TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 393
Previous part

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მოვიდეს ჩემდა კაცნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათანი, და დასხდეს წინაშე ჩემსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მაგათ კაცთა დაისხნეს ზრახვანი მათნი გულთა მათთა, და ტანჯვანი სიცრუვეთა მათთანი დაისხნეს წინაშე პირთა მათთა, უკუეთუ მიგებით და თუ სიტყუაჲ მიუგო მე მათ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ეტყოდე მათ და არქუ. ამას იტყჳს უფალი უფალი; კაცმან კაცმან სახლისაგან ისრაჱლისამან, რომელმან დაიხსნეს გულსა თჳსსა ზრახვანი თჳსნი, და ტანჯვაჲ სიცრუვისა თჳსისაჲ დააწესოს წინაშე პირსა თჳსსა, და მოვიდეს წინაწარმეტყუელისა. მე უფალმან მიუგო მას სიტყუაჲ მათ შინა, რომლითა იგი შეპყრობილ არნ გონებაჲ მისი,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რაჲთა განდრიკოს სახლი ისრაჱლისაჲ მსგავსად გულისა მათისა უცხო ქმნულისა ჩემგან ზრახვითა მათითა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; მოიქეცით და მოაქციეთ საქმეთა თქუენთაგან, და ყოველთაგან უღმრთოებათა თქუენთა, და მოიქციენით პირნი თქუენნი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ კაცი კაცი სახლისაგან ისრაჱლისა, გინა თუ მწირთაგანი, რომელი მწირობდეს ისრაჱლსა შორის, რომელი უცხო იქმნეს ჩემგან, და დაისხნეს ზრახვანი თჳსნი გულსა თჳსსა, და ტანჯვაჲ სიცრუვისა თჳსისაჲ დააწესოს წინაშე პირსა თჳსსა. და მოვიდეს იგი წინაწარმეტყუელისა, კითხვად მისა ჩემ მიერ. მე უფალმან მიუგო მას, რომელსა შინა შეპყრობილ არს იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, და დავდვა იგი ოჴრად და განსარყუნელად, და აღვიღო იგი შორის ერისაგან ჩემისა, და ჰსცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და წინაწარმეტყუელი Page of ms. J: B69r  თუ იგი სცთეს, და იტყოდის, მე უფალმან ვაცთუნე წინაწარმეტყუელი/ იგი, და განვირთხა ჴელი ჩემი მის ზედა, და განვრყუნე იგი შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოიხუნენ სიცრუვენი მათნი მსგავსად სიცრუვისა მის მკითხველისა, და ეგრევე სახედ სიცრუვისა მის-ებრ წინაწარმეტყუელსა მას ეყოს,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რაჲთა არა სცთეს მერმე ჩემგან სახლი ისრაჱლისაჲ, და რაჲთა არღარა შეიგინებოდიან მერმე შეცოდებათა მათთა შინა. და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათა ღმრთად, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო ქუეყანამან, რომელმან შემცოდოს მე, და შეემთხჳოს შეცოდებაჲ, და განვირთხა ჴელი ჩემი მის ზედა, და შევმუსრო მისგან სიმტკიცე პურისაჲ, და მოვავლინო სიყმილი, და აღვჴოცო მისგან კაცი და პირუტყჳ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი მის შორის, ნოე, და იობ, და დანიელ, ესენი სიმართლითა მათითა განერნენ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
გინა თუ მჴეცი ბოროტი მოვჰჴადო მას ზედა, და ვტანჯო ქუეყანაჲ იგი, და იქმნეს განსარყუნელ, და არა ვინ იყოს მავალ მას ზედა პირისაგან მჴეცთაჲსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
სამნი ესე კაცნი მის შორის იყვნენ, ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი, გინა ძენი გინა ასულნი ოდენ განერნენ, ხოლო ქუეყანაჲ იგი მოსრვასა მიეცეს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ანუ თუ მახჳლი, მოვჰჴადო მას ქუეყანასა, და ვთქუა; მახჳლი განვედინ მას ქუეყანასა, და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და სამნი ესე კაცნი შორის მისსა იყვნენ, ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, ვერ იჴსნენ ძენი გინა ასულნი. იგინი ხოლო განერნენ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
გინა თუ სიკუდილი მიუვლინო მას ქუეყანასა, და მივჰფინო გულის-წყრომაჲ ჩემი მის ზედა სისხლით, აღჴოცად მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ნოე, და იობ, და დანიელ იყვნენ შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, გინა ძენი გინა ასულნი ოდენ დაშთენ, ხოლო მათ სიმართლითა მათითა განირინნენ სულნი მათნი. Page of ms. J: B69v 

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, უკუეთუ ოთხნი ესე შურის-გებან/ი ჩემნი ბოროტნი, მახჳლი და სიყმილი, და მჴეცი ბოროტი და სიკუდილი მოვავლინო იჱრუსალემსა ზედა, მოსპოლვად მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და დაშთომილნი იყვნენ მას შინა, განრინებულნი მისგან, ამათ გამოიყვანნენ მიერ ძენი გინა ასულნი, აჰა ესერა გამოვიდენ თქუენდა, და იხილნეთ გზანი მათნი, და ზრახვანი მათნი, და ინანდეთ ბოროტთა მათ ზედა, რომელმან მოვჰჴადე იჱრუსალემისა ზედა ყოველი ბოროტი, რომელი მოვაწიე მას ზედა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და გევედრებოდიან თქუენ, რამეთუ იხილნეთ გზანი მათნი და ზრახვანი მათნი, და სცნათ რამეთუ არა ცუდად მოვჰჴადე მას ზედა, რომელ იგი ვყავ მის ზედა, იტყჳს უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.