TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 395
Previous part

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, უწამენ იჱრუსალემსა უშჯულოებანი მისნი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არქუ მას, ამას ეტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ იჱრუსალემსა; ძირი შენი და შობაჲ შენი ქანაანისაგან. მამაჲ შენი ამორეველი, და დედაჲ შენი ქეტელი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შობასა მას ოდეს იშევ, არა შეგიხჳეს უპჱ შენი, და წყლითა არა განიბანე, არცა მარილითა დაიმარილე, და სახუეველითა არა წარიხჳე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და არცა ბერიდა თუალი ჩემი შენ ზედა ყოფად შენდა ერთი ამათგანი, მიცემად რაჲ მე შენ ზედა, და განჰვარდი პირსა ზედა ველისასა გულ-არძნი<ლ>ებითა სულისა შენისაჲთა, დღესა მას რომელსა იშევ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და განვლე შენ ზედა, და გიხილე შენ შებღალული სისხლითა შენითა; და გარქუ შენ, სისხლისაგან შენისა ცხოვრებაჲ შენი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
განამრავლე, ვითარცა აღმოსავალი ველისაჲ მიგეც შენ, და განჰმრავლდი, და განსდიდენ, და შეხუედ ქალაქთა ქალაქთასა. ძუძუნი შენნი აღემართნეს, და თმანი შენნი აღმოსცენდეს, ხოლო შენ იყავ შიშუელ და სარცხჳნელ,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და განვლე შენ მიერ, და ვიხილე შენ, და აჰა იყო ჟამი შენი და ჟამი მოდგინეთაჲ, და განვიპყრენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა, და დაგიფარე სარცხჳნელი შენი, და გეფუცე შენ, და შევედ აღთქუმასა შენ თანა, იტყჳს უფალი უფალი. და მეყავ შენ ჩემდა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
<და განგბანე შენ წყლითა> და განგრეცხ სისხლი შენი შენგან, და გცხე შენ ზეთი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შეგმოსე შენ ჭრელითა, და შეგასხ ფერჴთა შენთა იაკინთე, და შეგარტყ შენ ბისონი, და შეგმოსე შენ ნემსულითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და შეგამკვე შენ სამკაულითა, და შეგასხენ სალტენი ჴელთა შენთა, და მანიაკი ყელსა შენსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და განგაცუ საყური და გრკალი ყურთა შენთა, და გჳრგჳნი სიქადულისაჲ თავსა შენსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და შეიმკვე ოქროჲთა და ვეცხლითა, და სამოსელი შენი ბისონი, და ნემსული და ჭრელი. სამინდოჲ და ზეთი და თაფლი ჰშჭამე, და იქმენ კეთილ ფრიად.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განითქუა სახელი სიკეთისა შენის[აჲ] თესლებსა შორის, რამეთუ განსრულებულ იყო შუენიერებითა და/ Page of ms. J: B70v  სახილველებითა, რომელი დაგაწესე შენ ზედა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ესევდი სიკეთესა შენსა, და ისიძვე სახვლითა შენითა, და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა თანა-წარმავალსა გზისასა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მოიღე სამოსელთაგან შენთა, და იქმენ თავისა შენისა კერპნი კერულნი, და ისიძევდ მათა მიმართ, და არა შეხჳდე და არცაღა იყოს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მოიღე ჭურჭერი იგი სიქადულისა შენისაჲ ოქროჲსა მისგანი, და ვეცხლისა ჩემისაჲ მისგანი, რომელი მიგეც შენ, და იქმნენ თავისა შენისა ხატნი წულისანი, და ისიძევდ მათ თანა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოიღე სამოსელთაგან შენთა თითოფერთა, და შეჰმოსე იგი მათ, და ზეთი ჩემი და საკუმეველი ჩემი დასდევ წინაშე მათსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და პური ჩემი რომელი მიგეც შენ, სამინდოჲ და ზეთი და თაფლი გაჭამე შენ, და დააგე იგი წინაშე მათსა საყნოსელად სულნელებისად, და იყო ესე, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი ჰშვენ, და დაუკლენ იგინი კერპთა შესაჭმელად, ვითარცა მცირედ რაჲ მე ისიძვე.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და დასწყჳდენ შვილნი შენნი, და მიჰსცენ იგინი მართლ-უკუნ საქცეველად შენდა მათ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ესე იყო უფროჲს ყოველთა სიძვათა შენთა; და არა მოიჴსენე სიჩჩჳლისა შენისაჲ, დდესა მას ოდეს იგი იყავ შიშუელ და სარცხჳნელ. შესუარული სისხლსა შინა შენსა სცხოვნდი,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყავ ყოველსა თანა ბოროტსა შენსა, იტყჳს უფალი, და იშჱნე თავისა შენისა საყოფელი სასიძველი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ჰყავ თავისა შენისა გამოგებაჲ ვითარცა სავაჭროჲ, ყოველთა უბანთა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და დასაბამსა ყოველთა გამოსავალთასა <აღ>აშჱნენ სასიძველნი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი, და განავლინენ ბარკალნი შენნი ყოველსა თანა-წარმავალსა გზისასა, და განამრავლენ სიძვანი შენნი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ისიძევდ ძეთა მიმართ ეგჳპტისათა მოზღვარეთა შენთა სხეულ-/დიდთა, Page of ms. J: B71r  და მრავალ/-გზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა, და აღვიღო შჯულიერებაჲ შენი, და მიგცე შენ სულთა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, რომელთა განგდრიკეს შენ გზისაგან შენისა, და უღმერთო იქმენ,

