TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 348

Page of edition: 351 

Line of edition: 1 
   / ანუ / ვერას წარმართებულთა შემთხუეულნი წინა-განსაკრძალებელად სახედ
Line of edition: 2 
   არა შემოეხუნეს და არა მოეჴმარნეს, ვითარ-ცა იტყჳს სოლომონ, ვითარმედ: "იცნის
Line of edition: 3 
   ქცეულებანი ჟამთანი, აღჴსნანი იგავთანი და გარდასრულთა შეამსგავსნის მომავალნი", - არა-თუ-მცა
Line of edition: 4 
   ესენი ესრეთ, კუერთხი მეფობისა ესე-ოდენ დამდაბლებული, ესე-ოდენ
Line of edition: 5 
   ძნელი და ნანდჳლ-ვე დიდი განსაგებელი რათა იპყრა ესრეთ მაღლად, ვითარ ვერ-ვინ სხუამან.

Line of edition: 6 
   რამეთუ განბრძნდა უფროს ბესელ[იელ]ისსა (!) და უმეტეს ეთამ ისრაიტელისა, წერილისა-ებრ;
Line of edition: 7 
   და ვითარ ვინ აღრაცხნეს რა-ოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რა-ოდენნი
Line of edition: 8 
   მართებანი და განსაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი, განხეთქილობათა
Line of edition: 9 
   კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა
Line of edition: 10 
   ზაკვისა ცნობანი, / მჴედართა განწესებანი, საერონი ში/შნი, საჴელოთა და საბჭოთა
Line of edition: 11 
   სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი, მეძღუნეთა
Line of edition: 12 
   ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წურთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი,
Line of edition: 13 
   მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყჳსნი მოკითხვანი,
Line of edition: 14 
   სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი, და რა-ოდენნი ვინ აღმოწყუნეს სიტყჳთა
Line of edition: 15 
   უფსკრულისაგან სამეფოთა საქმეთასა, რომელთა შინა ვერ-ვინ ძუელთა და ახალთაგან
Line of edition: 16 
   მეფეთა ემსგავსა, ვითარ-ცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და
Line of edition: 17 
   ცხადნი, რომელნი სიბრძნითა თჳსითა ქმნნა.

Line of edition: 18 
   რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თჳსა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითა/რ-ცა სახლეული
Line of edition: 19 
   თჳსი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწე/მად მოიყვანნა მეფენი,
Line of edition: 20 
   ხოლო მონად ჴელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად
Line of edition: 21 
   დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი. და რათა / მოკლედ ვთქუა,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.