Ms. page: P72R ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა გამცნებ თქუენ დღეს, დაიმარხენით ყოფად, რაჲთა სცხონდეთ და განმრავლდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა თქუენთა.
და მოიჴსენოთ ყოველივე იგი გზაჲ, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან უდაბნოსა მას, რაჲთა განგაბოროტოს და გამოგცადოს შენ და გამოცადოს გული შენი, და-ძი-იმარხნე მცნებანი მისნი ანუ არა.
და ბოროტი გიყო შენ, დაგამშია შენ, და გაჭამა მანანაჲ უდაბნოსა ზედა, რომელი არა იცო\დეს Ms. page: P72V მამათა შენთა, რაჲთა გითხრას შენ, რამეთუ არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა, ცხონდების კაცი.
სამოსელი შენი არა განკფდა შენგან, ფერჴი შენი არა გამოგტკუფეს.
და სცნა გულითა შენითა, რამეთუ ვითარცა-ვინ სწავლინ კაცი შვილსა თჳსსა, ეგრჱთ გსწავლიდა შენ უფალი.
და დაიმარხენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი სლვად გზათა მისთა და რაჲთა გეშინოდის მისა.
რამეთუ უფალსა ღმერთსა შენსა შეჰყავ შენ ქუეყანასა მას კეთილსა და ფრიადსა, სადა-იგი ჴევნი წყალთანი და წყარონი უფსკრულთანი გამოვლენ ველთაგან მისთა;
ქუეყანაჲ იფქლისა და ქრთილისაჲ, ვენაჴოანი და ლეღოანი, ბროწეულისაჲ, ქუეყანაჲ ზეთის-ხილისაჲ, ზეთისა და თაფლისაჲ;
ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა ნაკლულევანებით სჭამდენ პურსა შენსა, და არა გაკლდეს მას ზედა, რომლისა ქვანი მისნი არიან რკინა, და ქვათაგან მისთა გამოჰკუეთნე რვალნი.
სჭამდე და განსძღებოდი, და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას კეთილსა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, ვითარმცა არა დაიმარხენ მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი, რაოდენთა გამცნებ შენ დლეს.
ნუუკუე სჭამდე რაჲ და განსძღებოდი და სახლებსა კეთილსა იშჱნებდე და დაიმკჳდრო მას შინა;
ცხოვარი და ზროხაჲ და განგიმრავლდეს შენ, ოქროჲ და ვეცხლი შენი და ყოველი, რაჲ იყოს შენი;
და აჰმაღლდე გულითა შენითა და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა;
რომელმან მოგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა, სადა-იგი გუელი და ღრიაკალი კბენდა Ms. page: P73R და სადა-იგი არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ წყლისაჲ კლდისაგან;
... რომელი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რაჲთა ბოროტი გიყოს შენ და გამოგცადოს და კეთილი გიყოს შენ უკუანაჲსკნელ.
ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძალმან ჩემმან და სიმტკიცემან მკლავისა ჩემისამან მიყო მე ძალი ესე დიდი.
და მოიჴსენო უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცა შენ ძალი ყოფად ძრიელებისა, რაჲთა დაამტკიცოს აღთქუმაჲ მისი, რომელ ეფუცა მამათა შენთა, ვითარცა-ესე დღეს.
და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და მიხჳდე შედგომად ღმერთთა უცხოთა და მსახურებდე მათ, გიწამებ თქუენ ცასა და ქუეყანასა, წარწყმედით წარწყმდეთ.
ვითარცა-იგი სხუანი ნათესავნი, რომელნი უფალმან ღმერთმან წარწყმიდნა პირისაგან შენისა, ეგრე წარსწყმდეთ ამისთჳს, რამეთუ არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ.
ისმინე, ისრაჱლ: შენ წიაღხუალ დღეს იორდანესა შესლვად და დამკჳდრებად ნათესავთა მრავალთა დიდთა და უძრიელჱსთა თქუენსა და ქალაქთა მოზღუდვილთა ვიდრე ცადმდე;
ერსა დიდსა და ფრიადსა და ასაკ-გრძელთა ძეთა ენაკისთა, სადა-იგი იყავ და გესმინა: ვინ წინა-აღუდგეს წინაშე ძეთა ენაკისთა?
და სცნა დღეს, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე წარგიძღუეს წინაშე პირსა შენსა. ცეცხლ განმლეველ არს უფალი ღმერთი შენი. ამან მოსრნეს და ამან თავადმან უფალმან წარიქცინეს იგინი პირისაგან თქუენისა და წარწყმიდნეს იგინი ადრე, ვითარცა-იგი გრქუა შენ.
ნუუკუე სთქუა გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი ესე პირისაგან შენისა, ვითარმედ: სიმართლისათჳს ჩემისა მომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანასა ამას კეთილსა, Ms. page: P73V არამედ უღმრთოებისათჳს მათ ნათესავთაჲსა [მოსრნა იგინი უფალმან] პირისაგან შენისა.
