TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 396
Previous part

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მიუთხარ თხრობაჲ და არქუ იგავი სახლსა ისრაჱლისასა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდე მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; ორბმან დიდმან, და ფრთითა დიდმან, და გრძელმან ჰასაკითა, სავსემან ფრცხილითა, რომელსა აქუს მიმართებაჲ შესლვად ლიბანესა, მოიხუნა რჩეულთა ნაძუთა მისთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მწუერვალნი სიჩჩოჲსა მისისანი მოჰკუეთნა, და მოიხუნა იგი ქუეყანად ქანაანისა, ქალაქსა მოზღუდვილსა დასხნა იგინი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოიღო თესლისაგან ქუეყანისა, და მოსცა იგი ველსა ნერგად წყალთა ზედა მრავალთა; სასხურად დააწესა იგი,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და აღმოსცენდა იგი და იქმნა ვენაჴად, უძლურ და მცირე სიდიდითა გამოჩინებად იგი, და რტონი მისნი ზედა, და ძირნი მისნი ქუე მისსა. და იქმნა იგი ვენაჴ, და ყვნა წიდნენი, და განირთხნა ბაბილონი თჳსნი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყო სხუაჲ ორბი დიდი; და დიდი ფრთითა მრავალი ფრცხილითა. და აჰა ესერა ვენაჴი იგი მოხუეულ იყო მას, და ძირნი მისნი მისა მიმართ, და რტონი მისნი განუტევნა მის Page of ms. J: B73r  ზედა ყოფად იგი მძორსა მას თანა ნერგისა/ მისისასა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ველსა კეთილსა წყალთა ზედა მრავალთა <, , ,> იგი, რაჲთა განმწჳსნეს, და მოიღოს ნორჩი, და გამოსცეს ნაყოფი, და რაჲთა იქმნეს ვენაჴ დიდ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; უკუეთუ წარიმართოს, ანუ არა ძირნი სიჩჩოჲსა მისისანი და ნაყოფი მისი დალპეს, და განჴმეს ყოველი პირველ აღმოცენებული მისი. და არა მკლავითა დიდითა და არცა ერითა მრავლითა აღმოიფხურეს იგი ძირითურთ მისით.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა განჴოხნების, ნუ უკუჱ წარემართოს, ანუ არა მობერვასა თანა ქარისა ცეცხლისასა განჴმეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ და მრქუა მე;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, არქუ სახლსა მას განმამწარებელთასა; არა იცითა რაჲ არს ესე. არქუ მათ; ოდეს მოვიდეს მეფჱ ბაბილონისაჲ იჱრუსალემდ, და წარიყვანოს მეფჱ მისი, და მთავარნი მისნი, და მიიყვანნეს იგინი მის თანა ბაბილონდ,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანოს სამეუფოჲსა <გან> ნათესავისა, და დადვას მის თანა აღთქუმაჲ, და შეიყვანოს იგი წყევასა ქუეშჱ. და წინამძღუარნი ქუეყანისანი მიიყვანნეს,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ყვნეს სამეუფო უძლურ ყოვლადვე, რაჲთა არა აღმაღლდენ, და რაჲთა დაიმარხონ აღთქუმაჲ მისი დამტკიცებად იგი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და განდგეს იგი მისგან, და მიავლინნეს მოციქულნი თჳსნი ეგჳპტედ, რაჲთა მოსცეს მას ცხენები და ერი მრავალი, უკუეთუ წარემართოს ანუ განერეს, რომელმან ქმნეს წინაა<ღ>დგომაჲ, და გარდაჴდეს აღთქუმასა, უკუეთუ განერეს.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარი მე, იტყჳს უფალი უფალი. უკუეთუ არა ადგილსა მას მეფჱ იგი, რომელმან მეფჱ ყო იგი. რომელმან შეურაცხ-ყო ფიცი იგი, და გარდაჰჴდა აღთქუმასა მას ჩემსა, რომელი ვყავ მის თანა, ბაბილონს შინა აღესრულოს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და არა ძალითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ყოს მის თანა ბრძოლაჲ ფარაო, ლაშქრის მოდგმითა, და არდაბაგის შჱნებითა საისართაჲთა Page of ms. J: B73v  აღებად სულთა კაცთასა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შეურაცხ-ყო/ ფიცი იგი, და გარდაჰჴდა აღთქუმასა. და აჰა ესერა მისცა ჴელი, და ესე ყოველი უყო მას, ნუ უკუჱ განერეს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ, ამას იტყჳს უფალი უფალი; ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა ამისთჳს, რამეთუ ფიცი ჩემი შეურაცხ-ყო, და აღთქუმასა ჩემსა რომელსა გარდაჰჴდა, მისთჳს მივაგო თავსა მისსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და განვჰმარტო მახჱ ჩემი, და შეიპყრას გარე-მოდგომითა მისითა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ყოვლითა განწყობითა მისითა, მახჳლითა დაეცნენ, და ნეშტნი იგი მათნი ყოველსა ქარსა განვაბნინე, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ვიტყოდე.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი უფალი; და მოვიღო მე ნაძუთა მათგან, თხემისაგან გულისა მათისა მოვჰკუეთო, და დავჰნერგო მთასა მაღალსა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და მოვჰკიდო იგი; მთასა აღმაღლებულსა ისრაჱლისასა დავჰნერგო იგი, და გამოიღოს ნორჩი და ნაყოფი. და იყოს ნაძუად დიდად, და განისუენებდენ ქუეშჱ მისსა ყოველნი მფრინველნი, და ყოველნი მჴეცნი ველისანი საგრილსა მისსა ქუეშჱ განისუენებდენ, და რტონი მისნი კუალად მოეგნენ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ცნან ყოველთა ხეთა ველისათა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან დავამდაბლი ხჱ მაღალი, და აღვამაღლი ხჱ მდაბალი. და განვაჴმო ხჱ ნედლი, და აღმოვაცენო ხჱ ჴმელი. მე უფალი ვიტყოდე და ვყო.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.