შემდგომად დღეთა
Ms. page: P65V შემდგომად დღეთა მათ აღესრულა მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ, და სჭირდა ძეთა ისრაჱლისათა საქმითა თიჴისაჲთა და ალიზისაჲთა, და იწყეს ღადადებად და ურვად უფლისა მიმართ.
და ესმა უფალსა სულთქუმაჲ იგი მათი, რომლითა აჭირვებდეს მეგჳპტელნი იგი. და მოეჴსენა უფალსა აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამისა მიმართ, ისაკისა და იაკობისა,
და მოხედა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.
და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორისთა, სიმამრისა თჳსისათა, ქურუმთ მოძღურისა მის მადიამელთაჲსა. წარასხა ცხოვარი თჳსი და წარვიდა უდაბნოდ და აღვიდა მთასა მაღალსა ქორებს.
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ ალითა ცეცხლისაჲთა მაყულოვანით გამო და იხილა, რამეთუ მაყუალი იგი აღადყდების ცეცხლითა და არა შეიწუების.
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო ხილვაჲ ესე დიდი, რამეთუ არა დაიწუების მაყუალი იგი.
ვითარცა იხილა, რამეთუ მივალს ხილვად მისა, უწოდა უფალმან მაყლოანით გამო და ჰრქუა: მოსე! ხოლო მან ჰრქუა: Ms. page: P66R რაჲ არს, უფალო ღმერთო?
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ მოეახლები აქა, წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, ქუეყანაჲ წმიდაჲ არს.
და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი მამისა შენისაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიახლებად წინაშე უფლისა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე ძჳრი ერისა ჩემისაჲ, რომელ არს ეგჳპტეს, და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწუეველთა მათთაგან, რამეთუ ვიხილე ჭირი იგი მათი.
და გარდამოვჴედ განრინებად მათა ჴელთაგან მტერთა მათთაჲსა. და გამოყვანებად მათა მიერ ქუეყანით და შევიყვანნე იგინი ქუეყანასა მას კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა, რომელსა გამოდის სძჱ და თაფლი, ადგილსა მას ქანანელთასა და ფერეზელთასა, ეველთასა და გერგესეველთასა, იობოსელთასა და ქეტელთასა.
და აწ ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი იგი მათი და სულთქუმანი მათნი, რომელსა აჭირვებენ მათ მეგჳპტელნი იგი.
აწ მოვედ და მიგავლინო შენ ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და გამოიყვანე ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით.
და ჰრქუა მოსე უფალსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა, რამეთუ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რაჲთა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთა მსახურებდენ ღმერთსა მთასა ამას.
ჰრქუა უფალსა მოსე: აჰა Ms. page: P66V ესერა მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა, და მკითხვიდენ ღათუ და მრქუან: რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?
ჰრქუა მას უფალმან: მე ვარ, რომელი ვარ. და ჰრქუა: ესე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელი-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.
მერმე კუალად ჰრქუა უფალმან მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლნა მე თქუენდა, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან. ესე არს სახელი ჩემი საუკუნოჲ და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.
მივედ და შეკრიბენ მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი და არქუ მათ; უფალი ღმერთი მამათა ჩუენთაჲ მეჩუენა ჩუენ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი და თქუა: მოხედვით მოგხედო შენ ბოროტის ყოფისათჳს მეგჳპტელთაჲსა.
და შეგიყვანნე ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ფერეზელთასა და ეველთასა, გერგესეველთასა და იობოსელთასა და ამორეველთასა, ქუეყანასა, რომელსა გამოდის სძჱ და თაფლი.
ისმინონ ჴმისა შენისაჲ, და შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი მეფისა მეგჳპტელთაჲსა და ჰრქუა მას: უფალი ღმერთი ებრაელთაჲ მიწესს ჩუენ, განვიდეთ სამისა დღისა გზასა უდაბნოსა ზედა, რაჲთა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
ხოლო მე ვიცი, რამეთუ არა განგიტევნეს მეფემან მეგჳპტელთამან განსლვად, უკუეთუ მე არა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა და Ms. page: P67R დავსცე ეგჳპტესა და ყოვლითა საკჳრველებითა, რომელი ვყო მათ შორის; და მისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ.
და მოვსცე მადლი ერსა ჩემსა წინაშე მეგჳპტელთა; ხოლო რაჟამს გამოხჳდოდით, არა გამოხჳდეთ ცარიელნი;
არამედ ითხოვენ დედაკაცმან მოძმისაგან თჳსისა და თანა-მოკარვისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი და გამოტყუენენით მეგჳპტელნი იგი; და შეჰმოსეთ იგი ძეთა და ასულთა თქუენთა.
