TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 180

Page of edition: 182 

Line of edition: 1 
   ურთიერთას, და ყვეს აღთქმა თავის-თავისა სჯულსა ზედა გარდაუვალ. და
Line of edition: 2 
   მოხადა მას დღესა სპარსთა მეფე გორგასალმან ლაშქრით-ურთ თჳსით ტფილისად, და
Line of edition: 3 
   უძღუნა გორგასალმან მჴევალი ათასი, მონა ხუთასი, სტავრა სკარამანგი ხუთასი,
Line of edition: 4 
   ბიზიონი ზუზმა ხუთასი, ჴდალი ცხენი ათი ათასი, ცხენი ბარგისა ხუთასი, ჯორი
Line of edition: 5 
   სამასი, ზროხა ოთხი ათასი, ცხუარი ათი ათასი, და დღესა მესამესა მივიდა გორგასალი
Line of edition: 6 
   მის თანა და თანა / წარიტანა ლეონ, ანთიპატი კეისრისა, და ყვეს განზრახვა.

Line of edition: 7 
   და აზრახა ანთიპატმან გორგასალსა, რათა ყოს მშჳდობა შორის კეისრისა და
Line of edition: 8 
   ხუასროსა, რამეთუ ეშინოდა ბერძენთა - ნუ უკუე შევიდენ საბერძნეთად სპარსნი და
Line of edition: 9 
   მოაოჴრონ იგი, / რამეთუ სპანი საბერძნეთისანი ყოველნი იყვნეს ხაზარეთს.

Line of edition: 10 
   და რქუა ხუასრო გორგასალსა: "ითხოვე ჩემგან რა-ცა გნებავს თ/ავისა შენისათჳს,
Line of edition: 11 
   ანუ სხჳსა ვისთჳს-ცა გნებავს". ხოლო გორგასალმან რქუა: "მნებავს, რათა იყოს.

Line of edition: 12 
   მშჳდობა შენ შორის და კეისრისა". რქუა ხოსრო: "დამძიმდა თხოვა შენი ჩემ ზედა:
Line of edition: 13 
   რამეთუ ბერძენთა რაჟამს პოვიან ჟამი ჩუენ ზედა, არა ყვიან წყალობა. და მე ამით
Line of edition: 14 
   ვყავ სიყუარული შენ ზედა, რათა მევიდე საბერძნეთად და შური ვიძიო მათგან და
Line of edition: 15 
   აჰა, მოციქული ხაზართა მეფისა მეათე დღე არს, რაჲთგან მოსრულ არს, და შენ არა
Line of edition: 16 
   უწყი მიზეზი მტერობისა ჩუენისა. ხოლო აწ მიგითხრა სილაღე მათი ჩუენ ზედა, და
Line of edition: 17 
   მერმე ვყო ნება შენი, ვინათგან აღგითქუ ფიცითა ძლიერითა, ვითარმედ არა ვყო
Line of edition: 18 
   უნებელი შენი" და თქუა, ვი/თარმედ: "შენ უწყი, რამეთუ ზღუასა მოღმართ ჩუენი
Line of edition: 19 
   არს საზღვარი, განყოფილი ნოესითგან, და აწ იგი მბრძავს ჩუენ ჯაზირსა და შამსა
Line of edition: 20 
   და მოოჴრებულ არიან ქალაქნი, ხოლო შამი სამეფო ჩუენი არს. არამედ ჯაზირისა
Line of edition: 21 
   ნახევარი, განწესებული მამათა ჩუენთა, შენი არს ხუედრი, და მიუღებიეს იგი ბერძენთა (!),



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.