TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 45
Previous part

Part: IIa  
Page of ed.: 153  
Line of ed.: 10  
ა^. აქა ვახტანგისი და თარჴანის ომი და მოკლვა თარჴანისი ვახტანგისგან


Line of ed.: 11        მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა
Line of ed.: 12     
ოროლნი. მოხედნა თარჴან და რქუა: "მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა
Line of ed.: 13     
მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი". აღიზახნეს
Line of ed.: 14     
და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი
Line of ed.: 15     
სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით
Line of ed.: 16     
და მოკლა.

Line of ed.: 17        
ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიზახნეს ჴმითა
Line of ed.: 18     
საშინელითა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მას-ვე ადგილსა
Line of ed.: 19     
გარდაჴდა ცხენისაგან, და და/ვარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა:
Line of ed.: 20     
"კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. / ანგელოზი შენი / და დაეც
Line of ed.: 21     
მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი
Page of ed.: 154   Line of ed.: 1     
ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი". მოჰკუეთა თავი
Line of ed.: 2     
თარჴანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა. და ყოველთა მათ სპათა ჴმითა
Line of ed.: 3     
აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდეს ღმერთსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.