TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 289
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   და შევწუხენ და ვტიროდე და ვილოცევდ ურვით და ვიტყოდე:

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
მართალ ხარ, შენ, უფალო, და ყოველნი საქმენი შენნი და ყოველნი გზანი შენნი მოწყალება არიან და ჭეშმარიტება, და სასჯელსა სიმართლისა და ჭეშმარიტებისასა შჯი უკუნისამდე.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მომიჴსენე მე და მოიხილე ჩემ ზედა, და ნუ შურსა ეძიებ ცოდვათა ჩემთასა და უმეცრებასა მამათა ჩემთასა, რომელთა შეგცოდეს შენ წინაშე.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ არ ისმინნეს მცნებანი შენნი და მიმცენ ჩუენ მიმოსატაცებელად და ტყუეობად და სიკუდიდ და იგავად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, რომელთა შორის განბნეულ ვართ.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ ყოველნი მსჯავრნი შენნი ჭეშმარიტ არიან Page of ms. J: 97r  ყოფად ჩემგან ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ არა ვყვენთ მცნებანი შენნი, რამეთუ არა ვიდოდეთ ჭეშმარიტებით წინაშე შენსა.

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ, რაჲთა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა; რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრებაჲ ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევებაჲ ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარე-მიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
მას დღესა შინა შეჰხუდა სარას, ასულსა ჰრაგუელისსა, ეკბატანს ხუჟიკეთისასა ყუედრებაჲ მჴევალთაგან მამისა მისისათა.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
რამეთუ მიცემულ იყო იგი შჳდთა ქმართა, და ასმოდეოსი, ბოროტი ეშმაკი, მოსრვიდა მათ ვიდრე შესლვამდე მათა მის თანა, ვითარცა არს წესი დედათაჲ. და ჰრქუეს მათ: არა გიცნობიესა, რომელსა დაგიშდობიან ქმარნი, რამეთუ შჳდი ქმარი გესუა და ერთისაცა მათგანისა არა სახელ-გედვა შენ ცოლად.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
რაჲსათჳს უკუე მტანჯავ ჩუენ? უკუეთუ იგინი მოსწყდეს, ვიდოდე შენცა მათ თანა, ნუმცა გჳხილავს შენი ძე, გინა ასული უკუნისამდე.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
ესე ვითარცა ესმა, შეწუხნა ფრიად ვიდრე მოშთობადმდე თავისაცა და თქუა: მარტოჲ ვარ მე მამისა ჩემისაჲ, უკუეთუ ვყო ესე, საყუედრელ არს მისა, და სიბერე მისი შთავჴადო სალმობით ჯოჯოხეთა.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ევედრებოდა უფალსა სარკუმლით გამო, და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულ არს სახელი შენი, წმიდაჲ და პატიოსანი, უკუნისამდე, გაკურთხევდედ შენ ყოველნი საქმენი უკუნისამდე.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
და აწ, უფალო, თუალნი ჩემნი და პირი ჩემი შენდამი.

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
ვთქუ განტევებაჲ ჩემი ქუეყანით, რაჲთა არღარა მესმეს ყუედრებაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
შენ უწყი, რამეთუ წმიდა ვარ მე ყოვლისაგან ცოდვისა და მამაკაცისა.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და არა შევაგინე სახელი ჩემი და არცა სახელი მამისა ჩემისაჲ ქუეყანასა ამას ტყუეობისა ჩემისასა. მარტოჲ შობილ ვარ მამისა ჩემისაგან, და არა უვის მას სხუაჲ შვილი, რომელმანმცა დაიმკჳდრა იგი. არცა ძმაჲ ახლოს, არცა ძე ძმისაგან არს, რაჲთამცა დაუმარხე მას თავი ჩემი ცოლად. აჰა ესერა წარმიწყმდეს მე შჳდნი ქმარნი. ამიერითგან რაჲსაღა არს ცხორებაჲ ჩემი? უკუეთუ არა ჯერ-გიჩს სიკუდილი ჩემი, ბრძანე მოხედვაჲ ჩემ ზედა. და შემიწყალე მე, რაჲთა არა მესმეს ყუედრებაჲ.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და შეისმნეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოივლინა რაფაელ ანგელოზი განკურნებად ორთავე: ტობის გარდაჴდად თეთრი თუალთაგან; და სარა, ასული ჰრაგუელისი, მიცემად ტობიას, ძესა ტობისსა, ცოლად; და შეკრვად ასმოდეოსი, ბოროტი ეშმაკი, რაჲთა ტობია იხუედროს დამკჳდრებად იგი. მას ჟამსა ოდენ მოიქცა ტობი და შევიდა სახიდ თჳსა; და სარა, ასული ჰრაგუელისი, გარდამოვიდა ქორთაგან თჳსთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.