TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 278
Previous part

Chapter: 7  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   და ხვალისა დღე უბრძანა ოლომფორნე ყოველსა ერსა მისსა და ყოველსა ახოვანსა, რომელნი მოსრულ იყვნეს შემწედ მისა, აღსლვად ბეტოლად და შეპყრობად აღსავალსა მთათასა და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და კაცნი ძლიერნი ყოველნი მბრძოლნი მკჳრცხლი ას ოცი ათასი და მჴედარი ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყვნეს მათ შორის სიმრავლჱ ფრიადი.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიბანაკეს ღელესა მას Page of ms. O: 517v   მახლობელად ბეტოლაჲსა წყაროსა ზედა და განეფინნეს სივრცედ თოთაემდ. კერძო ვიდრე ბალმანმდე და სიგრძედ ბეტოლაჲთ ვიდრე კუემონდმდე, რომელ არს წინაშე ეზრექონსა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა იხილეს სიმრავლჱ იგი მათი, შეშფოთნეს ფრიად და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა: აწ აღჴოცონ ამათ პირი ქუეყანისაჲ, არცა მთანი მაღალნი, არცა ბორცუნი, არცა ჴევნები დაუდგეს ამათსა ამას დიდსა სიმრავლესა.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღიღო კაცად-კაცადმან ჭურჭელი საბრძოლი თჳსი და აღაგზნეს ცეცხლი გოდლებსა ზღუდეთა მათთასა, დადგეს და სცვიდეს ზღუდეთა მათ ღამესა მას.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეორესა დღესა გამოიყვანა ოლომფორნე ყოველი მჴედარი თჳსი წინაშე პირსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს ბეტოლას,

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოიხილა აღსავალნი იგი მის მთისანი და ქალაქისა მათისანი, და წყარონი წყალთანი მოვლნეს, და დაიპყრნეს იგინი და დაადგინეს მათ ზედა ბანაკები კაცთა მბრძოლთაჲ, და თჳთ იგიცა აღემჴედრა ერსა თჳსსა ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოუჴდეს მას ყოველნი იგი მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი და ყოველნი წინამძღუარნი ერისა მოაბისანი და ერისთავნი ზღჳსკიდისანი და ჰრქუეს:

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
ისმინენ სიტყუაჲ ჩუენი უფალმან ჩუენმან, რაჲთა არა იყოს საცთურ ერისა შენისა.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ ერი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ არა ესვენ ლახურებსა მათსა, არამედ სიმაღლესა მთათასა, რომელთა ზედა დამკჳდრებულ არიან, მათ ესვენ, რამეთუ ფრიად ძნელ არს აღსლვად მათ ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ, უფალო, ნუ ჰბრძავ მათ, ვიდრემდის-იგი არს წყობაჲ ბრძოლისაჲ, და არა დაეცეს კაცი ერისა შენისაჲ Page of ms. O: 518r   არცა ერთი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ელოდე და ჰგებდ ბანაკსა შენსა და სცევდ ყოველსა კაცსა ბანაკისაგან ძლიერებისა შენისასა და დაიპყრნედ მონათა შენთა წყარონი წყალთანი, რომელნი გამოვლენ ძირისაგან მთისაჲსა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ მიერ ივსებენ წყალსა ყოველნი მკჳდრნი ბეტოლაჲსანი, და მოსრნეს იგინი წყურილმან და გამოგჳცენ ქალაქი მათი; და ჩუენ და ერი შენი აღვიდეთ მახლობელად თხემსა მთათასა და დავიბანაკოთ მათ შინა და ვსცვიდეთ მათ, რაჲთა ვერ გამოვიდეს ქალაქით მათით კაცი ერთიცა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოწყდენ სიყმილითა იგინი და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი და ვიდრე მოსრვამდე მათა მახჳლითა დაეცნენ უბანთა ზედა საყოფელთა მათთასა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიაგოს მათ მისაგებელი ბოროტი ამისთჳს, რამეთუ განდგეს და არა მოგეგებვოდეს პირსა შენსა მშჳდობით.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მათნი წინაშე ოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა და განაწესეს ყოფად, ვითარცა-იგი ეტყოდეს.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარიძრა ბანაკი ძეთა ამონისთაჲ და მათ თანა ხუთ ათასი ძეთა ასურთაჲ მკჳრცხლი და დაიბანაკეს ღელესა შინა და დაიპყრნეს ყოველნი წყალნი და წყარონი წყალთანი ძეთა ისრაჱ-ლისათანი.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიდეს ძენი ესავისნი და ძენი მოაბისნი და დაიბანაკეს მთასა ზედა წინაშე დოთაიმსა და წარიყვანნეს მათ იგინი სამხრით კერძო და მზის აღმოსავალით წინაშე შესაკრებელსა, რომელ არს მახლობელად ქუშსა, რომელ არს ჴევსა ზედა ბოქორისასა. და სხუაჲ იგი ერი ასურთაჲ განეფინა და დაიბანაკეს ველსა ზედა და დაფარეს პირი ყოვლისა ქუეყანისაჲ კედარისაჲ და კარვებმან მათმან და Page of ms. O: 518v   სავანეთა მათთა დაიბანაკეს ერითა მრავლითა, რამეთუ იყვნეს სიმრავლითა დიდ ფრიად.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძეთა ისრაჱლისათა ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა, რამეთუ შემოკლდა სული მათი, რამეთუ მოიცვნეს იგინი ყოვლით კერძოვე მტერთა მათთა და არაჲ ვინაჲ იყო სივლტოლაჲ შორის მათსა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ გარემოადგეს მათ და ეპყრა ყოველი ადგილი მათი და დაადგრა ყოველი ბანაკი ასურთაჲ და ეტლები მათი და მჴედრები მათი ოცდაათორმეტ დღე და მოაკლდა მკჳდრთაგან ბეტოლაჲსათა ყოველი სარწყული წყალთაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჯურღმულნი მათნი მოცალიერდებოდეს. და არა აქუნდა სასუმლად მაძღრივ წყალი მრავალთა დღეთა, რამეთუ საწყაულით მიეცემოდა მათ სუმად.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და სულმოკლე იქმნა ერი იგი და ჩჩჳლნი მათნი და ცოლნი მათნი და ჭაბუკნი მათნი და მოაკლდეს წყურილითა და დაცჳვეს უბ[ან]თა ზედა ქალაქისა მათისათა და განსავალთა ბჭეთასა და არა იყო ძალი მათ თანა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბა ყოველი ერი ოზიაჲსა და მთავართა მათ ქალაქისათა; ჭაბუკნი და დედანი და ყრმანი და ღაღადებდეს ჴმითა დიდითა წინაშე ყოველთა მოხუცებულთა და თქუეს:

