TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 139
Previous part

Chapter: 139 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   განმარინე მე, უფალო, კაცსა უკეთურსა, კაცისა ცრუჲსა და მზაკუვარისაგან მიჴსენ მე,

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელთა ზრახეს უშჯულოებაჲ გულითა მათითა, ყოველსა დღესა განვმზადებიედ ბრძოლად;

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღილესნეს ენანი მათნი ვითარცა გუელისანი, და გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცისა უკეთურისაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაპკოლებაჲ სლვათა ჩემთაჲ;

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
და დამირწყუეს მე ამპარტავანთა მახჱ, საბელი განჰმზადეს მახედ ფერჴთა ჩემთა და გარემო ალაგთა ჩემთა ხაცთური დამიდგეს მე.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ მეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნუ მიმცემ მე გულის-თქუმასა ცოდვილთასა, რამეთუ ზრახეს ჩემთჳს; ნუ დამაგდებ მე, რაჲთა არა აღმაღლდენ. ზრახვანი მათნი ნუ აღესრულნენ.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
თავსა დასასრულისა მათისასა შრომამან ბაგეთა მათთამან დაჰფარნეს იგინი.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
დავცემოდის მათ ზედა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ, დაემჴუნენ იგინი და გლახაკებასა ვერ დაუდგენ.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა, კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსაჴრწნელად.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკისაჲ და სამართალი დავრდომილთათჳს.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
ხოლო მართალთა აღუვარონ სახელსა შენსა, და დაიმკჳდრონ წრფელთა წინაშე პირსა შენსა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.