TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 388
Previous part

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ღაღად-ყო ყურთა ჩემთა ჴმითა დიდითა, და თქუა. მოწევნულ არს შურის-გებაჲ ქალაქისაჲ, და თითოეულსა მათსა აქუნდა ჭურჭერი მოსრვისაჲ ჴელსა თჳსსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა ექუსნი კაცნი მოვიდოდეს გზისა მისგან ბჭისა მაღლისა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ. და კაცად-კაცადისა ცული ჴელსა მისსა, და ერთი კაცი შორის მათსა შემოსილი ჴამლითა, და სარტყელი შაფირისაჲ წელთა მისთა. და შევიდეს და დადგეს მახლობელად საკურთხეველისა მის რვალისაჲსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და დიდებაჲ იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ აღვიდა ქერობინთა მათ/გან, Page of ms. J: B64r  რომელი იყო მათ ზედა, უსაფრთულოსა მას საკურთხე/ველისა ტაძრისასა. და უწოდა კაცსა მას, რომელსა ემოსა ფერჴთ-შესასხმელი იგი, რომელსა იგი ერტყა სარტყელი წელთა მისთა;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას, განვედ შორის იჱრუსალემსა, და მიეც სასწაული შუბლთა კაცთა მათ რომელნი სულთ-ითქუმენ, რომელთა იგი ელმის ყოველთა ზედა უშჯულოებათა, რომელნი იქმნებიან შორის მათსა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ამათ ჰრქუა სმენასა ჩემსა; შევედით შემდგომად მაგისა ქალაქად, და დაჰჭრიდით, და ნუ ერიდებით თუალითა თქუენითა, და ნუ შეიწყალებთ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოხუცებულსა და ჭაპუკსა, და ჩჩჳლსა და ქალწულსა, და დედაკაცსა მოჰკლევდით აღსაჴოცელად. ხოლო ყოველთა რომელთა ზედა არს სასწაული, ნუ შეეხებით, და წმიდათა ჩემთაგან იწყეთ. და იწყეს კაცთა მათგან მოხუცებულთა, რომელნი იყვნეს შინაგან სახლსა მას.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მათ; შეაბილწეთ სახლი ეგე, და აღავსენით გზანი მკუდრებითა, გამოვიდოდეთ და მოჰსრევდით.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო მოსრვასა მას მათსა, და მე დავვარდი პირსა ზედა ჩემსა ღაღად-ვყავ და ვთქუ; ვაჲ მე, ვაჲ მე, უფალო, უფალო, აღსაჴოცელად შეიქმ შენ ნეშტთა ამათ ისრაჱლისათა, მიფენასა ამას რისხვისა შენისასა იჱრუსალემსა ზედა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; სიცრუვენი სახლისა ისრაჱლისანი და იუდაჲსნი განმრავლებულ არიან დიდად ფრიად, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ ერითა მრავლითა, და ქალაქი სავსე არს სიცრუვითა და არა-წმიდებითა, რამეთუ თქჳან; დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ; არა ხედავს უფალი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არა ერიდოს თუალი ჩემი, და არცა შევიწყალნე, გზანი მათნი თავთა მათთა ზედა მივსცენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და აჰა კაცი იგი რომელსა ემოსა პოდერჱ, და ერტყა წელთა მისთა სარტყელი, მიუგო და ჰრქუა, ვყავ ვითარცა მიბრძანე მე.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.