რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს ცხებულისა მისისათჳს.
განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
იგი, რომელ დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყვნეს იგინი.
მაშინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა და ღულის წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა,
თხრობად ბრძანებათა უფლისათა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე შენ;
ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ ყოველნი წარმართნი სამკჳდრებელად შენდა, დაპყრობად შენდა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი.
ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაჲთა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
აწ, მეფენო, ესე გულისხმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
მიიღეთ სწავლაჲ, ნუუკუე განრისხდეს უფალი და წარსწყმდებოდით თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის წყრომაჲ მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.