ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა, გზასა ცოდვილთასა არა დადგა, საჯდომელსა ურჩულოთასა არა დაჯდა;
არამედ რჩულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი, რჩულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.
იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ხილი თჳსი ჟამსა თჳსსა და ფურცელი მისი არა დასცჳვის; ყოველივე რაჲცა ყოს, და წარემართენ მას
არა ესრე უღმრთონი და არა ეგრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აღავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.
ამისთჳს არა დადგენ უღმრთონი სარჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა;
რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთაჲ და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.