TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 177

Page of edition: 179 

Line of edition: 1 
   ბერძენთა მეფისა თანა და მიუმცნო, ვითარმედ: "აჰა დღე იგი, რომელ აღმითქუამს,
Line of edition: 2 
   ვითარმედ სპარსნი შემოვაწყუდივნე ჴელსა შენსა; აჰა ესე-რა, მომიყვანებიან იგინი შუა
Line of edition: 3 
   საზღვართა ქართლისათა და ყოველი კაცი მათ თანა ვითარ სამასი ათასი. რამეთუ
Line of edition: 4 
   ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთასა,
Line of edition: 5 
   ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა. რამეთუ რომელთა-მე მათგანთა აქუნდა
Line of edition: 6 
   სასოება ჯუარ-ცმულისა, ხოლო რომელნი იძლივნეს ეშმაკისაგან, მეფენი დარ/უბანდისანი
Line of edition: 7 
   გაერთნეს. აწ აღმისრულებიეს აღთქმა ჩემი, რომელი აღმითქუამს: რამეთუ
Line of edition: 8 
   სადა-ცა მიპოვნიე/ს სახლი ცეცხლისა, დამივსია ფსლითა, და მოგუნი და მზირნი
Line of edition: 9 
   მათნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა, და მაცთური ბინქარან მივეც საპყრობილესა, და
Line of edition: 10 
   სიკუდილისაგან გარდაიხუეწა. მან უკუე მოიყვანნა სპარსნი ქართლად, და
Line of edition: 11 
   დავსუ ეპისკოპოსად მიქაელ, კაცი სარწმუნო. ხოლო ბინქარან, ვითარ-ცა / მოიწია
Line of edition: 12 
   საზღვართა ქართლისათა, მოკუდა. აწ სწრაფით წარმოემართნენ სპანი შენნი, რათა
Line of edition: 13 
   აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯუარისანი, და მოიცალო შენ ყოველთა მტერთა
Line of edition: 14 
   შენთაგან, ხოლო უკეთუ ჩუენ გუძლოს, განძლიერდეს იგი და შემოვიდეს საზღვართა
Line of edition: 15 
   შენთა გზასა შიმშატისასა".

Line of edition: 16 
   ხოლო ვიდრე მიიწეოდეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წარსრულ იყო კეისარი
Line of edition: 17 
   ქუეყანით ხაზარეთით კერძო, რომლისაგან ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად.

Line of edition: 18 
   მაშინ ვახტანგ განაძლიერნა ციხენი ქალაქისანი, და ურჩეულესი მბრძოლი ერისა
Line of edition: 19 
   მისისა ვითარ ასი ათასი მჴედარი და ასი ათასი ქუეითი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა
Line of edition: 20 
   მათ დიღ/მით ვიდრე ქართლის კართამდე, და სპარსთა დაიბა/ნაკეს ცხენის ტერფითგან
Line of edition: 21 
   ჩაღმართ.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.