მიუგო მოსე უფალსა და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რამეთუ მრქუან მე: არა გეჩუენა უფალი, რაჲ ვჰრქუა მათ?
ჰრქუა უფალმან მოეს: რაჲ არს ეგე ჴელთა შენთა? ხოლო მან ჰრქუა: კუერთხი.
ჰრქუა მას უფალმან: მიაგდე ეგე ქუეყანასა. და მიაგდო იგი ქუეყანასა, და იქმნა იგი გუელ; და ილტოდა მოსე მისგან.
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ მაგისი. და მან მიყო ჴელი მისი და უპყრა ბოლოჲ მისი, და იქმნა იგი კუერთხვე ჴელთა შინა მისთა.
რაჲთა ჰრწმენეს შენი, ვითარმედ გეჩუენა შენ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.
მერმე კუალად ჰრქუა მას უფალმან: შეყავ ჴელი შენი უბეთა შენთა. და მან შეყო ჴელი მისი უბეთა მისთა. და გამოიღო ჴელი უბეთაგან თჳსთა, და იქმნა ჴელი მისი ვითარცა თოვლი სპეტაკ.
ჰრქუა მას უფალმან: შეყავ ჴელი შენი უბეთა შენთა. და მან შეყო ჴელი უბეთა მისთა და გამოიღო ჴელი უბეთაგან თჳსთა და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.
ჰრქუა მას უფალმან: უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინოს სასწაულისა მის პირველისაჲ, Ms. page: P67V ისმინონ ჴმისა შენისაჲ სასწაულისა მისგან მეორისა.
უკუეთუ არა ისმინონ შენი ორთავე ამათ სასწაულთაგან, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყალი მდინარისაგან და დასთხიო იგი ჴმელსა, და იყოს იგი სისხლ ქუეყანასა ზედა.
და ჰრქუა მოსე: გევედრები, უფალო, ვერ მეტყუელ ვარ გუშინდითგან და ძუღუანდით გან, არცა ვინაჲთგან იწყე სიტყუად მონისა შენისა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა კაცსა პირი? ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუჲ, მეტყუელი და ბრმაჲ და მხედველი? ანუ არა მე, უფალმან?
ხოლო აწ წარვედ და მე აღვაღო პირი შენი, რასა იტყოდი.
და ჰრქუა მოსე: გევედრები, უფალო, სხუაჲ ვინ გამოირჩიე, რომელი მიავლინო შემძლებელი.
და განრისხნა უფალი გულის-წყრომით მოსეს ზედა და ჰრქუა: ანუ არა ეგერა აჰრონ, ძმაჲ შენი ლევიტელი? ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის შენ იგი. და აჰა ეგერა გამოგეგებვოდის შემთხუევად შენდა, გიხილოს შენ და განიხაროს გულსა მისსა.
და შენ უთხრა მას და მისცნე სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწაო თქუენ, რაჲ ჰყოთ.
და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყავ მას ღმრთისა მიმართ.
და კუერთხი ესე მიიღე ჴელთა შენთა. რომლითა იქმოდი სასწაულებსა.
წარვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე, ვითარ-ძი ცოცხლებით არიან. და ჰრქუა იოთორ მოსეს: ვიდოდე ცოცხლებით.
და აჰა
Ms. page: P67V და აჰა ესერა ბოოზ მოვიდოდა ბეთლემით და ჰრქუა Ms. page: P68R მომკალთა მათ: უფალი თქუენ თანა! და მათ ჰრქუეს: გაკურთხენინ შენ ღმერთმან!
და ჰრქუა ბოოზ მონასა მას მისსა, ზედა-მდგომელსა მომკალთასა: ვინ არს ჭაბუკი ესე?
მიუგო მონამან მან და ჰრქუა ბოოზს: დედაკაცი მოაბელი არს, რომელი მოვიდა ნოიმინს თანა ქუეყანით მოაბისაჲთ,
და თქუა: ვკრიბო თავი და შევკრიბო შორის მჭელეულსა შემდგომად მომკალთა. და მოვიდა და დადგა ვიდრე აქამომდე და არა განისუენა მცირედცა ყანასა ამას შინა.
და ჰრქუა ბოოზ: შენ გეტყჳ, ასულო: ნუ წარხუალ სხუასა ყანასა, ნუცა განეშორები ამიერ, არამედ აქა შეეყავ მჴევალთა ჩემთა თანა.
და თუალნი შენნი ეგნენ ყანასა ამას ზედა; სადაცა მკიდენ, შეუდეგ მათ. აჰა ესერა მიბრძანებიეს მონათა ჩემთადა, რამეთუ არა[ს] გეტყოდიან შენ. და ოდეს გწყუროდის, მოვედ ჭურჭლად და სუ, ვინაჲცა სუან მონათა ჩემთა.
