TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 391
Previous part

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა მე.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, შორის სიცრუვეთა მათთა დამკჳდრებულ ხარ შენ, რომელთა ასხენ თუალნი ხედვად, და არა ჰხედვენ; და ყურნი ასხენ სმენად, და არა ესმის, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭერი ტყუეობისაჲ დღისი წინაშე მათსა, და წარიტყუენო ადგილით შენით ადგილად Page of ms. J: B66v  სხუად წინაშე მათსა, რაჲთა იხილონ,/ რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და განიღო ჭურჭერი შენი ჭურჭერი ტყუეობისაჲ, დღისი წინაშე თუალთა მათთა, და განხჳდე მწუხრი, ვითარცა იგი განვიდის ტყუჱ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
წინაშე მათსა განაღე შენდად კედელი, და განხჳდე მისგან.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
წინაშე მათსა ბეჭითა აღჰმაღლდე, და დაფარულად განჰხჳდე, პირი შენი დაიფარო, და არა იხილო ქუეყანაჲ, რამეთუ ნიშად მიმიცემიე შენ სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვყავ ეგრე ვითარცა მამცნო მე უფალმან ყოვლისა მის-ებრ სიტყჳსა, და ჭურჭერი ტყუეობისაჲ განაიღე დღისი და მწუხრი, და ვითხარე თავით ჩემით კედელი, და დაფარულად განვედ, ბეჭითა აღვმაღლდი წინაშე მათსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ განთიად ჩემდა მომართ, და მრქუა მე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, არა გარქუა შენ ვითარმედ სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელთაჲ არს, გრქუან შენ, რასა ეგე ჰზამ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი, მთავარსა და წინამძღუარსა იჱრუსალემისასა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
არქუ მათ ვითარმედ მე ნიშებსა ვჰყოფ. ვითარცა სახედ ვყავ, ეგრეთ იყოს მას შინა, მწირობად და ტყუედ განვიდენ,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მთავარი იგი შორის მათსა ბჭით აღიტაცოს, და ფარულად განვიდეს კედლით, და დათხაროს განსლვად იგი. ამისთჳსცა პირი თჳსი დაიფაროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და განვმარტო მახჱ ჩემი მის ზედა, და შეიპყრას გარე-მოცვითა ჩემიჴ<თა>. და მოვიყვანო იგი ბაბილონდ ქუეყანად ქალდეველთა; და იგი არა იხილოს, და მუნ აღესრულოს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი გარემონი მისნი, და ყოველნი შემწენი მისნი და ყოველნი იგი მილ,-კერძონი განვაბნინე ყოველსა ქარსა. და მახჳლი ვიჴადო შე<მ>დგომად მათსა,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, ოდეს განააბნინე მე იგინი წარმართთა შორის, და მიმოვსთესნე იგინი სოფლებსა შორის.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და დაუტევნე მათგანნი კაცნი რიცხჳთ მახჳლისაგან, და სიკუდილისა, Page of ms. J: B67r  და სიყმილისა, რაჲთა/ მიუთხრობდენ ყოველთა უშჯულოებათა მათთა წარმართთა შორის, ვიდრე იგი შევიდენ მუნ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, პური შენი სალმობით ჭამე, და წყალი შენი ჭირით და ტანჯვით სუ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და არქუ ერსა მას ქუეყანისასა. ამას იტყჳს უფალი უფალი მკჳდრთა მიმართ იჱრუსალემისათა, ქუეყანასა ისრაჱლისასა, პურსა მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ, და წყალსა მათსა განრყუნილებით სუმიდენ, რაჲთა განიჴრწნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ თჳსით, რამეთუ უღმერთოებით არიან ყოველნი, რომელნი მკჳდრ არიან მას ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ქალაქნი რომელნი მყოფ არიან მას ზედა მოოჴრდენ, და ქუეყანაჲ განსარყუნელად მიეცეს, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენი ქუეყანასა ისრაჱლისასა, რომელი სთქჳთ, შოვრს არიან დღენი, წარწყმდეს ხილვანი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; გარემოვაქციო იგავი ეგე, და არღარა იტყოდის იგავსა მაგას სახლი <ისრა>ჱლისაჲ, არამედ ეტყოდე მათ; მოახლებულ არიან დღენი, სიტყუანი ყოვლისა ხილვისანი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არღარა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუვილისაჲ და მისნობისაჲ, მოსამადლებელად, შორის ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი და ვყო, და არა განვაგრძვნე მერმე, რამეთუ დღეთა თქუენთა, სახლო განმამწარებელთაო, ვიტყოდი სიტყუასა და ვყო, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, რამეთუ აჰა ესერა სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი ჩემი, იტყოდის და თქუან. ხილვასა ამას რომელსა ესე იხილავს, დღეთა მრავალთა და ჟამთა გრძელთასა ესე წინაწარმეტყუელებს.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი ძალთაჲ; Page of ms. J: B67v  არღარა განგრძნენ ყოველნი სიტყუანი ჩემნი, რომელთა/ ვიტყოდე, ადრე და მსწრაფლ ვყო, იტყჳს უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.