TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 44
Previous part

Part: II  
Page of ed.: 150  
Line of ed.: 11  
ლაშქრობის გაპირვა ოვსეთზე


Line of ed.: 12        და დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა, და განიყარნეს ყოველნი სახლად თჳსად
Line of ed.: 13     
კაზმად. ხოლო ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედის ძმისა მისისა
Line of ed.: 14     
ვარაზ-ბაკურისა, რანისა ერის-თვისა: აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან
Line of ed.: 15     
შეწევნა. ხოლო მან სიხარულით აღუთქუა, რამეთუ ქუეყანა მისი-ცა ტყუე-ქმნილ იყო
Line of ed.: 16     
ოვსთაგან. ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა; და შემოკრბეს
Line of ed.: 17     
ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი
Line of ed.: 18     
ათასი მჴედარი და სამოცი ათასი ქუეითი, და გამოგზავნნა ვარაზ-ბაკურ სპანი თჳსნი
Line of ed.: 19     
თორმეტი ათასი მჴედარი. და ვახტანგ მეფე / განვიდა ქალაქით მცხეთით, და განასრულნა
Page of ed.: 151   Line of ed.: 1     
სპანი თჳსნი და განასხნა: მოეწონნეს სიმრავ/ლ/ითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა,
Line of ed.: 2     
და იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნეს ,
Line of ed.: 3     
შურითა ოვსთათა. აღივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად,
Line of ed.: 4     
და აღასრულა შჳდეული ერთი ლოცვითა, და მარხვითა, და ღამის-თევითა; და განუყო
Line of ed.: 5     
ხუასტაგი დიდ-ძალი გლახაკთა. და დაუტევნა განმგებელად სამეფოსა თჳსისა დედა მისი
Line of ed.: 6     
საგდუხტ და დაჲ მისი ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ: "უკეთუ არღარა შემოვიქცე
Line of ed.: 7     
ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, რომელი ეყვოდა ვახტანგს
Line of ed.: 8     
მამის ძმის-წულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ
Line of ed.: 9     
სომეხთა მეფისა, მან შეირთოს დაჲ ჩემი, და მან იპყრას მეფობა". და ესე დაწერილი
Line of ed.: 10     
დედასა მისსა მისცა, და სხუასა არა-ვის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმის-წული მისი,
Line of ed.: 11     
დაუტევა მცხეთას.

Line of ed.: 12        
წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი
Line of ed.: 13     
/ ორმოცდაათი / ათასი / მჴედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა,
Line of ed.: 14     
განვლო კარი დარიალანისა. შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა
Line of ed.: 15     
თექუსმეტისა.

Line of ed.: 16        
მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და
Line of ed.: 17     
მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის
Line of ed.: 18     
ველსა ოვსეთისასა. და მას-ცა მდინარესა არაგჳ ჰქჳან, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს
Line of ed.: 19     
თავი ორთა-ვე: ქართლისა არაგჳსა და ოვსეთისა არაგჳსა.

Line of ed.: 20        
და დაიბანაკეს ორთა-ვე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა
Line of ed.: 21     
ორგნით-ვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა.
Line of ed.: 22     
და განეკრძალნეს ერთმან-ერთისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ
Line of ed.: 23     
შჳდ დღე. ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ
Line of ed.: 24     
ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანა ერთო კაცი ერთი გოლიათი,
Page of ed.: 152   Line of ed.: 1     
სახელით თარჴან. გამოვიდა ესე თარჴან ხაზარი, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და თ/ქუა:
Line of ed.: 2     
/"გეტყჳ თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინ-ცა არს თქუენ შო/რის უძლიერესი,
Line of ed.: 3     
გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა".

Line of ed.: 4        
ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ყვეს სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო
Line of ed.: 5     
კაცი ერთი, რომელსა ერქუა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერ-ვის დაედგნეს ბრძოლასა შინა,
Line of ed.: 6     
რამეთუ მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისად. და
Line of ed.: 7     
აღიზახნეს ორთა-ვე, და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსა-ვე შეკრებასა უხეთქნა
Line of ed.: 8     
ჴრმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე. მაშინ
Line of ed.: 9     
დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არა-ვინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი.
Line of ed.: 10     
შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი, და აღივსნეს მწუხარებითა.

Line of ed.: 11        
და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თჳსად. და დადგა ლოცვად,
Line of ed.: 12     
და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან:
Line of ed.: 13     
ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თჳთ-ბრძოლა
Line of ed.: 14     
თარჴანისი, რამეთუ უშიშ იყო / ვითარცა უჴორცო, და იმედი / ჰქონდა ღმრთისაგან
Line of ed.: 15     
და ძალისა თჳსისაგან.

Line of ed.: 16        
ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებ/და
Line of ed.: 17     
კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არა-ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი
Line of ed.: 18     
მისი.

Line of ed.: 19        
მაშინ ვახტანგ რქუა სპათა თჳსთა: "არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად
Line of ed.: 20     
და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა
Line of ed.: 21     
ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თჳთ-ბრძოლად თარჴანისა. მაშინ განკჳრდეს
Line of ed.: 22     
წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალ-ღონედ ზრახვიდეს, რათა-მცა დააყენეს
Line of ed.: 23     
ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება მისი.

Page of ed.: 153  
Line of ed.: 1        
არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი; გარდაჴდა ცხენისაგან და
Line of ed.: 2     
დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა:
Line of ed.: 3     
"ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო
Line of ed.: 4     
მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და
Line of ed.: 5     
დაეც უსჯულო ისი, და / არცხჳნე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად
Line of ed.: 6     
მინდობილ ვარ, ა/რამედ მოწყალებისა შენისად". მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა
Line of ed.: 7     
თჳსსა, და რქუა სპათა თჳსთა: / "ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით".
Line of ed.: 8     
წარვიდა ვახტანგ, და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნდებოდა და სავსენი
Line of ed.: 9     
მწუხარებითა თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.