TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 351

Page of edition: 354 

Line of edition: 1 
   ეკლესიანი, წარმართთაგან შეგინებულნი, განწმიდნა სახლად ღმრთისად, რა-ოდენნი
Line of edition: 2 
   ნათესავნი წარმართთანი შვილად წმიდისა ემბაზისად მოიყვანნა და შეაწყნარნა ქრისტესა,
Line of edition: 3 
   და დად/ვა მისთჳს უმეტესი მოსწრაფება, რათა-მცა ყოველი სოფელი მოსტაცა
Line of edition: 4 
   ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მიიღო / მადლი მოციქულობისა, ვითარ-ცა
Line of edition: 5 
   პავლე და ვითარ-ცა დიდმან კოსტანტინე.

Line of edition: 6 
   სხუათა-ვე კეთილთა თანა აქუნდა ესე/-ცა, რამეთუ სლვათა შინა თჳსთა სამეფოთასა
Line of edition: 7 
   სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი
Line of edition: 8 
   და დაჭირებულნი და მიმძლავრებულნი, განაღა ვიეთ-ღა-მე რომელთა საჭიროდ
Line of edition: 9 
   უჴმდის განკითხვა / და შეწევნა მეფობრივი, ნუ უკუე და ვინ-მე აღვიდის ბორცუსა
Line of edition: 10 
   ზედა რას-მე, გზისა მახლობელსა, ანუ კლდესა გინა თუ ხესა ვითარ-ცა ზაქე. უკეთუ
Line of edition: 11 
   ოდენ ეპოვის ესე-ვითარი რა-მე, და მუნით საცნაურ ყვის ჭრტინვა თჳსი, ამისთჳს
Line of edition: 12 
   დაედგინნეს კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხვარნი მოჩივართანი, რომელთა
Line of edition: 13 
   მიერ მიიღებდეს კურნებასა. მრავალ-გზის გჳხილავს იგი დამალტობელად ღაწუთა
Line of edition: 14 
   თჳსთა ცრემლითა ხილვასა ზედა თჳთო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვად
Line of edition: 15 
   საძ/ნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ჴორცთა,
Line of edition: 16 
   რომელთა ზრდის სხუათა უმეტეს ქუეყანა ქუთათისისა. ვინ აღრიცხუნეს ტყუენი,
Line of edition: 17 
   რომელნი მან განათავისუფლნა და რომელნი უკუ-მოიჴსნნა თჳსთა ყივჩაყთა/გან ფასითა.

Line of edition: 18 
   ვინ ჯეროვნად წარმოთქუნეს პატივის პყრობანი მონაზონთანი, სიმდაბლით შემთხუევანი
Line of edition: 19 
   და მოკითხვანი, და სიყვარულით შეწყნარებანი მათნი, თჳთოეულისა ნიჭნი და
Line of edition: 20 
   საჴმარნი, რომლითა უზრუნველ ყვნის ყოველთა საჭიროთაგან.

Line of edition: 21 
   ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ე/სე-ცა, რომლითა უმეტეს
Line of edition: 22 
   ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა
Line of edition: 23 
   ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არ-ცა სამეფოთა შინა
Line of edition: 24 
   მისთა, არ-ცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, საქმე



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.