TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 178

Page of edition: 180 

Line of edition: 1 
   <აქა სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასლის საომრად>
Line of edition: 2 
   ხოლო ვახტანგ განაფართა ჴიდი მოგუეთისა ვითარ სამოცი მჴარი ქცევისათჳს
Line of edition: 3 
   მას ზედა სპათასა, ხოლო მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგეს მცხეთას, და ნასრა და
Line of edition: 4 
   მირდატ დაუტევნა სპათა ზედა სომხითისა და ქართლისათა, რომელნი დგეს არმაზით
Line of edition: 5 
   კერძო. და რა ბრძოდ/იან სპარსნი არმაზით კერძო, მცხეთით განვიდიან; და რა განვიდის
Line of edition: 6 
   ლაშქარი იგი მიერ კერძო მცხეთით, ეწყუნიან არაგუსა ზედა. და ოდეს-მე განვლიან ფონი მტკურისა და შეიბნიან ფონსა ზედა ტფილისისასა, და
Line of edition: 7 
   რომელსა-მე
Line of edition: 8 
   დღესა მათ სძლიან და რომელსა-მე დღესა ამათ.

Line of edition: 9 
   ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესუა წინათ მგელი
Line of edition: 10 
   და უკანათ ლომი; და რომელსა კერძსა იძლეოდიან ქართველნი, მუნით-ცა მიმართის
Line of edition: 11 
   და მოსრის სპისა მისგან სპარსთასა, ვითარ-ცა ლომმან კანჯარნი. მიერითგან ვერ-ღა-რა
Line of edition: 12 
   შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, რამეთუ დაისწავლეს იგი, რომელსა / ეწერა მგელი
Line of edition: 13 
   და ლომი, და ვითარ-ცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: "დურ აზ გორგასალ", რომელ არს
Line of edition: 14 
   ესე: "მირიდეთ თავსა / მგლისასა" და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ.

Line of edition: 15 
   განგრძელდა მათ შორის ბრძოლა ოთხ თუე ოდენ და მოვიდა მოციქული კეისრისაგან,
Line of edition: 16 
   და მოართუა ძღუენი ვახტანგს, და მოჰგუარა სპათაგან ბერძენთასა ოთხმოცი
Line of edition: 17 
   ათასი მჴედარი, და მოუწერა ვახტანგს, ვითარმედ: "შევექეც წყობასა ხაკანისასა,
Line of edition: 18 
   და მომივლენია შენდა ოთხმოცი ათასი მჴედარი, და მომიწერია ლეონისდა: უკეთუ
Line of edition: 19 
   გიჴმდეს შენ ლაშქარი, წინაშე შენსა არს მელიტენითგან ვიდრე ლამედმდე და მოღმართ
Line of edition: 20 
   ვიდრე კარნუ-ქალაქამდე, და მიბრძანებია ლეონისდა წინაშე შენსა იყოს.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.