TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 291
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcatLink to septLink to armat   მიუგო ტობია და ჰრქუა მას: მამაო, ყოველსა, რომელსა Page of ms. O: 529r   მამცნებ მე, ყოფით ვყო.

Verse: 2   Link to mcatLink to septLink to armat   
არამედ ვეცხლისა მისთჳს, რომელ სთქუ დავედრებად გაბაელის თანა, ვითარ ჴელ-ვიწიფო მოღებად მისგან, რამეთუ მე არა ვიცი იგი და არცა მან მიცის მე? რაჲ სასწაული მივსცე მას, რაჲთა იცნას და ჰრწმენეს ჩემი და მომცეს ვეცხლი იგი? და არცაღა გზაჲ ხუჟიკეთისაჲ ვიცი.

Verse: 3   Link to mcatLink to septLink to armat   
მიუგო ტობი და ჰრქუა მას: ჴელით-წერილი მომცა მე და წარმოვიდე. და ერთი იგი გავყავთ ორად: ერთი იგი წარმოვიღე და ერთი დავდევ ვეცხლსა მას თანა. აჰა ესერა ესე ოცდაექუსი წელი არს, ვინაჲთგან დავჰვედრე ვეცხლი იგი. და მისცა მას ჴელით-წერილი იგი. და ჰრქუა მას: აწ, შვილო, იძიე ვინ კაცი სარწმუნოჲ, რომელი მოვიდეს შენ თანა, და მივსცეთ მას სასყიდელი, და წარვედ, და მოიღე ვეცხლი იგი, ვიდრე ცოცხალ-ღა ვარ.

Verse: 4   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა ტობია ძიებად კაცისა, რომელი წარვიდეს მის თანა ხუჟიკეთა, მეცნიერი გზისაჲ. და პოვა რაფაელ, მდგომარე წინაშე მისა. და არა იცოდა, რამეთუ ანგელოზი ღმრთისაჲ არს.

Verse: 5   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობია: ვინაჲ ხარ, ჭაბუკო? ხოლო მან ჰრქუა: ძეთაგან ისრაელისა ერისათა, ერთი ძმათაგანი შენთაჲ. მოსრულ ვარ აქა საქმედ და მოდგინედ მუშაკობისა. ჰრქუა მას ტობია: იცია მისლვად ხუჟიკეთა?

Verse: 6   Link to mcatLink to septLink to armat   
და მან ჰრქუა: ფრიად ვიცი და მეცნიერ ვარ გზათა ყოველთა მისთა, ხუჟიკეთა სრულ ვარ მრავალგზის, და დავდგი გაბაელის თანა, ძმისა ჩუენისა, რომელი მყოფ არს ჰრაგას ხუჟიკეთისასა, და შორავს ეკბატანსა გზაჲ ორისა დღისაჲ განწესებული. ჰრაგაჲ არს მთასა ზედა, ხოლო ეკბატანი შორის ველსა.

Verse: 7   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობია: მგებდ მე აქა, ჭაბუკო; ვიდრემდე ვაუწყო მამასა ჩემსა, რამეთუ მიჴმს მე, რაჲთა მოხჳდე ჩემ თანა და მიგცე შენ სასყიდელი შენი.

Verse: 8   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა: აჰა, გელი შენ, არამედ ნუ ჰყოვნი.

Verse: 9   Link to mcatLink to septLink to armat   
და შევიდა ტობია და უთხრა ტობის, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: აჰა ესერა ვპოე კაცი, ძმათა ჩუენთაგანი, რომელი წარვიდეს ჩემ თანა. და ჰრქუა მას: მომიწოდე მე აქა, რაჲთა უწყოდი, რომლისა ტომისაჲ არს; უკუეთუ სარწმუნო არს, რაჲთა წარვიდეს შენ თანა.

Verse: 10   Link to mcatLink to septLink to armat   
და განვიდა ტობია და მოუწოდა მას. და მოვიდა მისა და მოიკითხა იგი ტობი პირველად. და თქუა ანგელოზმან მან: მშჳდობაჲ შენ ზედა. და თქუა ტობი: რაჲ მშჳდობაჲ ჩემ ზედა? და მე კაცი მდაბალი ვარ და უძლური თუალითა, და ნათელსა ცისასა არა ვხედავ. ჴმაჲ კაცისაჲ მესმის და იგი ვერ ვიხილი, რამედ ვძე მე ბნელსა შინა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ადვილ არს უფლისა განკურნებაჲ შენი, ნუ გეშინინ. ჰრქუა მას ტობი: ტობიას, ძესა ჩემსა, ჰნებავს წარსლვაჲ ხუჟიკეთა, ძალ-გიცა მის თანა მისლვად? და მიგცე სასყიდელი შენი. და თქუა ანგელოზმან: ძალ-მიც, რამეთუ მრავალგზის ხუჟიკეთა სრულ ვარ, და გზანი მისნი ვიცნი და ყოველნი ველნი მისნი განმივლიან და ყოველთა მთათა მისთა მეცნიერ ვარ.

