აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი.
ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
რაჟამს მართლუკუნ იქცენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა,
რამეთუ ჰყავ სამართალი შენი, მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად და ქალაქნი აოჴრდეს; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებითა;
და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი.
თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და ერი - სიწრფოებით.
იყო უფალი შესავედრებელ დავრდომილთა, მწე კეთილ ჟამსა ოდენ ჭირისასა.
გესვენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
და უგალობდით უფალსა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სიონს, მიუთხრობდით წარმართთა შორის საქმეთა მისთა;
რამეთუ ძიებად შური სისხლისა მათისაჲ მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთაჲ.
მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან ამამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა,
რაჲთა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
დაითქნენ წარმართნი განსაჴრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყუეს, შეიპყარნ ფერჴ[ი] მათი.
განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა თჳსისა, საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა შეიპყარნ ცოდვილი.
მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს, ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმერთი.
რამეთუ არა უკუნისამდე დაივიწყოს გლახაკი და თმენაჲ დავრდომილთაჲ არა წყმდეს სრულიად.
აღდეგ, უფალო. ნუ ძლიერობენ კაცნი, ისაჯნენ წარმართნი შენ წინაშე.
დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ყონ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
რად-მე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყვენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
ამპარტავანებასა უღმრთოთასა შეიწუვინ გლახაკი; დაიყენენ იგინი ზრახვათა მათთაგან, რომელცა ზრახეს.
რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი, გულის-თქუმასა თავისა თჳსისასა უღმრთოჲ იქადინ.
განარისხა ცოდვილმან ღმერთი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძია იგი; არა არს ღმერთ წინაშე თუალთა მისთა.
ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, მიგებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან და ყოველთა მტერთა მისთა ზედა ეუფლებინ.
რამეთუ თქუა გულსა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თჳნიერ ძჳრისა.
წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე შრომაჲ და სალმობაჲ.
დაჯდის იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბიწოჲსა; თუალნი მისნი გლახაკთა ხედვენ;
ფარულად მზირად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა. მზირინ იგი, რაჲთამცა მისტაცა გლახაკსა მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა.
მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
რამეთუ თქუა გულსა თჳსსა: დაჰვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარე-მიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად.
აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, აიმაღლე ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? - რამეთუ თქუა გულსა თჳსსა: არა გამოიძიოს ესე.
იხილო იგი შენ სალმობასა და რისხვასა, განიცდი, რამეთუ მოგეცნეს იგინი ჴელთა შენთა. შენ დაიცევ გლახაკი და ობლისა შენ იყავ მწე.
შენ შეჰმუსრენ მკლავნი ამპარტავანთანი და უკეთურისაჲ; იძიოს ცოდვაჲ მისი და იგი არა იპოოს.
უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
ნებაჲ გლახაკთაჲ ისმინე, უფალო, განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი,
განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაჲთა არღარა დაჰრთოს კაცმან კუალად მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.