) ვცოდე წინაშე შენსა უფალო რომელი. ფსალმუნი : Ps_38_13
შეგესემინ
ვთქუ ვიმარხენ გზანი
და იყო მათ დღეთა შინა შეკრბეს
Ms. page: K17V და იყო, მათ დღეთა შინა შეკრბეს უცხოთესლნი ბრძოლად ისრაჱლისა; და განვიდა ისრაჱლი ბრძოლად მათა. და დაიბანაკეს უცხოთესლთა მათ ამიერ აბინეზერს, ხოლო ისრაჱლმან დაიბანაკა აფეკს.
და განეწყვნეს ბრძოლად ისრაჱლისა და მოაქცია ისრაჱლსა ზედა და და[დ]რკა ბრძოლაჲ იგი და ივლტოდა კაცი ისრაჱლისაჲ წინაშე უცხოთესლთა. და დაეცა წყობისაგან ველსა ზედა ოთხ ათასი კაცი.
და შევიდა ერი იგი ბანაკად და თქუეს მოხუცებულთა ისრაჱლისათა: რაჲსათჳს დამცნა ჩუენ უფალმან ღმერთმან წინაშე უცხოთესლთა? გამოვიღოთ კიდობანი ღმრთისა ჩუენისაჲ სელომით და მივიღოთ შორის ჩუენსა და მიჴსნეს ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა.
და შეავლინნა ერმან მან სელომდ: და მოიღეს კიდობანი იგი უფლისაჲ, რომელსა ზედა დგა ქერობინი დიდებისაჲ და თანა ჰყვანდეს ორნივე ძენი ელისნი: ოფნი და ფინეეზ, _ კიდობანსა მას თანა.
და იყო, ვითარცა მოიწია კიდობანი იგი ბანაკად უფლისა, ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა მაღლითა ჴმითა. და დიდად ოხრიდა ქუეყანაჲ.
და ესმა ესე უცხოთესლთა მათ და თქუეს: რაჲ არს ღაღადებაჲ ესე ბანაკსა იმას ისრაჱლთასა? და ცნეს, რამეთუ კიდობანი უფლისაჲ მოსრულ არს ბანაკად.
და შეეშინა უცხოთესლთა მათ და თქუეს: ესე ღმერთნი მოსრულ არიან მათდა ბანაკად. ვაჲ ჩუენდა, განმარინენ ჩუენ, უფალო, დღეს, რამეთუ არა იყო ესევითარი ღაღადებაჲ გუშინ და ძუღუან.
ვაჲ ჩუენდა, ვინ განმარინნეს ჩუენ ღმერთთაგან ძლიერთა, რამეთუ ესე ღმერთნი არიან, რომელთა შემუსრეს ეგჳპტჱ და ყვეს საკჳრველი უდაბნოსა ზედა.
გაძლიერდით და იქმნენით Ms. page: K18R მამაკაც, უცხოთესლნო, და ჰბრძოდეთ მათ.
და ეწყვნეს და იძლინეს ძენი ისრაჱლისანი და ივლტოდა კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა. და იქმნა წყლულებაჲ დიდი ფრიად. და დაეცა ისრაჱლისაგან ოცდაათი ათასი კაცი განწყობილი.
და კიდობანი ღმრთისაჲ წარიტყუენა და ორნივე ძენი ელისნი მოწყდეს: ოფნი და ფინეეზ.
და რბიოდა კაცი იემინელი წყობისა მისგან და შევიდა სელომდ მას დღესა შინა, სამოსელი მისი დაიპო და მიწაჲ გარდაისხა თავსა მისსა.
და ელი ჯდა სავ[ა]რძელთა ზედა წინაშე ბჭეთა ტაძრისა უფლისათა და ხედვიდა გზად მიმართ, რამეთუ გული მისი განკრთომილ იყო კიდობნისათჳს უფლისა და კაცმან მან ღაღატ-ყო ქალაქსა მას.
და ესმა ელის ჴმაჲ ღაღადებისაჲ და თქუა: რაჲმე არს ღაღადებაჲ, რომელი მესმის, და ჴმაი?
ხოლო ელი ნაშობი იყო ოთხმეოცდაათისა წლისაჲ და თუალნი მისნი Ms. page: L287A _ დამძიმებულ და ვერ ხედვიდა. და ჰრქუა ელი კაცთა მათ, რომელნი დგეს მის წინაშე: რაჲ არს ჴმაჲ ესე ოხრისაჲ?
და კაცი იგი სწრაფით მოვიდა ელისა და ჰრქუა მას: მე ვარ, რომელი მოვედ ბანაკით, [რამეთუ] მე ვილტოდე წყლულებისა მისგან დღეს. და ჰრქუა მას ელი: რაჲ არს საქმე ესე, რომელი იქმნა, შვილო?
