TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 350

Page of edition: 353 

Line of edition: 1 
   სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნი-ცა, მთა-წმიდისა და ბორღალეთისანი, მერმე-ცა ასურეთისა
Line of edition: 2 
   და კჳპრისა, შავისა მთისა, პალეს/ტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროს-ღა
Line of edition: 3 
   საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და მყოფნი იერუსალემისანი თჳთო-ფერთა
Line of edition: 4 
   მიერ შესაწირავთა განამდიდრნა. კუალად უშორეს-ცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა, სადა
Line of edition: 5 
   იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალ-ათასეული,
Line of edition: 6 
   და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესიაო სრულებით, და
Line of edition: 7 
   სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა.

Line of edition: 8 
   და კუალად დღითი-დღე წარსაგებელთა, რომელთა თჳსითა ჴელითა მისცემდა
Line of edition: 9 
   ფარულად, ვინ ა/ღრაცხოს თჳნიერ მამისა ზეცათასა, რომელი მიაგებს ცხადად. რამეთუ
Line of edition: 10 
   იყო მისა კისაკი მცირე: აღავსის დრაკნითა რა დღე სარწმუნოთა თჳსთა ჴელითა, და
Line of edition: 11 
   სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა / და პირითა. ოდეს-მე
Line of edition: 12 
   ნახევარი წარაგის მისი, და ოდეს-მე არა-ვინ ეპოვნის, და ეგრე სავსე მისცის დამარხვად
Line of edition: 13 
   ხვალ/ისა და სულ-თქმითა თქჳს: "დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა
Line of edition: 14 
   ცოდვათათა". და ამას არა თუ ჴელოსანთაგან მორთმეულისა იქმოდის, ანუ თუ საჭურჭლით,
Line of edition: 15 
   არამედ ჴელთა თჳსთა ნადირებულისა. რომელთაგანი თჳსსა მოძღუარსა იოვანეს
Line of edition: 16 
   მისცა ოდეს-მე დრაჰკანი, ვითარ ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა. და ესე-ცა
Line of edition: 17 
   მცირედი მრავლისაგან თქმად შეუძლებელ.

Line of edition: 18 
   ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა
Line of edition: 19 
   მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნი-ცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან,
Line of edition: 20 
   რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა.

Line of edition: 21 
   ხოლო ამათ თანა რა-ოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რა-ო/დენნი ჴიდნი მდინარეთა
Line of edition: 22 
   სასტიკთა ზედა, რა-ოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვა-ფენილ ყვნა, რა-ოდენნი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.