TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 387
Previous part

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო წელსა მას მეექუსესა, ხუთსა თთჳსასა, მე ვჯედ სახლსა შინა ჩემსა, და მოხუცებულნი ისრაჱლისანი სხდეს წინაშე ჩემსა. და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე და აჰა ესერა მსგავსებაჲ მამაკაცისაჲ, წელთა მისთაჲთგან და დამართ, ცეცხლ; და წელთა მისთაჲთგან და აღმართ, ვითარცა ხილვაჲ, ოქროჲ, და ვეცხლი, და რვალი რაჲ ერთად შედნობილ არნ, ეგრე იყო ფერითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და განირთხა მსგავსებაჲ ჴელისაჲ, და აღმიღო მე ვარჯითა თავისა ჩემისაჲთა, და აღმამაღლა მე სულმან მან შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მომიყვანა მე იჱრუსალემდ ხილვითა ღმრთისაჲთა, წინაშე ბჭეთა ეზოჲსა მის, რომელი ხედავს ჩრდილოჲთ კერძო, სადა იგი იყო ძეგლი იგი მომგებელისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა მუნ დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ ხილვისა მის-ებრ, რომელი ვიხილე ველსა მას.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო, აღიხილენ თუალნი შენნი ჩრდილოდ, და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ჩრდილოდ. და აჰა ესერა ჩრდილოჲთ მზისა აღმოსავალად კერძოსა მას ბჭესა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო, იხილეა, რასა ესე ზმენ, უშჯულოებასა დიდსა იქმან ესენი აქა, რაჲთა განეშოვრნენ სიწმიდეთაგან ჩემთა, და მერმეცა იხილნენ ღავე უშჯულოებანი უფროჲსნი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე წინაშესა მას ბჭისასა ეზოჲსასა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე, ძეო კაცისაო, დათხარე, და დავთხარე, და აჰა ესერა კარი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; შევედ და იხილენ უშჯულოებანი, რომელთა იქმან ესენი აქა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შევედ და ვიხილე, და აჰა ესერა ამაოებაჲ საძაგელებათაჲ, და ყოველი კერპები სახლისა ისრაჱლისაჲ გამოხატული მათ შინა გარემო. Page of ms. J: B63v 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და სამეოც და ათნი კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისანი და იექონია, ძჱ საფანისი, შორის მათსა დგა წინაშე მათსა, და კაცად-კაცადსა მათსა სასაკუმევლჱ აქუნდა ჴელსა მათსა; და კუამლი იგი საკუმეველისაჲ აღვიდოდა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან: იხილეა, ძეო კაცისაო, რასა ესე მოხუცებულნი სახლისა ისრაჱლისანი იქმან, თითოეული საწოლსა ფარულსა თჳსსა, რამეთუ თქუეს: არა ხედავს უფალი, და უტევა უფალმან ქუეყანაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; მერმეცა იხილნევე უშჯულოებანი უფროჲსნი, რომელთა იქმან ეგენი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე წინაშესა მას ბჭისასა სახლისა უფლისასა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ, და აჰა ესერა მუნ დედანი სხდეს, და ჰგოდებდეს თამუზსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; იხილეა, ძეო კაცისაო; და კუალად იხილნე და სხუანი საქმენი უდიდესნი ამათსა .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე ეზოსა სახლისა უფლისასა შინაგანსა, წინაშე საკარეთა ტაძრისა უფლისათა, შორის ელამსა და შორის საკურთხეველსა, ვითარ ოც ოდენ კაცნი. ზურგნი მათნი მიექცინეს ტაძრად უფლისა და პირნი მათნი წაღმართ, და ესენი თაყუანის-სცემდეს მზესა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; იხილეა, ძეო კაცისაო; ნუ უკუჱ მცირე არსა ესე სახლისა იუდაჲსა ყოფად უშჯულოებისა, რომელსა ესე იქმან აქა; რამეთუ აღავსეს ქუეყანაჲ უშჯულოებითა, და აჰა ესერა ესენი ვითარცა შეურაცხის-მყოფელნი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მე უყო მათ გულის-წყრომით, არა ერიდოს თუალი ჩემი არცა შევიწყალო.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.