TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 280
Previous part

Chapter: 9  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   ხოლო ივდით დავარდა პირსა ზედა თჳსსა და გარდაისხა ნაცარი თავსა მისსა და განიძარცუა ძაძაჲ, რომელი ემოსა გუამსა მისსა, და იყო მაშინ ოდენ შეწირულ იყო იერუსალჱმს სახლსა უფლისასა საკუმეველი მწუხრისაჲ და ღაღად-ყო ივდით ჴმითა დიდითა და თქუა უფლისა მიმართ ღმრთისა:

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალო ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისო, რომელმან მიეც მახჳლი ჴელსა მისსა შურისსაგებელად უცხოთესლთა, (3) რომელთა განჰჴსნეს საშოჲ ქალწულისაჲ შეგინებად და განაშიშულნეს ჴორცნი შეგინებად და სარცხჳნელად და საყუედრელად, რამეთუ სთქუ: არა ეგრეთ იყოს ამისთჳს, რამეთუ უშჯულოჲ ქმნეს სისხლისა მიმართ ქალწულისა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსცენ მთავარნი მათნი კლვად და სარეცელი მათი, რომელსა ზედა ქმნეს საცთური მათი, რომელ სცთეს სისხლად, და მოისრნეს მონანი ძლიერთაგან და ძლიერნი _ საყდართა მათთა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოსცნეს ცოლნი მათნი ტყუედ და ასულნი მათნი წარსატაცებლად და ყოველი ნაყოფი მათი აღსაჭრელად ძეთა შეყუარებულთა შენ მიერ, Page of ms. J: F444v  * რომელთა შეიშურეს შური შენი, მოიძაგეს შეგინებაჲ სისხლისა მათისა და შენ გხადოდეს შემწედ; ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისო, ლევისო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და იაკობისო, ღმერთო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემი ქური-ვისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ შენ ჰყავ პირველი მათი და შემდგომი და აწინდელი და მომავალი განიზრახე და იქმნნეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
უწოდე და წარმოგიდგეს შენ, რომელი ზრახე. (5) და თქუეს: აჰა, აქა ვართ, რამეთუ ყოველნი გზანი შენნი მზა არიან და განკითხვანი წინაჲსწარ ცნობა.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ, აჰა ესერა, ასურასტანელნი განმრავლდეს ძალითა მათითა და აღმაღლდეს ცხენებითა და მჴედრებითა და იზახებენ მკლავითა მკჳრცხლთაჲთა, ესვენ ჰორლებსა და დრაუჟებსა, და მშჳლდსა და შურდულსა გული შეუპყრიეს. და არა ცნეს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან შეჰმუსრნი ბრძოლანი.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
უფალ არს სახელი შენი, შენ დაამჴუე სიმრავლე მათი ძალითა შენითა და დაეც სიმტკიცე მათი გულისწყრომითა შენითა, რამეთუ Page of ms. J: F445  უზრახავს შეგინებად სიწმიდე შენი და შებილწებად საყოფელი სახელისა შენისაჲ და განსასუენებელი დიდებისა შენისა და დამჴობად რქა საკურთხეველისა შენისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილე ამპარტავანებაჲ მათი და მოუვლინე რისხვაჲ შენი თავთა მათთა, მოეც ჴელსა ჩემსა ქურივსა ამას ძალი, რომელი განმიზრახავს.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
დაეც მონაჲ ბაგეთაგან ცთუნებათა ჩემთასა მთავარსა ზედა და მთავარი მსახურსა ზედა მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
მოსარ ამათი აღმდგომი ჴელითა ქალისათა, რაჲთა ცნან ყოველთა მეუფებათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რამეთუ სიმრავლითა არა არს ძალი შენი და სიმტკიცე შენი, არცა მოცემანი შენნი განაძლიერებენ, რამეთუ მდაბალთა შენ ხარ ღმერთი, მოკლებულთა ხარ შემწე და ჴელისამპყრობელი უძლურთა: განწირულთა მფარველი, უსუსურთა ცხორება, მამა ობოლთა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰე უფალო მამისა ჩემისა სჳმეონისო და ღმერთო სამკჳდრებელისა ისრაჱლისაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღუათა და ყოველთა წყალთაო, მეუფეო ყოველთა ქმნულთა შენთაო, რომელმან შეისმინე ვედრებაჲ ჩემი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოეც ზაკუვაჲ და ცთუნებაჲ წყლულებად მტერთა და საგუემელად მათა, რომელნი-იგი შენისა შჯულისა მტერნი არიან და სახლისა სიწმიდისა შენისანი, და თხემისა სიონისნი და ტაძრისა სამკჳდრებელისა ძეთა შენთასა, იზრახეს ფიცხელი საქმე ყოფად ყოველთა ზედა ნათესავთა შენთა.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყოველთა ზედა ტომთა შენთა მოხედე ფიცსა მას ჭეშმარიტსა, რომელი ეფუცე აბრაამს, რაჲთა გიცოდის შენ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, ღმერთი ძლიერებისა და სიმტკიცისა, და არავინ არს სხუაჲ შემწე ისრაელისა შენსა გარეშე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.