TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 392
Previous part

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ წინაწარმეტყუელთა მიმართ ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ, და არქუ მათ. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ვაჲ რომელნი ეგე წინაწარმეტყუელებენ გულისაგან თჳსისა, და ყოვლადვე არა რას ჰხედვენ;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მელნი უდაბნოსა ზედა, წინაწარმეტყუელნი შენნი, ისრაჱლ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
არა დაადგინნეს სიმტკიცით, და შეკრიბეს სამწყსოჲ სახლსა ისრაჱლისასა, არა აღდგეს, რომელნი <იგი> იტყოდეს; დღესა უფლისასა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რომელნი ჰხედვიდეს ტყუვილსა, და იმისნიდეს მისნობასა ამაოსა; რომელნი იგი იტყჳან, იტყჳს უფალი, და უფალმან არა მოავლინნა იგინი, და იწყეს აღდგინებად სიტყუასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ანუ არა ტყუვილისა სიტყუაჲ იხილეთ, და მისნობაჲ ამაოჲ სთქუთ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ მათ. ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ სიტყუანი თქუენნი ტყუვილ არიან, და მისნობანი თქუენნი ამაო, ამისთჳს აჰა ესერა მე თქუენ ზედა, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და განვირთხა ჴელი ჩემი წინაწარმეტყუელთა მათ ზედა, რომელნი ჰხედვენ ტყუვილსა, და იტყჳან ამაოსა. სწავლასა ერისა ჩემისასა არა იყვნენ იგინი, არცა წიგნსა სახლისა ისრაჱლისასა დაიწერნენ, და ქუეყანასა ისრაჱლისასა არა შევიდენ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ ერი ჩემი შეაცთუნეს, და იტყოდეს; მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ, და არა არს მშჳდობაჲ. ესე აშენებს კედელსა, და ესენი გოზენ მას, უკუეთუ დაეცეს,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
არქუ მგოზელთა მათ, ვითარმედ დაეცეს, და იყოს წჳმაჲ წარმრღუნელი, და მოვჰსცნე ლოდნი კლდისა მყარისანი შესამტკიცელთა მისთა, და დაეცეს; და ქარი, რომელმან აღიღოს, და განსთქდეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აჰა დაეცა კედელი, და არა გრქუან თქუენ, სადა არს ნაგოზი იგი თქუენი, რომელი განჰგოზეთ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; დავსცე ქარი, რომელმან აღიღოს გულის-წყრომით, და წჳმაჲ რღუნისაჲ იყოს რისხვითა ჩემითა, და ლოდნი კლდისა მყარისანი Page of ms. J: B68r  მოვავლინნე/ რისხვითა ჩემითა მათ ზედა აღსასრულად.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და დავარღჳო კედელი იგი, რომელი განჰგოზეთ, და დაეცეს. და დავდვა იგი ქუეყანასა ზედა, და გამოჩნდეს საფუძველი მისი. დაეცეს, და მოესრულოს მხილებით, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და აღვსრულო რისხვაჲ ჩემი კედელსა მას ზედა, და მგოზელთა მისთა ზედა, და დაეცეს, და გარქუ თქუენ; არა არს კედელი იგი, არცა მგოზელნი მისნი არიან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელ<ნი> ისრაჱლისა <რომელნი> წინაწარმეტყუელებენ იჱრუსალემისა მიმართ, და რომელნი ჰხედვენ მშჳდობასა მისსა, და მშჳდობაჲ არა იყოს, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ასულთა მიმართ ერისა შენისათა, რომელნი იგი წინაწარმეტყუელებენ გულისაგან მათისა. წინაწარმეტყუელებდ მათ მიმართ,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არქუ, ამას იტყჳს უფალი უფალი; ვაჲ რომელნი შეაკერვენ სასთაულსა ყოველსა ქუეშჱ იდაყუსა ჴელისასა, და რომელნი იქმან სადგმელებსა ყოველსა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა, გარდაქცევად სულთა. სულნი გარდაიქცეს ერისა ჩემისანი, და სულთა შეეწეოდეს,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და შემაგინებდეს მე ერისა მიმართ ჩემისა მჭელისა ერთისათჳს ქრთილისა, და პატრისათჳს პურისა, მოკლვად სულისა, რომელთაჲ არა ჯერ იყო სიკუდილი, და შეწევნად სულისა, რომელთაჲ არა ჯერ იყო ცხოვრებაჲ, რომელთა გამო იტყჳთ თქუენ ერისა მიმართ მსმენელისა ამაოთა სიტყუათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა მე სასთაულთა მათ მიმართ თქუენთა, სადა იგი თქუენ შეკრებდით მუნ სულთა, და განვხეთქო იგი მკლავთაგან თქუენთა, და განვავლინნე სულნი იგი მათნი განბნევად.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განვხეთქო სადგმელები თქუენი, და ვიჴსნე ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და არა იყვნენ იგინა ჴელთა შინა თქუენთა შეკრებად, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ გარდააქცევდით სულსა მართლისასა, და მე არა გარდავაქცევდ მას, და განაძლიერებდით ჴელთა უშჯულოჲსათა Page of ms. J: B68v  ყოვლადვე არა მოქცევად გზისა მისისა გან/ უკეთურისა, რაჲთამცა ცხოვნდა იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ტყუვილი არა იხილოთ, და მისნობასა არა იმისნვიდეთ, და ვიჴსნე ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.