და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა ბოოზს: რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა და მიცან მე, და მე ვარ უცხოჲ.
მიუგო ბოოზ და ჰრქუა: თხრობით მითხრეს მე, რაოდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკუდილისა ქმრისა შენისა და დაუტევე მამაჲ და დედაჲ შენი და ქუეყანაჲ შენი და მოხუედ ერისა, რომელი არა იცოდეს გუშინ და ძუღუან.
მოგაგენ უფალმან საქმისა ამის წილ შენისა, და იყავნ სასყიდელი შენი სავსებით უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი მოხუედ სასოებად ქუეშე ფრთეთა მისთა.
ხოლო მან ჰრქუა მას: მიპოვნიესმცა მადლი წინაშე შენსა, რომელმან ნუგეშინის-მეც და ეტყოდე გულსა მჴევლისა შენისასა, და მე ვიყო ამიერითგან ვითარცა ერთი მჴევალთა შენთაგანი. Ms. page: P68V
და ჰრქუა ბოოზ: ჟამსა პურის ჭამისასა მოვედ აქა და ჭამე პური და დააწე პური შენი ძმარსა. და დაჯდა რუთ ერთ კერძო მომკალთა მათ, და შეუსუარა მას ბოოზ ჴალი, და ჭამა და განძღა და დაუშთა.
და აღდგა და იწყო კრებად თავისა. და ამცნო ბოოზ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რაჲთა მჭელეულსა შორის კრიბოს თავი, და ნუ ჰკდემთ.
არამედ თავს-დებით თავს-იდევით და ეცით მაგას საჭმლისაგან თქუენისა, და ჭამდეს და კრებდეს თავსა, და ნუ ჰრისხავთ მაგას.
და კრიბა ყანასა მას შინა ვიდრე მწუხრადმდე და გამოწმიდა, რომელი-იგი კრიბა, და იყო სათუელ ერთ ქრთილი იგი.
და აღიღო და შევიდა ქალაქად. და იხილა დედამთილმან მისმან, რომელი-იგი შეეკრიბა, და მოიღო რუთ და მისცა მას, რომელი-იგი დაუშთა ნეშტი, რომლისაგან განძღა.
და ჰრქუა მას ნოიმი: სადა ჰკრიბე, ასულო, სადა ჰყავ ესოდენი ესე? კურთხეულმცა არს, რომელმან-იგი გიცნა შენ! და უთხრა რუთ დედამთილსა თჳსსა, სადა-იგი კრიბა, და უთხრა: სახელი კაცისაჲ მის, რომლისა თანა ვკრიბე, ჰქუიან მას ბოოზ.
ჰრქუა ნოიმინ ძის ცოლსა თჳსსა: კურთხეულ იყავნ კაცი იგი უფლისა მიერ, რამეთუ არა დაუტევა წყალობაჲ თჳსი ცოცხალთა და მკუდართა ზედა. და ჰრქუა მას ნოიმინ: მახლობელ არს კაცი იგი ჩუენდა და ნათესავცა ჩუენდა არს.
ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა, რამეთუ: მრქუა მე კაცმან მან, ვითარმედ: მჴევალთა ჩემთა თანა შეეყავ, ვიდრემდის აღასრულონ ყოველი სამკალი, რაოდენიცა არს ჩემი.
ჰრქუა ნოიმინ რუთს: კეთილ, ასულო, რამეთუ გახუედ მჴევალთა მისთა თანა, რაჲთა არავინ გემთხჳნენ შენ სხუანი კაცნი ყანასა სხჳსასა.
და შეეყო რუთ მჴევალთა ბოოზისთა კრებად თავისა, ვიდმემდის დაასრულეს მკაჲ ქრთილისაჲ; და შევიდა რუთ და იყოფვოდა დედამთილისა თჳსისა თანა.
Ms. page: P69R ჰრქუა მას ნოიმინ, დედამთილმან მისმან: ასულო, აწ არა-მე გიძიოა შენ განსუენებელი, რაჲთა კეთილი გეყოს შენ?
და ეგერა ბოოზ მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა მისთა თანა იყავ შენ, და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა.
და შენ დაიბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი შენი და აღვედ შენ კალოდ მისა და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას ვიდრე აღსრულებადმდე მისა ჭამისა და სუმისა.
და იყოს, რაჟამს დაწვეს, დაისწავე [ადგილი] იგი, და მივედ და იპყარ სამოსელი ფერჴით კერძო მისა და დაწევ. და მან გკითხოს, რაჲ-იგი ჯერ-იყოს შენდა ყოფა.
