TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 179

Page of edition: 181 

Line of edition: 1 
   და მოწ/ევნულ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს. ხოლო ვითარ-ცა ცნა სპარსთა
Line of edition: 2 
   მეფემან ბერძენთა მოსლვა შუელად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა. მიუმცნო მოციქულსა
Line of edition: 3 
   მისსა და რქუა: "რასათჳს მოვსწყდებით ურთიერთას, ძმანი კაცნი ვართ, შვილნი
Line of edition: 4 
   ნებროთისნი? უკეთუ ცეცხლი არს ღმერთი, შე-უკუე-ეწიენ იგი; ხოლო ჩუენ / დავადგრეთ სიყუარულსა ზედა მამათა ჩუენთასა. ხოლო თჳთ/ოეული ჩუენგანი
Line of edition: 5 
   სათნოსა
Line of edition: 6 
   სულისა თჳსისასა ჰმსახურებდეს".

Line of edition: 7 
   ვითარ-ცა მოვიდა მოციქული და უთხრა ვახტანგ მეფესა ყოველი შეთულილობა
Line of edition: 8 
   სპარსთა მეფისა, და სთნდა ვახტანგს და ყოველსა ერსა მისსა. და მისცა ნიჭი ვახტანგ
Line of edition: 9 
   მეფემან, მიუვლინა მოციქული მისი და რქუა: "გიხილავს ძალი ჯუარისა, რამეთუ
Line of edition: 10 
   ყოველთა მეფეთა მოგუაქუნდა ხარკი ვიდრე გამოჩინებადმდე ჯუარ-ცმულისა. რაჟამს
Line of edition: 11 
   გამოჩნდა იგი, მძლე გექმნნეს ყოველნი თაყუანის-მცემელნი მისნი წინაშე მისსა, და
Line of edition: 12 
   მოხარკენი შენნი ბერძენნი მოღმართ გბრძვანან, და მოაოჴრნეს სამსახურებელნი
Line of edition: 13 
   ცეცხლისანი. აწ, უკეთუ გუბრძოდი ჩუენ დატეობისათჳს სჯულისა, მოვკუდეთ ჩუენ
Line of edition: 14 
   მისთჳს, ვითარ-ცა იგი მოკუდა ჩუენთჳს, და მან აღმადგინნეს ჩუენ. / ხოლო უკეთუ
Line of edition: 15 
   აღასრულო სიტყუა შენი და არა იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად
Line of edition: 16 
   ჩუენდა ქრისტე, მამად და უფლად გხადო შენ. დაღაცათუ ჩუენ პირმშონი ვართ, არამედ
Line of edition: 17 
   თქუენ სხდეთ საყდართა ზედა მამისა ჩუენისათა".

Line of edition: 18 
   ვითარ-ცა უთხრეს სიტყუა ვახტანგისი, შეიწყნარა და წარსცა / ძღუენი გორგასალსა
Line of edition: 19 
   ძლიერად, და მის თანა გჳრგჳნი ანთრაკოანი, და ჟამი დად/ვეს შეკრებისა.

Line of edition: 20 
   აიყარა მეფე სპარსთა, და უკუ-დგა რუსთავად, და გამოვიდეს იგინი განთიად და დადგეს
Line of edition: 21 
   ველსა კალაისასა: რამეთუ ტფილისი სოფელი და კალაი-ცა მოოჴრებულ იყო მაშინ.

Line of edition: 22 
   ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭუს, და შეკრბეს მას-ვე ველსა ორნი-ვე მეფენი, და მოიკითხეს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.