უფალო, რად განმრავლდეს მაჭირებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.
მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისა ღმრთისა მიერ მისისა.
ხოლო შენ, უფალი, მწე ჩემდა ხარ დიდებად ჩემდა, აღსამაღლებელად თავისა ჩემისა.
ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით
მე დავწევ, დავიძინე, განვიგჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა ყოეელთა, რომელთა გარე-მომიცვეს მე.
აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ, კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაჲ შენი.