უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ აღმაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა.
პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რაჲთამცა განირყუნა მტერი იგი და შურის-მგებელი.
რამეთუ ვიხილენით ჩუენ ცანი, ქმნულნი ჴელთა შენთანი, მთოვარე და მასკულავები, რომელ შენ დაჰბადე;
რაჲ არს კაც, რამეთუ მოიჴსენე იგი, ანუ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ მოხედენ მას?
დააკლე იგი მცირედ ანგელოზთა შენთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი.
დაადგინე იგი ქმნულსა ჴელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთ მისთა,
ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, უფროჲს მჴეცნიცა ველისანი.
მფრინველნი ცისანი, თევზნი ზღჳსანი, რავდენნი ვლენან ალაგებსა ზღუათასა.
უფალო, უფალო ჩუენო, რამეთუ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა.