მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
ამაოსა იტყოდა კაცი მოყუსისა თჳსისათჳს, ბაგითა ზაკუვითა გულსა გულითა იტყოდა.
აჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაჲ მდიდრად მეტყუელი,
რომელთა თქუეს, ენაჲ ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და აწ ვინ ჩუენდა უფალ არს?
ჭირისათჳს გლახაკთაჲსა, სულ-თქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ ჩემი და განვცხადნე მათ ზედა.
სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვითარცა ვეცხლი გამოჴურვებული, რჩეული, გამოცდილი, განწმედილი მიწით შჳდ წილად.
შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ, დამიმარხენ ჩუენ ამიერითგან უკუნისამდე.
გარემოჲს უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა სულგრძელ იქმენ ყოველთა ძეთა ზედა კაცთასა.