თქუა უგუნურმან გულსა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა მათითა, არა არს რომელმანმცა ყო სიტკბოებაჲ.
უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ძეთა ზედა კაცთასა, ხილვად იყოს თუ ვინმე გულისხმა-ყოს გამოძიებად ღმრთისა.
ყოველნივე მისდრკეს ერთბამად და უჴმარ იქმნეს, არავინ არს, რომელმანმცა ყო კეთილი, არავინ არს მიერთადმდე.
არა გულისჴმა-ყვეს ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შეშჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა და ღმერთსა არა ხადეს.
მუნ შეეშინოს მათ შიშით, სადა-იგი არა იყოს შიშ, რამეთუ ღმერთი არს შორის ნათესავსა მართალთასა.
ზ[რა]ხვასა გლახაკისასა არა ჰრცხუენეს, რამეთუ უფალი სასო მათდა არს.
ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თჳსისაჲ, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.