უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა?
რომელი ვიდოდის უბიწოდ, იქმოდის სიმართლესა, იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა თჳსსა;
რომელი არა ზაკუვიდეს ენითა თჳსითა, არცა უყო მოყუასსა თჳსსა ბოროტი, ყუედრებაჲ მახლობელთა მისთაჲ მან არა მოიღოს.
შეურაცხ იყოს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშნი უფლისანი იდიდნენ; რომელი ეფუცა მოყუასსა თჳსსა [და იგი] არა ეცრუვა მას;
ვეცხლი მისი არა მისცეს აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა მან არა მოიღოს; რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.