TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 144
Previous part

Chapter: 144 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყოველსა დღესა გაკურთხევდე შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
დიდ არს უფალი, ქებულ ფრიად, და სიმდიდრისა მისისაჲ არა არს დასასრულ.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნათესავი და ნათესავნი აქებდენ საქმეთა შენთა და ძლიერებანი შენნი მიუთხრნენ.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან, საკჳრველებათა შენთა უთხრობდენ.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ძალი საშინელებათა შენთაჲ წართქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჴსენებაჲ მრავლისა სიტკბოებისა შენისაჲ აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
შემწყნარებელ და მოწყალე უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღგიარებენ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევენ შენ.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
დიდებაჲ სუფევისა შენისაჲ წართქუან და ძალსა შენსა უთხრობდენ,

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
რაჲთა ცნან ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაჲ.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
სუფევაჲ შენი სუფევა არს ყოველსა ზედა უკუნისამდე, და უფლებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
სარწმუნო არს უფალი ყოვლითა სიტყჳთა მისითა და მართალ არს იგი ყოვლითა საქმითა მისითა, დაამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღჰმართნის დაცემულნი .

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
თუალნი ყოველთანი შენ გესვენ, და შენ მოსცე საზრდელი მათი ჟამსა.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღამაღლო ჴელი შენი და განაძღნე ყოველნი სიტკბოებითა ნებისა შენისაჲთა.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
მართალ არს უფალი ყოველთა გზათა მისთა, წმიდა არს იგი ყოვლითა საქმითა მისითა.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
ახს უფალი ყოველთა, რომელნი ჰხადიან მას, და ყოველნი რომელნი ჰხადიან მას ჭეშმარიტებით.

Verse: 19  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნებაჲ მოშიშთა მისთა[ჲ] ყოს უფალმან, ლოცვანი მათნი ისმინნეს და აცხოვნნეს იგინი.

Verse: 20  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.

Verse: 21  Link to mcat Link to sept Link to armat   
ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდეს ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.