არა თუ სიმართლისა შენისათჳს და არცა სიღირსისათჳს გულისა შენისა შეხუალ დამკჳდრებად ქუეყანასა მათსა, არამედ უღმრთოებისათჳს მათ ნათესავთაჲსა უფალი მოსრავს პირისაგან შენისა, და რაჲთა დაამტკიცოს აღთქუმაჲ თჳსი, რომელ ეფუცა მამათა შენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს.
და სცნა დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ ქუეყანასა მას კეთილსა დამკჳდრებად, რამეთუ ერი ქედ-ფიცხელი ხარი შენ.
ჭეშმარიტად ვიცი
Ms. page: P73V ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ ეგე ეგრჱთ არს. ვითარ-მე იყოს კაცი მართალ წინაშე უფლისა?
და ღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რაჲთა არა სიტყუა-უგოს მას ერთისა სიტყჳსა მისისათჳს ათასეულისა მისგან.
რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძრიელი და დიდი, ვინ-მე განფიცხნეს მის წინაშე და დაუთმოს მას?
რომელმან დაარღჳნის მთანი, და არა ცნიან, რომელმან დაამცირნის იგინი რისხვითა;
რომელმან შეძრის ყოველი ცასა ქუეშე საფუძველითგან, და სუეტნი მისნი შეირყინენ;
რომელმან ჰრქუას მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა დაჰბეჭდოს;
რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა ვითარცა ჴმელსა;
რომელმან შექმნნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკულავნი და ჩრდილოჲსა ურემ-ჴარნი და საუნჯჱ სამხრისაჲ;
რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, დიდებულნი და განსაკჳრვებელნი.
უკუეთუ ზედა-გარდამჴდეს მე, ვერ ვიხილო; უკუეთუ თანა-წარმჴდეს, ეგრეცა ვერ ვცნა.
უკუეთუ გარდაცვალოს, ვინ მოაქციოს იგი? ანუ ვინ ჰრქუას მას, ვითარმედ: რად ეს\რე Ms. page: P74R ჰყავ?
რამეთუ მან გარე-წარაქციის რისხვაჲ, მის მიერ მოდრკის ვეშაპი ცასა ქუეშე.
უკუეთუ თავადმან ისმინოს ჩემი, ანუ თუ განიკითხნეს სიტყუანი ჩემნი,
და ღათუ ვიყო მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი.
და ღათუ ისმინოს ჩემი, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი.
ნუუკუე წყუდიადითა შემმუსროს მე, რამეთუ მრავალნი შემუსრვანი ყვნა ჩემ ზედა ცუდად.
არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა.
და რამეთუ ძალითა ძრიელ არს, ვინ-მე სამართალთა მისთა წინა-აღუდგეს?
და ღათუ ვიყო მართალ, პირი ჩემი სცთებოდის-ვე; ვიყო ღათუ უბრალო, ეგრეცა გულარძნილადვე გამოვჩნდე.
და ღათუ უღმრთო ვიქმნე, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა ესე, რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ ჩემი.
ამისთჳს ვთქუ: დიდნი და ძრიელნი წარწყმიდნის რისხვამან,
რამეთუ უკეთურნი განსაკჳრვებელითა სიკუდილითა მოწყდენ, არამედ მართალნი საცინელ იქმნენ.
რამეთუ მიცემულ არიან ჴელთა უღმრთოთასა, პირნი მსაჯულთა მისთანი დაფარნეს სირცხჳლმან.
რამეთუ ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირჱს მსრბოლისა: წარივლტოდის და არა იხილოს.
ანუ თუ არნ ნავთა გზისა სლვაჲ და კუალი, ანუ ორბისა მფრინვალისაჲ,რომელი ეძიებნ საზრდელსა?
და თუმცა ვთქუ რაჲ, დამავიწყდის სიტყუასა შინა, დავიდრიკო პირი ჩემი, სულთ-ვი თქუნე,
და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა. ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ დამიტეო მე.
და რამეთუ ვარ მე უღმრთო, რაჲსა არა მოვკუედი?
გან-ღათუ-ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა,
ფრიადვე მწინ\კულთა Ms. page: P74V შემაგდე მე. მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან.
არა ჩემებრი კაცი ხარ, რაჲთამცა სტყუაჲ მიგიგე შენ, რაჲთა მოვიდეთ ურთიერთას სასჯელსა.
უკუეთუმცა ვინ იყო ჩუენ შორის შუა-მდგომელი და მამხილებელი და რომელმან ისმინოს ორთაჲვე!
განმაშორე ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე.
და არა მეშინოდის, რაჲთა ვიტყოდი, რამეთუ არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა.
რაოდენ-ესე დავშურები სულითა ჩემითა, სულ-თქუმით აღმოუტევნე მას ზედა სიტყუანი ჩემნი, ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისაჲთა პყრობილი.
და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე? და რაჲსათჳს ესრჱთ დამსაჯე მე?
ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო შენ, რამეთუ განმიშორე ქმნული ჴელთა შენთაჲ და ზრახვასა უღმრთოთასა ერჩი?
