TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 281
Previous part

Chapter: 10  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   და იყო, ვითარცა დასცხრა ღაღადებისაგან უფლისა მიმართ, ღმრთისა ისრაელისა და აღასრულნა ყოველნი სიტყუანი ესე,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგა თაყუანისცემისაგან თჳსისა და მოუწოდა შიმუნვარსა თჳსსა და განვიდა სახიდ თჳსა, რომელსა შინა იყოფინ დღეთა შაბათთასა და დღესასწაულთა მისთა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
*განიძარცუა ძაძა იგი, რომელ ჰმოსიენ და განიძარცუა სამოსელი თჳსი ქურიობისა მისისაჲ Page of ms. O: 522r   და** დაიბანა ტანი თჳსი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ყშირი და განითხზა სამკაულად თმაჲ თავისა მისისაჲ და დაიდგა ხოირი თავსა მისსა, და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისაჲ, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესსა, ქმრისა თჳსისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეისხნა ჴამლნი ფერჴთა მისთა და შეისხნა სამკლავენი და სალტენი და ბეჭდები და საყურნი და ყოველი სამკაული მისი, და შეიმკო თავი თჳსი ფრიად საცთუნებელად მამაკაცისა და თუალთა, რომელთა იხილონ იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჰკიდა შიმონვარსა თჳსსა თხიერაკითა ღჳნოჲ და კოკითა ზეთი და მახალი აღავსო ჴალითა და ლეღჳსკუერითა და პურითა წმიდითა და ყველითა და შეიგულა ყოველი ჭურჭერი თჳსი, და აღჰკიდა მას.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდეს ორნივე ბჭეთა ქალაქისა ბეტოლაჲსათა და პოვნეს მათ ზედამდგომელად ოზია და მოხუცებულნი ქალაქისანი: ქაფრი და ქარმი.

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა იხილეს იგი, იყო პირი მისი ცვალებულ და სამოსელი მისი იქცევის, და დაუკჳრდა სიკეთჱ მისი ფრიად და ჰრქუეს მას:

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
განვედ მშჳდობით, და უფალი ღმერთი იყავნ შენ თანა წინაშე შენსა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა! ღმერთმან მამათა ჩუენთამან მოგეცინ შენ მადლი, და აღასრულენ ზრახვაჲ შენი სიქადულად ძეთა ისრაჱლისათა და აღსამაღლებელად იერუსალჱმისა!

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ივდით თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა ღმერთსა და ჰრქუა მათ: ყავნ აწ უფალმან ღმერთმან სიტყუათა თქუენთაებრ და პოვენ მადლი მჴევალმან მისმან წინაშე თუალთა მისთა. აწ უკუე მიბრძანეთ მე განხუმად ბჭეთა ქალაქისათა და განვიდე აღსრულებად სიტ/ყუათა, Page of ms. O: 522v   რომელთა იტყოდეთ ჩემ თანა. და უბრძანეს ჭაბუკთა მათ, რაჲთა განუხუნენ მას ბჭენი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და განვიდა ივდით იგი და მჴევალი მისი მის თანა ქალაქით და ჰხედვიდეს მას კაცნი იგი ქალაქისანი, ვიდრე გარდავიდოდეს მთასა მას.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე განვიდა ღელესა მას მართლ და მოეგებვოდეს მას მჴუმილნი იგი ასურასტანელთანი.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეიპყრეს იგი და ჰკითხვიდეს მას: ვინაჲთ ხარ და ვინაჲ მოხუალ და ვიდრე ხუალ. და ჰრქუა მათ ივდით: ასული ვარი მე ებრაელთაჲ, და ვივლტი, რამეთუ მოცემულ არიან იგინი ჴელთა თქუენთა შესაჭმელად.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მე მოვალ წინაშე ოლომფორნესა, ერისთავისა მის ძლიერებისა თქუენისასა თხრობად მისა სიტყუათა ჭეშმარიტებისათა და უჩუენო მას გზაჲ, ვინაჲ შევიდეს და ეუფლოს ამას ყოველსა მთით კერძოსა და არა განერეს კაცთაჲ მათ ჴორციელი ერთი, არცა სული ცხორებად.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე კაცთა მათ, განიცდიდეს პირსა მისსა, და იყო სიკეთჱ იგი მისი წინაშე მათსა საკჳრველ ფრიად და ჰრქუეს მას:

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
განირინე სული შენი კეთილად, რამეთუ ისწრაფე გარდამოსლვად და შემთხუევად პირსა უფლისა ჩუენისასა, და აწ მოუჴედ მას კარვად მისა და ჩუენგანთა მიგიყვანონ შენ, ვიდრე მიგცენ ჴელთა მისთა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარ-ღა-სდგე წინაშე მისსა, ნუ შეშინდებინ გული შენი, არამედ უთხარ ყოველი სიტყუათა მაგათ შენთაებრ და გეყოს შენ კეთილი!

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოირჩიეს მათგანი ასი კაცი და შეჰვედრეს იგი და შიმონვარი მისი და მიიყვანნეს იგინი კარვად ოლომფორნესა.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და მორბიოდეს ყოველნი მის ბანაკისანი, Page of ms. O: 523r   რამეთუ მიესმა ყოველსა კრებულსა ჰამბავი მოსლვისა მისისაჲ. და მოვიდეს და ჰხედვიდეს იგინი მას და გარემოადგეს მას, ვიდრე დგაღა გარეშე კარავსა ოლომფორნესსა, და უთხრეს მას მისთჳს

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და აკჳრვებდეს სიკეთესა მისსა. და შეიყვანეს და შეიწყნარებდეს სიტყუათა მისთა, რამეთუ იყვნეს კეთილ ფრიად და დაუკჳრდეს ძენი ისრაჱლისანი მის გამო. და ეტყოდა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა: ვის ჴელ-ეწიფების შეურაცხისყოფად ერისა ამის, რომელსა უსხენ ცოლნი ესევითარნი? რამეთუ არა ჯერ-არს დატევებად მათგანი არცა ერთი, რომელნიცა დაშთენ, შემძლებელ არიან მოკიცხებად ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და გამოვიდეს ყოველნი მცველნი ოლომფორნესნი და მსახურნი მისნი და შეიყვანეს იგი კარვად მისა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიწოლილ იყო ოლომფორნე ცხედარსა თჳსსა ზედა და განისუენებდა ქუეშე სამუმლესა მას, რომელი ქმნულ იყო ძოწეულისაგან და ოქროჲთა და ზმარაგდონითა და ანთრაკითა პატიოსნითა ქსოვილ.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრეს ყოველი მისთჳს და გამოვიდა ეზოსა მას კარვისასა ოლომფორნე და ლამპარნი ვეცხლისანი წინაუძღოდეს მას.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვითარცა მოვიდა ივდით წინაშე პირსა მისსა და მსახურთა მისთა, უკჳრდა სიკეთჱ იგი პირისა მისისაჲ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას და აღადგინეს იგი მონათა მისთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.