ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა მილხინე, მიწყალე მე, შეგესემინ ლოცვისა ჩემისა.
ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოებაჲ და ეძიებთ სიცრუვესა?
გულისხმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.
გულის-წყრომასა თქუენსა ნუ ჰსცოდავთ; აწ რაჲ თქუან გულთა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა.
მრავალთა თქჳან, ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო.
მოეც სიხარული გულთა ჩუენთა ნაყოფისაგან, იფქლითა, ღუინითა, ზეთითა მათითა განამრავლენ შენ იგინი.
მშჳდობით მას ზედა დავწევ, დავიძინე, რამეთუ შენ უფალმან მხოლომან სასოებით დამამკჳდრე მე.