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
საჯენ ღმერთმან შორის ჩუენსა და თქუენსა, რამეთუ ჰყავთ ჩუენთჳს უსამართლოჲ დიდი, რამეთუ არა ეტყოდეთ მშჳდობით ძეთა მიმართ ასურთაჲსა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და არავინ არს მწე ჩუენდა, არამედ მიგუცნა ჩუენ ღმერთმან ჴელთა მათთა დაცემად ჩუენდა წინაშე მათსა წყურილითა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და აწ მოუვლინეთ მათ და მოხადენით იგინი და განეცით მათ ყოველი ესე ქალაქი ტყუედ ერსა ოლომფორნესსა და ყოველსა ძალსა მისსა,

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, Page of ms. O: 519r   რაჲთა ვიქმნნეთ მათა აღსაჭრელ, ვიდრე ესრეთ წარსაწყმედელსა და ვიყვნეთ მათა მონა და მჴევალ, და ცხონდენ სულნი ჩუენნი, და არა ვიხილოთ სიკუდილი ჩჩჳლთა ჩუენთაჲ წინაშე თუალთა ჩუენთა და* ცოლთაჲ და შვილთა ჩუენთაჲ მოკლებაჲ სულთა მათთაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
გიწამებთ თქუენ ცასა და ქუეყანასა და ღმერთსა ჩუენსა და უფალსა მამათა ჩუენთასა, რომელმან შური იძიოს ცოდვათა ჩუენთათჳს და სიცრუვეთაებრ მამათა ჩუენთაჲსა, რაჲთა არა ყოს სიტყუათა მათთაებრ დღენდელსა ამას დღესა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ტირილი დიდი შორის კრებულსა მას ყოველთაჲ ერთბამად და ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, ჴმითა დიდითა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ ოზია: ნუ გეშინინ, ძმანო, და-ღა-ვითმინოთ მერმე ხუთ დღე ოდენ, ვიდრემდე მოგუცეს ჩუენ უფალმან ღმერთმან წყალობაჲ მისი ჩუენ ზედა, რამეთუ არა დაგჳტევნეს ჩუენ სრულიად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ წარჴდენ დღენი ესე და არავინაჲ იყოს ჩუენდა შეწევნაჲ, მაშინ ვყოთ სიტყუათა თქუენთაებრ.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიბნია ერი იგი თჳსა ბანაკად, კაცად-კაცადი ზღუდეთა გოდლებსა ქალაქისასა წარსლვად, ცოლნი და შვილნი მათნი წარავლინნა სახლთა მათთა და იყვნეს სიმდაბლესა შინა დიდსა ქალაქსა შინა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.