უფალსა ვესავ; ვითარ ეტყუის სულსა ჩემსა: ვიცვალებოდი მე მთათა ზედა ვითარცა სირი?
რამეთუ ესერა ცოდვილთა გარდაუცუამს მშუილდსა მათსა გა განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაჲთამცა სტყორცეს ბნელსა შინა ფარულად გულითა წრფელთა.
რომელ-იგი შენ აღაშენე, მათ მოაოჴრეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო?
უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი. თუალნი მისნი დავრდომილთა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთა[სა].
უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოჲ, ხოლო ვის უყუარს ცოდვაჲ, მას ჰსძულს თავი თჳსი.
წუიმდეს ცოდვილთა ზედა მახჱ და ცეცხლი, წუმწუბაჲ, სული ნიავ-ქარისაჲ, რამეთუ ესე არს ნაწილი სასუმელისა მათისაჲ.
რამეთუ მართალ არს უფალი, სიმართლე უყუარს, წრფელთა იხილონ პირი მისი.