და მან ჰრქუა: ყოველივე, რაჲცა მრქუა, და ვყო.
და შთავიდა კალოსა მას და ყო ეგრე, ვითარცა ამცნო დედამთილმან მისმან.
და ჭამა ბოოზ და სუა, და განმხიარულდა გული მისი, და მივიდა დაწოლად ნაწილსა მას საწოლისა მისასა. ხოლო რუთ მივიდა ფარულად და აღყო სამოსელი ფერჴით კერძო და დაწვა.
და იყო, შუვაღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴით კერძო მისა.
და ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ მჴევალი შენი რუთ, და გარდმომდევ სამოსელი შენი მჴევალსა შენსა, რამეთუ ნათესავ ჩემდა ხარ.
ჰრქუა მას ბოოზ: კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი ჰქმენ უკუანაჲსკნელი ესე წყალობაჲ უფროჲს პირველისა, რამეთუ არა მიხედენ შენ შედგომად ჭაბუკთა, გინა თუ გლახაკისა ვისამე, გინა თუ მდიდრისა.
და აწ, ასულო, ნუ გეშინინ, და რაჲცა მრქუა, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისამან, რამეთუ დედაკაცი ძრიელებისაჲ ხარ შენ.
და აწ Ms. page: P69V ჭეშმარიტად ნათესავ ვარ; არამედ არს სხუაჲ ნათესავი, სხუაჲ, უმახლობელჱსი ჩემსა.
იქცეოდე ამას ღამესა, და იყოს, ხვალისაგან უკუეთუ გითჳსოს შენ, თჳს-გეყავნ; უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, გითჳსო მე. ცხოველ არს უფალი.
და დაწვა და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე, და აღდგა იგი უადრჱს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი. და ჰრქუა ბოოზ: ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ დედაკაცი მოვიდა კალოსა ამას.
და ჰრქუა ბოოზ: მომიპყარ სამოსელი შენი, რომელი გაცჳეს შენ, და განჰმარტე! ხოლო მან მიუპყრა. და გარდაუწყო ექუსი საწყაული ქრთილისაჲ და დასდვა იგი მას ზედა.
და შევიდა იგი ქალაქად დედამთილისა თჳსისა თანა. ჰრქუა მას ნოიმი: რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველი იგი, რაჲცა-რაჲ ჰრქუა მას კაცმან მან.
და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილისაჲ მომცა მე და მრქუა მე: ცარიელი ნუ შეხუალ დედამთილისა შენისა თანა.
ხოლო მან ჰრქუა: დაჯედ, ასულო, ვიდრემდის გულისხმა-ჰყო შენ, ვითარ-იგი არა დავარდეს სიტყუაჲ; რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან, ვიდრემდის არა აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე.
) შეიყუარეთ სიმართლჱ
მარხვათა: ა : სამშაბათსა:
და აწ ამას იტყჳს უფალი ღმერთი თქუენი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა მარხვითა, ტირილითა და ტყებითა.
დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელი თქუენი; მოიქეცით უფლისა ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე არს და შემწყნარებელ, სულგრძელ და დიდად მოწყალე და შეინანის ბოროტის ყოფისათჳს კაცთაჲსა.
ვინ უწყის, მოიქცეს და შეინანოს და ...
და იყოს
Ms. page: K16R და იყოს, უკუანაჲსკნელთა დღეთა გამოჩნდეს მთაჲ უფლისაჲ და განემზადოს თხემსა ზედა მთათასა და აღმაღლდეს ყოველთა ბორცუთა; და მოისწრაფდენ ერნი მრავალნი
და იტყოდიან: მოვედით და აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღმრთისა იაკობისსა; და მიჩუენოს ჩუენ გზაჲ თჳსი და ვიდოდით ალაგთა მისთა, რამეთუ სიონით გამოვიდეს რჩული და სიტყუაჲ უფლისაჲ;
და შჯიდეს ერსა მრავალსა და ამხილებდეს ერსა ვიდრე ყოველთამდე და დაშჭრიდენ რჴმლებსა მათსა საჴნისად და ჰორლებსა მათსა _ ნამგლად. და არღარა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღარა უსწაონ მერმე საქმჱ ბოროტისაჲ.
და განისუენებდეს კაცად-კაცადი ვენჴსა თჳსსა და ქუეშე ლეღოვანსა თჳსსა; და არავინ იყოს მაშინებელ მათდა, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისამპყრობელისაჲ იტყოდა ამას.
რამეთუ კაცად-კაცადი ვიდოდის გზასა თჳსსა, ხოლო ვიდოდით სახელითა უფლისა ჩუენისაჲთა უკუნისამდე და მერმეცა.