TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 389
Previous part

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ვიხილე, და აჰა ესერა ზედა სამყაროსა მას, რომელი ზედა კერძო Page of ms. J: B64v  თავსა მის ქერობინისასა, ვითარცა ლოდი საფირონისაჲ მსგავსი/ საყდრისაჲ მათ ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ემოსა სამოსელი იგი; შევედ საშუვალ ეტლის-თუალთა, რომელნი არიან ქუეშჱ კერძო ქერობინთა, და აღივსე მჭელი შენი ნაკუერცხალითა ცეცხლისაჲთა შორის ქერობინთა, და განაბნიე ქალაქსა ზედა, და შევიდა იგი წინაშე ჩემსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ქერობინი დგა მარჯუენით კერძო ტაძრისა მის, შესლვასა მას მის კაცისასა, და ღრუბელმან აღავსო ეზოჲ იგი შინაგანი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აღიმაღლა დიდებამან უფლისამან ქერობინთა მათგან უსართულოსა მას ტაძრისასა. და აღავსო ღრუბელმან [!] სახლი იგი, და ეზოჲ იგი აღივსო ნათლითა დიდებისა უფლისაჲთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ჴმაჲ ფრთეთა ქერობინთაჲ მათ ისმოდა ვიდრე ეზოდმდე შინაგანად, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისაჲ სადაჲსაჲ, იტყჳნ რაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყო ვითარ იგი უბრძანებდა კაცსა მას, რომელსა ემოსა სამოსელი წმიდაჲ, და ჰრქუა; მოიდე ცეცხლი შორის ეტლის-თუალთა მათ შორის ქერობინთასა, და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლის-თუალთა მათ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და განირთხა ჴელი თჳსი შორის ცეცხლსა მას, რომელი იყო შინაგან ქერობინთა მათ, და მოიღო და მისცა ჴელთა კაცსა მას, რომელსა ემოსა სამოსელი იგი წმიდაჲ. და მოიღო და გამოვიდა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ვიხილენ ქერობინნი იგი, და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშჱ ფრთეთა მათთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე, და აჰა ესერა ეტლის-თუალნი ოთხნი დგეს მახლობელად ქერობინთა მათ. ეტლის-თუალი ერთი მახლობელად ქერობინისა ერთისა, და პირი იგი ეტლის-თუალთაჲ მათ ვითარცა პირი ქვისა ანთრაკისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და პირნი მათნი ერთ მსგავსება ოთხთაჲვე, ვითარცა სახედ არნ ეტლის-თუალი ეტლის-თუალსა შინა,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და სლვასა მას მათსა ოთხკერძოვე ვიდოდეს, არა გარე-შეიქცეოდეს Page of ms. J: B65r  სლვასა მას მათსა, რამეთუ ადგილსა მას ვიდრეცა/ მიიხილის ერთკერძომან მან პირველმან ვლენედ, და არა გარე-შეიქციან სლვასა მათსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი, და ეტლის-თუალნი იგი სავსე იყვნეს თუალებითა გარემო ოთხთავე მათ ეტლის-თუალთა;

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ხოლო ეტლის-თუალთა მათ ეწოდა გელგელ, ვითარცა იგი მესმა მე,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ქერობინნი ესე იყვნენ იგი ცხოველნი, რომელნი ვიხილენ მდინარესა მას ქობარისასა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
სლვასა მას ქერობინთასა <ვლენედ> ეტლის-თუალნიცა იგი, და ესენი მახლობელად მათსა, და აღპყრობასა მას ქერობინთასა ფრთეთა მათთა სიმაღლედ ქუეყანით, არა გარე-შეიქცეოდეს ეტლის-თუალნი იგი მათგან.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
დგომასა მას მათსა დგანედ, და აღმაღლებასა მას ქერობინთასა, აღმაღლდიან ეტლის-თუალნიცა იგი მათ თანა, რმეთუ სული ცხოვრებისაჲ იყო მათ თანა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდა დიდებაჲ უფლისაჲ ტაძრისა მისგან, და აღჴდა ზედა ქერობინთა მათ,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და აღიმაღლნეს ქერობინთა ფრთენი მათნი, და აღმაღლდეს ქუეყანით წინაშე ჩემსა, გამოსლვასა მას მათსა, და ეტლის-თუალნი იგი მახლობელად მათსა; დადგეს წინაშე კარსესა მას ბჭისა მის სახლისა უფლისასა წინაშესა, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზედა, ზედა კერძო,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ესე იგი არს, ცხოველთა მათ, რომელ იგი ვიხილენ ქუეშჱ ღმრთისა ისრაჱლისასა, მდინარესა მას ქობარისასა, და ვცან რამეთუ ქერობინი არს,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ოთხი პირი ერთსა, და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშჱ კერძო ფრთეთა მათთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ხილვაჲ პირთა მათთაჲ, ესე იგი პირები არს, რომელ იგი ვიხილე ქუეშჱ დიდებისა ღმრთისა ისრაჱლისასა, მდინარესა მას ზედა ქობარისასა, და ესენი თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდეს.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.