Verse: 11   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობი: რომლისა ტომისაჲ ხარ და რომელთა მამათაჲ, ძმაო?.

Verse: 12   Link to mcatLink to septLink to armat   
ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ტომსა და მა/მულსა Page of ms. J: 98v  ეძიებ, ანუ სასყიდლით-მოდგინესა, რომელი წარვალს ძისა შენისა თანა? და ჰრქუა მას ტობი: ძმაო, ჭეშმარიტად მინებს ცნობად სახელი შენი და რომლისა ნათესავისაჲ ხარი შენ?

Verse: 13   Link to mcatLink to septLink to armat   
და თქუა ანგელოზმან მან: მე ვარ აზარია ანანიაჲსი, სახლისაგან სედემის დიდისა, ძმათაგანი შენთაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობი: ცოცხლებით მოხუედ და ცხორებული, ძმაო, და ნუ განმირისხნები მე, რამეთუ მინებს ცნობად ჭეშმარიტად მამული შენი. და აჰა ესერა ძმაჲ ჩემი ხარი შენ და ნათესავისა კეთილისა და სახიერისაჲ, ვიცოდენ ანანია და ნათანაელ, ორნი ძენი სედემისნი, დიდისანი, რამეთუ იგინი ჩემ თანა მივიდიან იერუსალემდ და თაყუანის-სციან მათ მუნ ჩემ თანა. და არა შესცთეს კაცნი ესე, ძმანი ჩემნი, ცთომასა მას თანა ძეთა ისრაელისათასა. ძირისაგან კეთილისა ხარი შენ, ძმაო, მშჳდობით მოხუედ.

Verse: 15   Link to mcatLink to septLink to armat   
და მე მიგცე შენ სასყიდელი დღისაჲ, და საზრდელი შენი იყოს მსგავსად ძისა ჩემისა.

Verse: 16   Link to mcatLink to septLink to armat   
და წარვედ ძისა ჩემისა თანა და მერმე გირთო-ვეღა სასყიდელსა შენსა ზედა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მე წარვიდე ძისა შენისა თანა, და მოვიდეთ და მოვიქცეთ მშჳდობით.

Verse: 17   Link to mcatLink to septLink to armat   
და მოუწოდა ტობი ძესა თჳსსა და ჰრქუა მას: შვილო, მზა იყავ და განვედ ძმისა შენისა თანა, ხოლო ღმერთმან, რომელი არს ცათა შინა, მიგიყვანენ თქუენ მშჳდობით და მოგაქციენინ თქუენ ცოცხლებით. და ანგელოზი მისი თანა-გივიდოდეს თქუენ. და მზა ყვეს საგზალი და წარემართნეს განსლვად და ამბორს-უყო მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა. და ჰრქუა მას ტობი: წარვედ ცოცხლებით.

Verse: 18   Link to mcatLink to septLink to armat   
და ტიროდა დედაჲ მისი. ჰრქუა ტობის: რაჲსა წარავლინე ყრმაჲ ესე? ანუ არა არს კუერთხი ჴელისა ჩუენისაჲ? და ესე Page of ms. O: 529v   განვალს და შემოვალს ჩუენ ზედა.

Verse: 19   Link to mcatLink to septLink to armat   
ყოველი ვეცხლი ვეცხლსა ნუ ეწიოს, არამედ ნასხურ იყავნ ძისა ჩემისა,

Verse: 20   Link to mcatLink to septLink to armat   
ვითარცა მოცემულ არს ჩუენდა ცხორებად უფლისა მიერ, ეგრეცა ვცხონდეთ.

Verse: 21   Link to mcatLink to septLink to armat   
და ჰრქუა მას ტობი: ნუ გეშინინ, ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა, ნუ გეშინინ, დაო!

Verse: 22   Link to mcatLink to septLink to armat   
ანგელოზი სახიერი თანა-უვიდოდის მას და წარემართოს გზაჲ მისი, და მოიქცეს ცოცხლებით.

Verse: 23   Link to mcatLink to septLink to armat   
მაშინ დასცხრა ტირილისაგან დედაჲ მისი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.