მიუგო ყრმამან და ჰრქუა: ივლტოდა კაცი ისრაჱლისაჲ პირისაგან უცხოთესლთაჲსა და იქმნა წყლულებაჲ დიდი ერსა შორის, და ორნივე ძენი შენნი მოწყდეს და კიდობანი იგი ღმრთისაჲ მიეღო.
და ვითარცა მოეჴსენა ელის კიდობნისა მისთჳს, დაეცა სავარძლისა მისგან მართლუკუნ, მახლობელად ბჭეთა მათ, ზღურბლთა ზედა, განიტეხა ზურგი მისი და მოკუდა; Ms. page: L287B რამეთუ მოხუცებულ იყო კაცი იგი [და] დამძიმებულ და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.
და ძისცოლი მისი, ცოლი ფინეეზისი, მიდგომილ იყო შობად. და ესმა ამბავი ესე, რამეთუ კიდობანი იგი ღმრთისაჲ მიეღო და რამეთუ მოკუდა მამამთილი მისი და ქმარი მისი; ტიროდა და შვა, რამეთუ მოექცეს სალმობანი მისნი.
და მოკუდებოდა. მას ჟამსა შინა ჰრქუეს მას დედათა მათ, რომელნი მის წინაშე დგეს: ნუ გეშინინ, რამეთუ ძჱ შევ. ხოლო მან სიტყუაჲ არა მიუგო და არცა ცნა გულითა თუისითა.
და უწოდეს სახელი ყრმისაჲ მის ვაჲბარიოქაბეთ კიდობნისა მისთჳს ღმრთისა და მამამთილისა მის და ქმრისათჳს,
Ms. page: L288A და თქუეს: წარიტყუენა დიდებაჲ ისრაჱლისაჲ მიღებითა მით კიდობნისა ღმრთისაჲთა.
და უცხოთესლთა მათ წარიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და შეიღეს იგი აბინეზერით აზოტედ.
შეიღეს და დადგეს იგი ბაგინსა მას დაგონისსა.
და აღიმსთუეს აზოტელთა მათ და შევიდეს ბაგინსა მას დაგონისსა და იხილეს, დაგონი დაცემულ იყო პირსა ზედა თჳსსა წინაშე კიდობნისა ღმრთისა. აჰმართეს და დადგეს ადგილსავე თჳსსა. და დამძიმდა ჴელი უფლისაჲ აზოტელთა მათ ზედა, ტანჯნა იგინი, დასცა მათ საგურკველსა მათსა, აზოტესა და საზღვართა Ms. page: L288B მათთა.
და იყო, რაჟამს აღიმსთუეს განთიად, და დაგონ დაცემულ იყო პირსა ზედა თჳსსა წინაშე კიდობნისა მის შჯულისა უფლისასა; და თავი მისი და ორნივე ბრჭალნი ფერჴთა მისთანი მოცუივნებულ იყვნეს წინაკერძო და ორნივე მკლავნი ჴელთა მისთანი ისხნეს კარით კერძო, გარნა ზურგი ხოლო მისი დაშთომილ იყო.
ამისთჳს არა აღვიდიან ქურუმნი იგი დაგონისნი, და ყოველი შემავალი ზღურბლსა მას ბაგინისა დაგონისსა აზოტეს ვიდრე აქა დღემდენ, არამედ გარდაჰჴდიან.
და დამძიმდა ჴელი უფლისაჲ აზოტელთა ზედა და მოავლინა მათ ზედა და აღმოჰფინა თაგუი და იყო შეძრვაჲ სიკუდილისაჲ დიდი ქალაქსა მას.
Ms. page: K19V და ვითარცა იხილეს აზოტელთა მათ, თქუეს: ვერ იყოს კიდობანი ესე ღმრთისა ცხოველისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ამის მიერ არს ...
Ms. page: K20R და მიავლინნეს და შეკრიბნნეს მთავარნი იგი უცხოთესლთანი მას ქალაქსა და თქუეს: რაჲ ვყოთ კიდობანი ესე ღმრთისა ისრაჱლისაჲ. და თქუეს Ms. page: P70R ... გეთელთა მათ: მოვედინ კიდობანი ეგე ღმრთისაჲ გეთს.
და მისლვასა მისსა იყო ჴელი უფლისაჲ ქალაქსა მას ზედა და შეძრწუნებაჲ დიდი ფრიად, და ტანჯნა კაცნი მის ქალაქისანი მცირითგან დიდადმდე და გუემნა იგინი საგურკველითა მათითა. და იქნეს გეთელთა მათ თავისა მათისაჲ საგურკველი ოქროჲსაჲ.
და წარავლინეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ასკალონდ, და ღაღად-ყვეს ასკალოვნელთა მათ და ჰრქუეს: რაჲსა მოეცით კიდობანი ეგე ღმრთისა ისრაჱლისაჲ?
