საკჳრველ არს ღმერთი
აღდეგინ ღმერთო და განიბ{ნინედ}:
ძემან ბრძენმან
Ms. page: P76R ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო ძჱ უგუნური მწუხარება არნ დედისა.
ვერ სარგებელ ეყვნენ საუნჯენი უსჯულოსა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნეს.
არა მოაკუდინის უფალმან სიყმილითა სული მართალი, ხოლო ცხორებაჲ უღმრთოთაჲ დაემჴუას.
სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა განამდიდრიან.
შვილი სწავლული ბრძენი არს, ხოლო უგუნური ვითარცა მონაჲ იმსახურო. განერის სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნის კალოთა ზედა შვილი უსჯულოჲ.
კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი უღმრთოთაჲ დაფაროს გლოამან უჟამომან.
ჴსენებაჲ მართალთაჲ ქებით იყოს, ხოლო სახელი უღმრთოთაჲ წარწყმდეს.
ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, ხოლო უღმრთოსა ბაგითა ბრკოლით შეუბრკუმეს.
რომელი ვალნ სიწრფოებით, ვალნ იგი სათნოებით; ხოლო რომელი განსდრეკდეს გზათა თჳსთა, იგი საცნაურ იყოს.
უკუეთუ
Ms. page: P76R უკუეთუ ქრისტჱ თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული -- ცხოველ სიმართლითა.
უკუეთუ სული იგი აღმადგინებელი იესუჲსი მკუდრეთით დამკჳდრებულ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი მის გამო, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს სული მისი თქუენ შორის.
აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა თუ ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად ვცხონდებოდით.
უკუეთუ ჴორციელად სცხონდებით, სიკუდილდ ხართ, უკუეთუ Ms. page: P76V სულთა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ.
რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, იგინი შვილნი ღმრთისანი არიან.
რამეთუ არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, რაჲთა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო!
იგივე სული ეწამების სულსა მას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.
უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესა; უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.
იქადიან წმიდანი დიდებითა.
არა არს მოწაფჱ უფროჲს
Ms. page: P76V არა არს მოწაფჱ უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
კმა არს მოწფისაჲ მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა?
ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.
რომელი გრქუან თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმას, ქადაგებდით მას უბანთა ზედა.
და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულნი თქუენნი ვერ მოწყჳდნენ. არამედ გეშინოდენ მისა, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდების? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
ხოლო თქუენნი თმანიცა თავისანი ყოველნი აღრაცხილ არიან.
ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობჱს ხართ თქუენ.