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ისიძევდ ასულთა მიმართ ასურთასა, და არცაღა ეგრჱთ განსძეღ, და ისიძევდ და არა განსძღებოდე.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და განამრავლენ აღთქუმანი შენნი ქუეყანად მიმართ ქანაანელთა და ქალდეველთა; და არცაღა ამათ თანა გა<ნ>სძედ.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
რაჲ აღუთქუა ასულსა შენსა, იტყჳს უფალი უფალი. რამეთუ ჰყავ შენ ესე ყოველი დედაკაცისა მეძვისაჲ სამ წილ ასულთა შენთა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
სასიძველნი აშჱნენ ყოველსა დასაბამსა გზისასა, და ჰყავ სლვაჲ შენი ყოველთა უბანთა; და იქმენ ვითარცა მეძავი, რომელი შეიკრებნ სასყიდელსა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
დედაკაცი მემრუშჱ მსგავსი შენი, რომელი მიიღებნ სასყიდელსა ქმრისაგან თჳსისა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
ყოველთა მსიძავთა მისთა კუალად სასყიდელსა მისცემდა. და შენ სასყიდელსა მიჰსცემდ ყოველთა ტრფიალთა შენთა, და აღაგებდ მათ ტჳრთითა მოსლვად შენდა გარემოჲს სიძვითა შენითა;

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და გექმნა შენ გულარძნილება უფროჲს დედათა სიძვაჲ შენი, და შენ-ებრ არა ვინ ისიძვიდა, რომელი დაურთევდ სასყიდელსა, და სასყიდელი შენ არა გეცა, და იქმნა შენ თანა გულარძნილებაჲ.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მეძაო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ;

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ მიჰფინე რვალი შენი, და გამოჩნდა სარცხჳნელი შენი სიძვითა შენითა ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ განზრახვათა შენთა, და სისხლითა შვილთა შენთაჲთა, რომელი მიეც მათ.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა იგი აღერიე მათ შორის, და ყოველნი რომელნი შეიყუარენ მითურთ, რომელნი გძულდეს; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემო, და გამოვაცხადო უკეთურებაჲ შენი მათ წინაშე და იხილნენ ყოველნი სარცხჳნელნი Page of ms. J: B71v  შენნი.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ,/ და დაგდვა შენ სისხლითა გულის-წყრომისა და შურისაჲთა.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და მიგცე შენ ჴელთა მათთა, და დაარღჳონ სასიძავი შენი, და დაჴსნენ საფუძველი შენი, და განგძარცონ შენ სამოსელი შენი, და მიგიღონ შენგან ჭური სიქადულისა შენისაჲ, და დაგიტეონ შენ შიშუელი და სარცხჳნელი.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და მოიყვან<ნ>ენ შენ ზედა ერნი, და დაგკრიბონ შენ ზედა ქვაჲ; და დაგჭრან შენ მახჳლითა მათითა.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და დაწუნენ სახლნი შენნი ცეცხლითა, და ყონ შენ ზედა შურის-გებაჲ წინაშე დედათა მრავალთა. და მოგაქციო შენ სიძვისაგან შენისა, და სასყიდელსა არღა სცემდე.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და მივჰფინო რისხვაჲ ჩემი შენ ზედა, და აღვასრულო შური იგი ჩემი შენგან, და განვისუენო, და არღა ვზრუნვიდე.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
ამის თჳს, რამეთუ არა მოიჴსენენ დღენი სიჩჩჳლისა შენისანი, და შემაწუხებდ მე ამას ყოველსა ზედა, და აჰა ესერა მე გზანი შენნი თავსა შენსა ზედა მოგცნე, იტყჳს უფალი უფალი, და ესრეთ ჰყავ უღმრთოებაჲ ყოველთა თანა უშჯულოებათა შენთა.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
ესე იგი არს ყოველი რომელი თქუეს იგავი შენთჳს. და თქუან, ვითარცა დედაჲ,

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
ეგრჱთცა ასული. ასული იგი დედისაჲ შენ ხარ, რომელმან განიშოვრის ქმარი თჳსი და შვილნი თჳსნი. და დათა შენთა რომელთა განიშოვრნეს ქმარი თჳსი და შვილნი თჳსნი. დედაჲ თქუენი ქეტელი, და მამაჲ თქუენი ამორეველი.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
და დაჲ თქუენი უხუცესი სამარიაჲ. იგი და ასულნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან მარცხენით შენსა. და დაჲ შენი უმრწემჱსი, რომელი დამკჳდრებულ არს მარჯუენით შენსა. სოდომაჲ და ასულნი მისნი.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
და არცა ეგრეთ გზათა მათთა-ებრ ხჳდოდე, და არცა უშჯულოებათა მათთა-ებრ ჰყავ მცირედ ღა; და გარდა-ვიდრე-მე-ჰმატე გზათა შენთა.