ანუ ვითარცა კაცი ხედავნ, ეგრე ხედავ შენ?
ანუ ცხორებაჲ შენი კაცობრივი არს, ანუ წელნი შენნი კაცისანი?
რამეთუ გამოიძიენ უსჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი გამოიკულიენ.
ესე იცი, რამეთუ არა უღმრთო ვიყავ, არამედ ვინ არს, რომელმან ჴელთა შენთაგან განმარინოს მე?
ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და მისა შემდგომად მიმაქციე და დამეც.
მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ შემქმენ მე და მუნვე მიწად მიმაქციე მე;
და ვითარცა სძჱ მომწუელე მე და შემყავ მე სწორად ხაჭუაჲსა.
ტყავითა და ჴორცითა შემმოსე მე, ძუალითა და ძარღჳთა შემამტკიცე მე;
ცხორებაჲ და წყალობაჲ დასდევ ჩემ ზედა და მოხედვაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა.
ესე მაქუს შენ თანა; ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და უძრულებაჲ არა არს შენ ზედა.
ვცოდო ღათუ, და-ვე-მიცვე; და უსჯულოებათა Ms. page: P75R ჩემთაგან არავე უბრალო მყავ.
უკუეთუ უღმრთო ვიქმნე, ვაჲ მე; და ღათუ ვიყო მართალ, არავე ძალ-მიც ზე-ახილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა.
მონადირებულ ვარ ვითარცა ლომი კლვად. კუალად მომაქცევ და ბოროტად მტანჯავ მე.
და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა, რამეთუ რისხვითა დიდითა მიჴმიე მე და მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი.
რაჲსათჳს მუცლით გამომიყვანე მე, და არა მოვკუედი? თუალმანმცა არა მიხილა მე!
და ვითარცა არა ყოფილი ვიქმენ, რაჲსათჳს საშოჲთვე არა საფლავად მივიქეც?
ანუ არა მცირედ არიან ჟამნი ცხორებისა ჩემისანი? მაცადე მე, რაჲთა მცირედ განვისუენო
ვიდრე მოსლვადმდე ჩემდა, ვინაჲ არა მოქცევად ვარ ...
ქუეყანად ბნელისა მის საუკუნოჲსა, სადა-იგი არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ.
შვილო თქუმულთა
Ms. page: P75R შვილო, თქმულთა ჩემთა ეკრძალე და სიტყუათა ჩემთა მიეც გონებაჲ შენი.
რამეთუ არა მოგაკლდენ წყარონი შენნი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.
რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოვლისა ჴორციელისა ლხინებაჲ.
და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორე ბისანი.
მოისპე შენგან პარვაჲ ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორენ შენგან.
თუალნი შენნი მართლ ახედვენ და წამნი შენნი სიმართლესა წამებედ.
მართალ ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ.
ნუ მიიქცევ მარჯუენით გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა.
რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი.
და მან მართალ ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარგემართნენ.
შვილო, სიბრძნეთა ჩემ\თა Ms. page: P75V ეძიებდი და სიტყუათა ჩემთა მიეც გონებაჲ შენი,
რაჲთა დაიცვე გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთასა გამცნებ: ნუ ჰხედავ ბოროტსა დედაკაცსა,
რამეთუ ვითარცა თაფლი გარდამოსდინ დედაკაცისა მეძვისა ბაგეთა, რომელმან წუთ-ერთ განაპოხოს სასაჲ შენი,
ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარჱს ნავღლისა იპოოს და უმახჳლჱს მახჳლისა ორპირისა.
რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყვანიან, რომელნი იჴმევედ მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთა, და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან.
რამეთუ გზასა ცხორებისასა არა მოვიდის, და ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ.
აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა.
შორს ყვენ მისგან გზანი შენნი, ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა,
რაჲთა არა წინა-უყო ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი უწყალოთა.
რაჲთა არა აივსნენ უცხონი ძალითა შენითა, და ნაშრომნი შენნი შევიდენ სახლთა სხუათასა.
და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განკფდენ ჴორცნი გუამისაგან შენისა, და სთქუა:
"ვითარ მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებასა მიჰრიდა გულმან ჩემმან?
არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ, არცაღა მივყავ ყური ჩემი.
და მცირედღა და ვიპოვემცა ყოველსა შინა ბოროტსა შორის კრებულსა და შესაკრე ბელსა".
სუ წყალი შენთაგან ჭურჭელთა და ჯურღმულთა შენთაგან წყაროჲ.
გამოგიდიოდენ [წყალი] შენთა წყაროთა, და შენთა უბანთაგან დიოდედ წყალნი შენნი.
იყვნენ შენდა ხოლო მონაგებად და ნუვინ უცხოჲ გეზიარებინ.
)
ქრისტე შობასა: ღამის თევასა:
შეგესმინ Ms. page: P76RA ღმერთსა მაცხოა{რსა}.
შენ შეგგავს გალობაჲ ღმერთო სი{ონს}.