და კუალად ეგენ ადგილსავე თჳსსა, და არა მოგუსრნეს ჩუენ და ქალაქი ჩუენი. რამეთუ იყო მოსრვაჲ დიდი ქალაქსა მას შინა.
და ვითარცა შევიდა კიდობანი იგი ღმრთისა ისრაჱლისაჲ მუნ და ცოცხალნი იგუემნეს საგურკველითა მათითა, და აღმაღლდა ღაღადებაჲ იგი მათი ვიდრე ცამდმდე.
და იყო კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქუეყანასა მას უცხოთესლთასა შჳდ თთუჱ, და აღმოაცენა ქუეყანამან მათმან თაგჳ.
მაშინ მოუწოდეს უცხოთესლთა ქურუმთა მათთა და თქუეს: რაჲ-მე ვყოთ კიდობანი ესე ღმრთისაჲ? მაუწყეთ ჩუენ, რაჲთა წარვავლინოთ იგი ადგილადვე თჳსა.
და მათ თქუეს: უკუეთუ წარავლინებთ კიდობანსა მას შჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა, ნუ წარავლინებთ ცარიელსა, არამედ მიეცით მას ტანჯვისა მისთჳს. და მაშინ განიკურნნეთ, უკუეთუ არა განგეშოროს ჴელი მისი თქუენგან.
და მათ ჰრქუეს: რაჲ მივსცეთ ტანჯვისა მისთჳს? ხოლო მისანთა მათ ჰრქუეს:
რიცხუთა მათებრ მთავართა უცხოთესლთა ხუთი საგურკველი ოქროჲსაჲ, რამეთუ შეცოდებაჲ არს თქუენ შორის მთავართა თქუენთა და ერსა თქუენსა, და ხუთი თაგჳ ოქროჲსაჲ, მსგავსი Ms. page: P70V თაგუთა მათ, რომელნი განჰრყუნიან ქუეყანასა თქუენსა.
და რაჲსათჳს დაიმძიმებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი დაიმძიმა ეგჳპტემან და ფარაო გული მათი? ანუ არა რაჟამს მოკიცხნა იგინი, მაშინღა განუტევნეს იგინი და გამოვიდეს?
და მოიღეთ აწ და ქმენით ურემი ახალი და ორნი ზროხანი პირველშობილნი თჳნიერ ჴბოთა მათთა და შეაბენით იგინი ურემსა მას, და ჴბონი მათნი გარე-უკუნ-იბენით სახიდ.
და მოიღეთ კიდობანი იგი და დადგით ურემსა მას ზედა და ჭურჭელი იგი ოქროჲსაჲ მიეცით ტანჯვისათჳს, და არა დასდვათ დადებით ბერსექთანი გუერდით კერძო მისა;
და იხილეთ გზასა მას საზღვრისა მისისასა, ვითარ-ძი მივიდოდის; უკუეთუ ბეთსამით კერძო მივიდოდის, მან მიყო ჩუენ ბოროტი ესე დიდი; უკუეთუ არა, რაჲთა ვცნათ, რამეთუ არა ჴელი მისი შეხებულ არს ჩუენდა, არამედ შემთხუევით რაჲმე შემემთხჳა ჩუენ.
და ყვეს ეგრჱთ უცხოთესლთა მათ, და მოიბნეს ორნი ზროხანი პირველშობილნი და შეაბნეს ურემსა მას და ჴბონი შეაყენნეს სახლსა.
და დადგეს კიდობანი იგი ურემსა მას ზედა და საგურკველები იგი და თაგუები ოქროჲსაჲ.
და წარიმართეს ზროხათა მათ გზასა მას შესავალსა ბეთსამისასა; ერთსა გზასა ვიდოდეს და არა დაშურებოდეს. და არცა მიაქცევდეს მარჯუენით გინა მარცხენით. და მთავარნი იგი უცხოთესლთანი შეუდგეს და მივიდოდეს მათ თანა ვიდრე საზღვრადმდე ბეთსამისა.
და ბეთსამელნი იგი მკიდეს სამკალსა იფქლისასა ღელესა შინა; და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილეს კიდობანი იგი მომავალი და განიხა\რეს Ms. page: P71R და მიეგებვოდეს მას.
და ურემი იგი შევიდა ყანასა მას ოსჱს ბეთსამელისასა. და დადგეს კიდობანი იგი ლოდსა მას თანა დიდსა და დაკოდეს შეშაჲ იგი ურმისაჲ მის და ზროხანი იგი შეწირნეს მსხუერპლად უფლისა.
და ლევიტელათა მათ აღიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და ჭურჭელი იგი ოქროჲსაჲ მის თანა და დადგეს ლოდსა მას თანა დიდსა, და კაცთა მათ ბეთსამელთა შეწირეს მსხუერპლი და შესაწირავი მას დღესა შინა უფლისა.
