TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 247

Page of edition: 250 

Line of edition: 1 
   და ვითარ წარემართა გზასა დარიალანისასა, დღესა ერთსა რქუა შუშან ძმასა თჳსსა:
Line of edition: 2 
   "უმჯობეს ა/რს ჩემთჳს სიკუდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა
Line of edition: 3 
   თანა, ვიდრე-ღა-რა შევიგინო წარმართთა მიერ". და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო
Line of edition: 4 
   მას თუალი და მოწოა იგი; რამეთუ იყო თუალსა მას ქუეშე წამალი სასიკუდინე, და
Line of edition: 5 
   მუნქუეს-ვე მოკუდა.

Line of edition: 6 
   წარვიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგუარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკუდილი დისა
Line of edition: 7 
   მისისა შუშანისი. ხოლო იგი / განუწყრა არა-მიტანებისათჳს გუამისა მისისა, რომლისა
Line of edition: 8 
   წადიერ იყო ხილვად შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი, და განზიდვად
Line of edition: 9 
   სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყჳდეს თავი მისი ბოროტად.

Line of edition: 10 
   და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შჳდი, განუტევა. ნიჭითა დიდითა ხაკანმან და
Line of edition: 11 
   წარმოგზავნა ქუეყანად თჳსად.

Line of edition: 12 
   ხოლო ამიერითგან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხუასროანთამან.

Line of edition: 13 
   პირველად, უფლება სარკინოზთა განდიდნა და მიერითგან მიეცა ყოველი ესე / ქუეყანა
Line of edition: 14 
   ჟამითი-ჟამად რბევასა და ოჴრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანა/სა
Line of edition: 15 
   ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას. და უკეთუ ვინ-მე გამოჩნდის
Line of edition: 16 
   შვილთა შორის ვახტანგისთა, რომელი-მცა ღირს იყო მეფედ, იქმნის შემცირებულ
Line of edition: 17 
   სარკინოზთაგან. რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად
Line of edition: 18 
   საყოფლად თჳსად; მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰქჳან ხარაჯა.

Line of edition: 19 
   რამეთუ განგებითა ღმრთისათა სიმრავ/ლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა განდიდნა ნათესავი
Line of edition: 20 
   აგარიანთა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.