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი, უკუეთუ სოდომამან ყო ეგრეთ და ასულთა მისთა, Page of ms. J: B72r  ვითარცა ეგე ჰყავ შენ და ასულთა შენთა./

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
გარნა ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ, სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყოფიერებითა საშუებელთა მისთა, და ასულთა მისთაჲთა. ესე აქუნდა მას, და ასულთა მისთა, და ჴელსა დავრდომილისასა და გლახაკისასა არა აღუპყრობდეს,

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
და დიდად მაღლოვოდეს, და იქმოდეს უშჯულოებასა წინაშე ჩემსა, და აღვიხუენ იგინი ვითარცა იხილე.

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
და სამარიამან ზოგსცა შენსა არა ცოდა. და შენ განამრავლე უშჯულოებაჲ უფროჲს მისსა, და განამართლენ დანი შენნი ყოვლითა უშჯულოებითა შენითა, რომელსა იქმოდე.

Verse: 52   Link to mcat Link to sept   
და შენ მოიღე ტანჯვაჲ შენი მისთჳს, რომელ განჰრყუნენ დანი შენნი უშჯულოებითა შენითა, რომელ უშჯულოჲ ჰქმენ უფროჲს მათსა, და განამართლენ იგი<ნი> უფროჲს შენსა, და შენ გრცხუენეს, და მიიღე გინებაჲ შენი განმართლებისათჳს დათა შენთაჲსა,

Verse: 53   Link to mcat Link to sept   
და მოვაქციო გარემიქცევაჲ მათი, გარემიქცევაჲ სოდომისაჲ და ასულთა მისთაა. და მოვაქციო გარე-მიქცევაჲ სამარიაჲსაჲ და ასულთა მისთაჲ, და მოვაქციო გარე-მიქცევაჲ შენი შორის მათსა.

Verse: 54   Link to mcat Link to sept   
რაჲთა მოიღო ტანჯვაჲ შენი, და საგინებელ იყო ყოველთაგან, რომელთა იქმოდე განსარისხებელად ჩემდა.

Verse: 55   Link to mcat Link to sept   
და დაჲ შენი სოდომაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნეს პირველ. და სამრიაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნენ პირველ. და შენ და ასულნი შენნი კუალადვე მოგნეთ, ვითარცა იყვენით პირველად.

Verse: 56   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუმცა იყო სოდომაჲ დაჲ შენი, სასმენელსა შენსა და პირსა, დღეთა ამპარტავანებისა შენისათა,

Verse: 57   Link to mcat Link to sept   
ვიდრე გამოჩინებადმდე უკეთურებისა შენისა, ვითარცა ეგე აწ შენ საყუედრელ ხარ ასულთა ასურეთისათა, და ყოველთა გარემოთა მისთა, ასულთა უცხოთესლთასა, რომელნი მახლობელ არიან გარემო შენსა,

Verse: 58   Link to mcat Link to sept   
უღმრთოებანი შენნი და უშჯულოებანი შენნი მოიხუნენ, იტყჳს Page of ms. J: B72v  უფალი უფალი.

Verse: 59   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, და გიყო შენ/ ვითარცა ეგე შენ ჰყავ. ვითარცა ეგე შეურაცხ-ჰყავ გარდასლვად აღთქუმასა ჩემსა, რომელ იყო შენდა მიმართ.

Verse: 60   Link to mcat Link to sept   
<, , ,> დღეთა სიჩჩჳლისა შენისათა, და აღგიდგინო შენ აღთქუმაჲ საუკუნე.

Verse: 61   Link to mcat Link to sept   
და მოგეჴსენნენ გზანი შენნი, და შეურაცხ-იქმნე, მოყვანებასა მას შენსა დათა შენთა უცხოთესლთასა, და მოგცნე შენ იგინი აღსაშჱნებელად, და არა აღთქუმისაგან შენისა.

Verse: 62   Link to mcat Link to sept   
და აღვადგინო მე აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 63   Link to mcat Link to sept   
და რაჲთა მოგეჴსენოს და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა შენისა პირისაგან გინებულებისა შენისა, რაჟამს გილხინო მე შენ ყოვლისა მისთჳს რომელი ჰყავ, იტყჳს უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.