TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 349

Page of edition: 352 

Line of edition: 1 
   პირველ ყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი,
Line of edition: 2 
   მჴნენი და ძლიერნი, და რათა-ცა საქმეთა ზედა სახელოვანნი, ყოველნი-ვე ესრეთ
Line of edition: 3 
   დასხნა, ვითარ-ცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა შინა.

Line of edition: 4 
   ხოლო კუალად საღმრთოთა სათნოებათა და სულიერთა საქმეთა მისთა ვიეთი
Line of edition: 5 
   გონება მისწუთეს, ანუ მოგონებულსა ვისმან ენამან შეუძლოს თხრობად. რამეთუ
Line of edition: 6 
   ვითარ-ცა ღმერთი მართლ სჯიდა სამწყსოთა თჳსთა თუალ-უხუავითა მით ბჭობითა
Line of edition: 7 
   თჳსითა, და არა სადათ მიდრკებოდა წამი სასწორისა", ვითარ-ცა სოლომონისთჳს
Line of edition: 8 
   გუესმის საბჭოთა შინა და თჳთ მოსეს-მიერნი გუაუწყებენ ბჭობანი და თხრობანი.

Line of edition: 9 
   ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესე-ოდენი მოიგო, ვითარ-ცა დიდმან ანტონი: ნუ
Line of edition: 10 
   მეტყჳ მისთა სიჭაბუკისათა რათა-მე, რომელნი არ-ცა ღმერთმან მოიჴსენნეს! უწყი ჭეშმარიტებით,
Line of edition: 11 
   რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და
Line of edition: 12 
   განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმ/ლოთა თანა-მოწამებითა
Line of edition: 13 
   სჳნდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, რომლისა მოწამე არს სარწმუნო იგი
Line of edition: 14 
   ცათა შინა. კუალად ლოცვისა და მარხვისათჳს რად-ღა საჴმ/არ არს თქმა, რომლისა
Line of edition: 15 
   იგი საქმარ ოდენ იყო. და კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი
Line of edition: 16 
   ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოც/ვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის
Line of edition: 17 
   კარით მიიღებდიან, ვითარ-ცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და
Line of edition: 18 
   დაწყობილსა, კეთილ-წესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა.

Line of edition: 19 
   ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა
Line of edition: 20 
   საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა
Line of edition: 21 
   მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარ-ცა ცათა შინა მყოფთა შორის. კუალად
Line of edition: 22 
   წყალობა გლახაკთა ესე-ოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღუა და ჴმელი ქუელის
Line of edition: 23 
   საქმემან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თჳსთა ოდენ



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.