) გიხაროდენ სახარულევანო.
იხილეს ყოველთა კიდეთა.
აჩუენა უფალმან მაცხოვრებაჲ ვიდრე მისი:
)
განცხადებითგან: ვ :
ძღუნით პირსა მის{სა}. ვიდრე
და ოდეს აღესრულნეს {!}
Ms. page: P11R და ოდეს აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, ეწოდა სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა შინა დედისა თჳსისასა.
) სჳმეონ მიემსგავსა
იხილეს ყოველთა კიდე{თა}.
აჩუენა უფალმან მაცხოვ{არებაჲ}.
უყუარან უფალსა გულითა
Ms. page: P11R უყუარან უფალსა გულითა წმიდანი, და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი; ბაგითა მწყსინ მეფჱ.
და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა: განბასრნის სიტყუანი კეთილნი უსჯულომან.
მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაიპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი -- მკლველთა.
მთხრებლ ღრმა არს პირი უსჯულოჲსაჲ; და უფლისაგან განრდომილი შთავარდეს მას. არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან; ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა.
უგუნურებაჲ აღგზნებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა; კუერთხი და სწავლაჲ განშორებულ არს მათგან.
რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი, და შესძინის იგი მდიდარსა ვითარცა საწადელი.
სიტყუასა ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი; და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა, რაჲთა სცნა, რამეთუ კეთილ არიან.
რაჲმეთუ
Ms. page: P11V რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალჟამი, არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ არს.
ხოლო მჴცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ასაკი სიბერისაჲ _ ცხორებაჲ უბიწოჲ.
სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა და გარდაიცვალა;
და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისხმის-ყოფაჲ მისი, ანუ ზაკუვამან აცთუნოს სული მისი.
რამეთუ შური სიხეჭნისაჲ დააბრკოლებს სულსა, და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოჲ.
Ms. page: P11V აჰა, ესერა, უფალი საბაოთ ზეზის ღრუბელთა სულმცირეთა და მოვიდეს ეგჳპტედ და შემუსრნეს ჴელით ქმნულნი ეგჳპტისანი პირისაგან მისისა, და გულნი მათნი მოუძრულდენ მათ შორის.
და აღდგენ მეგჳპტელნი მეგჳპტელთა ზედა, და ჰბრძოდის კაცი ძმასა თჳსსა და მოყუასი მოყუასსა თჳსსა და ქალაქი ქალაქსა ზედა, [შჯული შჯულსა ზედა].
და შეძრწუნდეს სული Ms. page: P12R მეგჳპტელთაჲ მათ შორის და ზრახვანი მათნი განვაქარვნე, და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა და ძეგლებსა მათსა და ქუეყანითმოქმედთა და მუცლითმეზღაპრეთა.
და მივსცე ეგჳპტე ჴელთა უფალთა ფიცხელთასა, და მეფენი ფიცხელნი უფლებდენ მათ ზედა.
) რაჲმეთუ
განცხადებითგან: დ : დღესა:
ისმინე ასულო და იხილე ვიდრე
და რაჲჟამს
Ms. page: P12R და რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსჱსისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იესუ იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,
ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსჱსსა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ პირველად, წმიდა უფლის ეწოდოს;
და მოსცეს შესაწირავი, ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.
და იყო მუნ კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში ღმრთისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა.
და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფლისაჲ.
და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა და შეყუანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუელობისაებრ შჯულისა მისა მიმართ,
და მან მოიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა, აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:
აწ განუტევე მონაჲ შენი, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით,
რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი.
რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,
ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაჱლისა.
და იყვნეს მამაჲ მისი Ms. page: P12V და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს.
და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მამასა და დედასა მისსა: აჰა ესე დგას დაცემად და აღდგინებად ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-მგებელთათჳს.
და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალნი გულის-ზრახვანი.
და იყო ანა წინაწარმეტყუელი, ასული ფანუველისი, ტომისაგან ასერისი. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თჳსისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.
და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა დღე და ღამე.
ესე მასვე ჟამსა მოიწია, აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა ისრაჱლისასა.
და ვითარცა აღასრულეს ყოველი მის ზედა მსგავსად შჯულისა, მიიქცეს და წარვიდეს ქალაქად თჳსა ნაზარეთა.
ხოლო ყრმაჲ იგი იესუ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.
) დღეს გამოუთქუმელი დიდებითა
) დღეს გამოუთქუმელი და უხილა{ვი}:
) დღეს იხარებენ ყოველნი რომელნი: