TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 390
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აღმიღო მე სულმან, და მომიყვანა მე ბჭეთა მათ სახლისა უფლისათა წინაშე, რომელი ჰხედავს აღმოსავალად. და აჰა ესერა წინაშე კარსესა მას ეზოჲსასა, Page of ms. J: B65v  ვითარ ოც და ხუთ ოდენ კაც, და ვიხილე მათ შორის/ იექონია, ძჱ იეზერისი, და ფალტია ბანეაჲსი, ძისა საფანისი, წინამძღუარნი ერისანი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან, ძეო კაცისაო, ესე კაცნი არიან, რომელნი განიზრახვენ ამაოსა, და ზრახვენ ზრახვასა ბოროტსა ქალაქსა ამას შინა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იტყჳან; არა აწ და ახლოდ შენებულ არს სახლები, ესე არს სიავი, და ჩუენ ვართ ჴორცნი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დამეცა ჩემ ზედა სული, და მრქუა მე; ამას იტყჳს უფალი უფალი; ესრე არქუთ სახლსა ისრაჱლისასა, ზრახვანი გულისა თქუენისანი მე ვიცნი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
განამრავლენ<ი>თ მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას, და აღავსენ<ი>თ წყლულებითა გზანი მათნი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; მკუდარნი იგი თქუენნი, რომელნი მოსწყჳდენით მის შორის, ესენი არიან ჴორცნი, და ეგე ქალაქი არს სიავი, და თქუენ გამოგიყვანნე შორის მისსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მახჳლისა გეშინის, და მახჳლი მოვჰჴადო თქუენ ზედა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და გამოგიყვანნე თქუენ შორის მისსა, და უცხოთესლთა ჴელთა მიგცნე თქუენ, და ვყო თქუენ შორის საშჯელი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მახჳლითა დაეცნეთ; მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
იგი თქუენდა არა იყოს სიავად, და თქუენ არა იყვნეთ მას შინა ჴორცად მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყო წინაწარმეტყუელებასა მას ჩემსა, და ფალტია, ძჱ ბანეაჲსი, მოკუდა. და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა, ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა, და ვთქუ; ვაჲ მე, უფალო, უფალო. აღასრულებ შენ ნეშტთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, ძმანი შენნი, და კაცნი ტყუეობისა შენისანი, და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ, აღსრულებულ არიან, რომელთა იგი ჰრქუეს მკჳდრთა იჱრუსალემისათა; შოვრად განშოვრებულ ხართ უფლისაგან. ჩუენდა მოცემულ არს ქუეყანაჲ სამკჳდრებელად; ამისთჳს არქუ მათ./ Page of ms. J: B66r 

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი, ვითარმედ განვიშოვრნე იგინი წარმართთა შორის, და განვაბნინე იგინი ყოველსა ქუეყანასა, და ვეყო მათ სიწმიდე მცირე სოფლებსა შორის, ვიდრეცა შევიდენ მუნ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; და შევიწყნარნე იგინი წარმართთაგან, და შევკრიბნე იგინი სოფელთაგან, სადა იგი განვაბნიენ იგინი მათ შორის. და მივსცე მათ ქუეყანაჲ იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შევიდენ მუნ, და აღიხუნენ საძაგელებანი მათნი, და ყოველნი უშჯულოებანი მისნი მისგან.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მოვსცე მათ გული სხუაჲ, და სული ახალი მოვსცე მათ, და აღმოვსტაცო მათ გული ქვისაჲ ჴორცთაგან მათთა, და მოვსცე მათ გული ჴორციელი,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ბრძანებათა ჩემთა ვიდოდიან, და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ, და ჰყოფდენ მათ; და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათა ღმრთად.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და გულსა საძაგელებისა მათისასა და უშჯულოებისა მათისასა, ვითარცა გული მათი უძღოდა, ვიდოდეს, და გზანი მათნი თავთა მივსცენ, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და აღიპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი, და ეტლის-თუალნი იგი მახლობელად მათსა, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზედა კერ<ძ>ო მათსა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და აღმაღლდა დიდებაჲ უფლისაჲ შორის ქალაქისა მის, და დგა მთასა მას ზედა, რომელი იყო წინაშე ქალაქსა მას.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და სულმან აღმიღო მე, და მომიყვანა მე ქუეყანად ქალდეველთა, წარტყუენულთა მათ, ხილვით სულითა ღმრთისაჲთა. და აღმოვედ ხილვისა მისგან, რომელი ვიხილე,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ვეტყოდე ტყუენულთა მათ ყოველთა სიტყუათა უფლისათა, რომელნი მიჩუენნა მე . ,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.