TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 347

Page of edition: 350 

Line of edition: 1 
   მარტო წარვიდა ყოვლად უსაჭურველო, ჴრმლითა ოდენ. და თანა წარიტანა წიგნი
Line of edition: 2 
   ღმრთის-მეტყუელი, და ამცნო სპათა არა შეძრვად ყოვლად-ვე მისლვადმდე / მისა მათთანა.

Line of edition: 3 
   ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა, და წარმოიღეს ნახირი; მოეწივნეს
Line of edition: 4 
   თურქნი ვითარ ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ომისა ჩამოყარნეს მონანი და
Line of edition: 5 
   დაუჴოცნეს ცხენნი, გარნა ქუეით-ცა იბრძოდეს ფიცხლად. ხოლო მეფე ცხენსა რა
Line of edition: 6 
   გარდაჴდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა: შეექცა კითხვასა და ესე-ოდენ წარიტყუენა
Line of edition: 7 
   მისგან გონებითა, რომელ სრულიად დაავიწყდა წინა-მდებარე / საქმე, ვიდრემდის ჴმა
Line of edition: 8 
   რა-მე კივილისა შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი მუნ-ვე, და აღმჴედრებული მიჰყვა
Line of edition: 9 
   მას ჴმასა. და ვითარ-ცა ზედა წარადგა მონათა თჳსთა, ესე-ვითარსა ღუაწლსა შინა
Line of edition: 10 
   მყოფთა, - და რამეთუ აშორვიდა სპათა თჳსთა, და უკეთუ-მცა მათდა ცნობად წარსულ
Line of edition: 11 
   იყო, / მონათა დაუჴოცდეს, - მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარ-ცა არწივი, და დააბნივნა
Line of edition: 12 
   ვითარ-ცა კაკაბნი, და მსწრაფლ ესე-ოდენნი მოსწყჳდნა, რომელ მათნი ცხენნი კმა ეყვნეს
Line of edition: 13 
   მონათა მათ. და აღმჴედრებულთა ესე-ოდენნი მოსრნეს, რომელ მცირედნი-ღა შეესწრნეს
Line of edition: 14 
   ქალაქს. ხოლო გზანი სავსენი იყვნეს მძორითა მათითა და ფრიადისა ცემისაგან ჴრმალმან-ცა
Line of edition: 15 
   და ღულარჭნილმან უარ ყო ქარქაში თჳსი. მაშინ-ღა მოვიდა სპათა თჳსთა თანა,
Line of edition: 16 
   რომელნი ფრიად აბრალებდეს მას. განიცადეთ-ღა ჩემდად, რომელ ესე-ვითარსა საქმესა
Line of edition: 17 
   შინა და ესე-ოდენ უცალოსა წიგნი-ვე აქუნდეს უსასწრაფოესად საქმედ. და ესენი
Line of edition: 18 
   ესე-ოდენ.

Line of edition: 19 
   ხოლო ვთქუა ესე-ცა, ვითარმედ / უკეთუ-მცა არა წერილთა მეცნიერებანი და
Line of edition: 20 
   გარდასრულთა საქმეთა შემცნებანი, პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილ ძღუანებულთა,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.