და ხუთნი იგი მთავარნი უცხოთესლთანი ხედვიდეს და მიიქცეს ასკალონდ მას დღესა შინა.
და ესე არიან საგურკველნი იგი ოქროჲსანი, რომელნი მოსცნეს უცხოთესლთა ტანჯვისათჳს უფალსა: აზოტისაჲ ერთი, გაზაჲსაჲ ერთი, ასკალონისაჲ ერთი, გეთისაჲ ერთი, აკარონისაჲ ერთი.
და ხუთნი თაგუნი ოქროჲსანი ყოველთა მათ ქალაქთა უცხოთესლთანი ხუთთა მათგან სამთავროთა ქალაქთა მოზღუდვილთა ვიდრე დაბნებადმდე ფერეზელთა და ვიდრე ლოდადმდე დიდად, სადა დადგეს კიდობანი იგი მას ზედა, აგარაკსა მას ოსჱს ბეთსამელისასა.
ანუ არა თავადმან იხილნეს
Ms. page: P71R ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი ჩემნი აღრაცხნეს?
უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინა თუ იწრაფა ფერჴმან ჩემმან ზაკუასა,
რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის ღმერთმან უმანკოებაჲ ჩემი.
უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა. გინა თუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელი ჩემი შევახე ქრთამსა,
მემცა მითესავს და სხუანიმცა ჭამენ, Ms. page: P71V და უძირომცა ვარ ქუეყანასა ზედა.
უკუეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ და-სადა-ვჯედ მზირად კარსა მისსა,
სათნომცა ეყოფის ცოლი ჩემი სხუათა, და ყრმანი ჩემნი დამდაბლდენ.
რამეთუ გულის-წყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი, შეგინებაჲ ქმრის-ცოლისაჲ.
რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძო, ვიდრეცა ვიდეს, და ძირითურთ წარწყმდეს.
ანუ ვდრიკე სადა სარჩელი მონისა ჩემისაჲ, ანუ მჴევლისა ჩემისაჲ, ისჯიედ რაჲ ჩემ წინაშე.
სიბრძნჱ გამოსავალთა
Ms. page: P71V სიბრძნჱ გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულებაჲ მოსცის.
მწუერვალსა ზედა მთათასა იქადაგებინ და ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ:
რაოდენ ჟამ უმანკოთა აქუნდეს სიმართლჱ, არა ჰრცხუენოდის? ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულის-მთქუმელ, უმსახურებელ იქმნნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ და თანა-მდებ იქმნეს მხილებასა.
აჰა ესერა წინა-გითქუამ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწაო თქუენ სიტყუაჲ ჩემი:
რამეთუ გიწოდე, და არა ისმინეთ; და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი, და არა მერჩდით.
არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.
აწ უკუე მეცა გეცინოდი თქუენსა წარწყმედასა და მომცხრებოდის, რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა შფოთი მეყსეულად.
ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავ-ქარისა მოგიჴდეს თქუენ, ანუ ოდეს მოგიჴდეს თქუენ ჭირი და გარე-მოდგომაჲ მტერთაჲ.
იყოს, ოდეს მხადოთ, და მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდეთ მე უკეთურნი და არა მპოოთ.
Ms. page: P72R რამეთუ მოიძულეს სიბრძნჱ და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს.
არცა ინებეს ბაგეთა ჩემთა სიტყუათა მორჩილებაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.
ამიერითგან ჭამდენ იგინი გზათა თჳსთა ნაყოფსა და თჳსითა უღმრთოებითა განძღენ იგინი.
რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა, მოწყდენ და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს.
ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, მან დაიმკჳდროს იგი სასოებით და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა.
Ms. page: P72R აჰა, ესერა, დაგადგინე შენ დღეს დღითგან ვითარცა ქალაქი რჩეული და ვითარცა ზღუდჱ რვალისაჲ მტკიცჱ ყოველთა მიმართ და მეფეთა იუდაჲსთა და მთავართა მისთა და ერსა ზედა ქუეყანისასა.
გბრძოდიან შენ და ვერ გერეოდიან, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა.
... და თქუა: ამას იტყჳს უფალი: მოვიჴსენო წყალობაჲ სიჭაბუკისა შენისაჲ ... შემდგომად შენსა წმიდისა ისრაჱლისა, იტყჳს უფალი.
წმიდაჲ ისრაჱლისაჲ [უფლისა], დასაბამ ნაყოფთა მისთა; ყოველნი, რომელნი შეშჭამდენ მას, ინანდენ; და ძჳრი მოიწიოს მათ ზედა, თქუა უფალმან.
შეგესემინ {?} ღმერთო ვედრებისა ჩე{მისაჲ}.
ვთქუ ვიმარხენ გზა{ნი}: