TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 51
Previous part

Chapter: VI  
Line of ed.: 36        6. და ვითარცა მიესმა პირველ მოჴსენებულთა წმიდათა მეფეთა მარტჳლობაჲ
Line of ed.: 37     
წმიდისა კოსტანტისი, განიხარეს სიხარულითა დიდითა და მიწერეს
Page of ed.: 171   Line of ed.: 1     
ეპისტოლჱ შვილთა მიმართ მისთა და ნათესავთა სახლისა მისისათა,
Line of ed.: 2     
რამეთუ ფრიად მრავალ იყვნეს იგინი, რომელსა წერილ იყო ესრეთ. --

Line of ed.: 3        
"რამეთუ, რომელნი-იგი პირველად სიტყუანი მოიწეოდეს სასმენელთა
Line of ed.: 4     
ჩუენთა, რომელ-იგი იქმნებოდა თქუენ მიერ სიმართლისათჳს, და იქადაგებოდა.
Line of ed.: 5     
ხოლო აწ საქმენი თქუენნი, რომელთა იქმოდით, მოწამე არიან თქუენდა,
Line of ed.: 6     
და თქუმული იგი დაემტკიცა ფრიად, და დაენერგა კეთილად სჯულიერებაჲ
Line of ed.: 7     
თქუენი. და ჭეშმარიტად გულს-მოდგინებისა თქუენისა საქმჱ, რამეთუ
Line of ed.: 8     
მცირითა მით მიზეზითა, რომელი იყო დამტკიცებული გულთა თქუენთა
Line of ed.: 9     
სარწმუნოებისა, გამოაცხადეთ იგი უღმრთოთა ზედა, და ვითარცა სრულნი
Line of ed.: 10     
ქრისტეანენი, ყოფილნი ერთბამად, ერთ-სიტყუა იქმნენით და ვითარცა ერთსა
Line of ed.: 11     
სჯულსა შინა იყვენით და უფალსა პირის-პირ თქუენსა ყოველსა ჟამსა
Line of ed.: 12     
ხედევდით. შეურყეველნი ურთიერთას დაადგერით სასოებითა ქრისტჱსითა
Line of ed.: 13     
მტერთა ზედა ჯუარისათა და ქრისტჱს თანა მოსწრაფებით მამაკაც იქმნენით
Line of ed.: 14     
და პირნი მათნი გინებითა აღავსენით და ძლევით-შემოსილთა შეერთებულთა
Line of ed.: 15     
სივლტოლაჲ იგი მათი განუცხადეთ. და ესე იქმნა ძალითა ღმრთისაჲთა, -- საქმჱ
Line of ed.: 16     
განსრულებული და სიქადული მამათა თქუენთაჲ, და რაჲთა დავატკბნეთ
Line of ed.: 17     
სიტყუანი ჩუენთჳს და თქუენთჳს, ჯერ-არს ნეტარისა ამისა მოწამისა
Line of ed.: 18     
კოსტანტისი და წინა-აღმდგომაჲ (...) სიმჴნისა მისისაჲ მტერთა
Line of ed.: 19     
მიმართ უხილავთა.

Line of ed.: 20        
"და გიჩუენო თქუენ, საყუარელთა ჩუენთა, Ms. page: B_139  რომელნი-ეგე ხართ
Line of ed.: 21     
ჭეშმარიტად შვილნი მისნი და ხატნი ჴორციელებისა მისისანი, ვითარცა
Line of ed.: 22     
რაჟამს ჰბრძოდა იგი ეშმაკთა შიშითა ღმრთისაჲთა, ჴორცნი თჳსნი წინა
Line of ed.: 23     
დაუპყრნა, არა თუ სიჴშოჲთა ამით საქმითა ჴორციელებისაჲთა მიმხედველ
Line of ed.: 24     
იყო, არცა-ღა ბრწყინვალე [!] უჩნდა მას ნათელი მზისა ამის წარმავალისა, არცა-ღა
Line of ed.: 25     
ტკბილ უჩნდა მას სიმცხინვარე მზის თუალისა განქარვებადი და გულის-წყრომითა
Line of ed.: 26     
ნათლისა მის მომავალისაჲთა ღრუბლად ჰხედვიდა მზესა ამას
Line of ed.: 27     
აღმომავალსა, და სიყუარულითა ქრისტესითა ყოველნი გემონი სოფლისანი,
Line of ed.: 28     
ვითარცა სისხლი კბილთა, ეგრეთ წარმოჰნერწყუა სურვილითა დიდისა მის
Line of ed.: 29     
გულის-სათქუმელისაჲთა და სიბრძნითა ზრახვისა მისისაჲთა ძმა-ცულებისა
Line of ed.: 30     
მიმართ.

Line of ed.: 31        
"ამისთჳს-ცა ყოველი დიდებაჲ ამის სოფლისაჲ ვითარცა ნაგევი, ეგრეთ
Line of ed.: 32     
შეჰრაცხა, რაჲთა ქრისტე ოდენ შეიძინოს. და აწ ამისთჳს-ცა მისნი არიან
Line of ed.: 33     
ცანი და ქუეყანა და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რამეთუ ყოველი-ვე დაუტევა
Line of ed.: 34     
და ღმრთისა ოდენ იქადოდა, რომელი-იგი ქებულ არს ღმრთისა მიერ და
Line of ed.: 35     
ანგელოზთა მისთა, და საქმეთა მისთაგან უკუნისამდე იქების.

Line of ed.: 36        
"აწ არა გჳჴმს ჩუენ ნუგეშინის-ცემა[ჲ] თქუენი მისთჳს, ვინა[ჲ]თგან იგი არს
Line of ed.: 37     
ნუგეშინის-მცემელ და მეოხი ჩუენი და თქუენი წინაშე ქრისტესა. არამედ
Line of ed.: 38     
დაუტეოთ აწ არა-დატეობილი ესე და თქუენდა მოვიქცეთ სიტყუად
Page of ed.: 172   Line of ed.: 1     
შეწყნარებულთა ღმრთისათა და ჩუენ თანა და სადგურისა თქუენისა პატიოსნებაჲ
Line of ed.: 2     
ჩუენ წინაშე წარსრულისა მის პატივითა სიტყჳთ და საქმით გაუწყო
Line of ed.: 3     
თქუენ. რაჲთა გულ-პყრობილ იყვნეთ ჩემდა მომართ და დაეფარნეთ ქუეშე
Line of ed.: 4     
ფრთეთა მეუფებისა ჩემისათა,  ნებასა შჯულისასა მხედველ ხართ და
Line of ed.: 5     
ყოველი, რომელი მას წინა-აღუდგების, განაგდებს ქრისტესა თქუენ შორის
Line of ed.: 6     
მეტყუელსა მოსწრაფებით ისმინეთ და მის მიერ ცხებულთა თავნი თქუენნი
Line of ed.: 7     
დაუმდაბლენით და უღელსა ჩუენსა ქუეშე ქრისტესმიერსა ქედნი თქუენნი
Line of ed.: 8     
წარუპყრენით და სუბუქისა ტჳრთისა ჩუენისა აღკიდებაჲ მჴართა თჳსთა
Line of ed.: 9     
ზედა არა გარე-წარიცოდეთ. თქუენ ხართ ჭეშმარიტნი მინდობილნი უფალსა,
Line of ed.: 10     
და მთასა სიონსა ემსგავსენით და გოდოლ ძლიერებისა პირსა მტერისასა
Line of ed.: 11     
ეჩუენენით თქუენ, საქმეთაგან გამოაცხადეთ, ვითარმედ კუალსა ღმრთისა
Line of ed.: 12     
და კაცთა მიერ საკჳრველისა მის მამისა თქუენისა კურთხეულისა მოსწრაფებით
Line of ed.: 13     
შეუდგეთ სტუმართ მოყუარებითა და გზათა მამშჳდებლობითა, მონაზონთა
Line of ed.: 14     
და შორიელ\თა Ms. page: B_140  შეწყნარებითა, აწ ამას ზედა დაადგერით და
Line of ed.: 15     
სრულ-ყავთ მოქალაქობაჲ ნეტარისა მის, რამეთუ საფარველმან მეფობისა
Line of ed.: 16     
ჩუენისამან იღუაწოს თქუენთჳს და მთამან სიდიდისა ჩუენისამან ქრისტჱსმიერმან
Line of ed.: 17     
აღადგინოს დაბრკოლებაჲ თქუენი. და აწ ამას ზედა იქმოდეთ
Line of ed.: 18     
და მით გულ-პყრობილ იყვენით.

Line of ed.: 19        
"ამას არა თუ თქუენ ოდენ გიბრძანებთ, არამედ ყოველთა, რომელნი
Line of ed.: 20     
ჩუენ კერძო და ჴელთა ქუეშე ჩუენსა არიან ქართველნი, რამეთუ ყოველთა-ვე
Line of ed.: 21     
ქრისტჱს მოყუარეთა და მეფობისა ჩუენისა ღმრთისამიერთა და ვითარცა
Line of ed.: 22     
შვილთა საკუთართა თქუენთა თანა შევჰრაცხ, არამედ კუალად აღდეგით
Line of ed.: 23     
და განძლიერდით უფლისა მიერ.

Line of ed.: 24        
"და სიდიდითა ძალისა მისისაჲთა ლახუარნი თქუენნი მტერთა ზედა
Line of ed.: 25     
განაბრწყინვენით და ნუ ვის სცემთ მათგანსა თქუენ შორის სამკჳდრებელსა,
Line of ed.: 26     
რაჲთა მოიღოთ კეთილი ჩუენი და აღთქუმული იგი პატივი კეთილის
Line of ed.: 27     
მოქმედთათჳს უფლისა მიერ მოიღოთ".




Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.