ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ ჩუენ სრულიად? ვიდრემდის გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან?
ვიდრემდის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ დღეთა? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა?
მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდილდ.
ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მძლე ვეყო მას, მაჭარებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა მე.
ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ, უფალო; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე [უფალსა], კეთილის მყოფელსა ჩემსა, ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.