასავალით კერძო ეტლებითა და მჴედრებითა და მკჳრცხლითა რჩეულითა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალი ნართავი ერი თანა გამოერთო მათ სიმრავლითა, ვითარცა მკალი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლჱ მათი, რამეთუ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდეს ნინევით გზასა სამისა დღისასა პირსა წინაშე ველისა მის ბეკთილათისასა მახლობელად მთასა მას ზენა კერძო კილიკიასა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიყვანა ყოველი ერი მისი მკჳრცხლი და მჴედარი და ეტლები და წარვიდა მიერ მთად კერძო.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსრნა ფოდელნი და ლუდიელნი; და წარმოტყუენნა ყოველნი ძენი ჰრაასისნი და ძენი ისმაელისნი, რომელნი მკჳდრ იყვნეს წინაშე პირსა უდაბნოჲსასა სამხრით კერძო ქუეყანისა მის ქელონისსა და ქალდეველთაჲსა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვლო ეფრატი და განვლო შუვამდინარჱ და დაარღჳნა ქალაქნი მაღალნი ჴევით კერძო აბრონესა ვიდრე მოსლვადმდე ზღუად დიდად.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიპყრნა საზღვარნი კილიკიაჲსანი/ Page of ms. O: 512v   და მოსრა ყოველი, რომელი წინა-აღუდგა მას, და მიიწია ვიდრე საზღვრადმდე იაფეთისა სამხრით წინაშე პირსა არაბიაჲსასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიცვნა ყოველნი ძენი მადიამისანი და მოწუა ყოველი კარვები მათი და წარმოიღო ნატყუენავი მათი.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და შემოვიდა ველად დამასკისა დღეთა იფქლის მკისათა და მოწუა ყოველი ყანები მათი და ველები მათი განრყუნა და ჰანგრავანები მათი და სამწყსოჲ და მროწეული მისცა განსარყუნელად და ქალაქნი მათნი წარმოტყუენნა და ყანობირი მათი განაბნია და მოსრა ყოველი ჭაბუკი მათი პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაეცა შიში და ძრწოლაჲ მისი მკჳდრთა ზღჳსკიდისათა, რომელნი იყვნეს სიდონს და ტჳროსს და მკჳდრთა სურისათა და მიერ კერძო მისა და მკჳდრთა იამნიაჲსათა და მკჳდრთა აზოტისათა და გაზათა, ასკალონისათა, და შეეშინა ფრიად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.