TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 53
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
* ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების.

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების?

Verse: 4  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს?

Verse: 5  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს.

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა: ** მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და აწ ესერა, ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათა მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მათ.

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოჲსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და გამოიყუანო ერი ჩემი - ძენი ისრაჱლისანი - ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 11  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაოჲსა მეფისა მის ეგჳპტისა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?

Verse: 12  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რათა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით და ჰმსახურებდენ ღმერთსა მათსა ამას ზედა.

Verse: 13  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?

Verse: 14  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.

Verse: 15  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა ღმერთმან მერმე კუალად მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან, მომავლინა მე თქუენდა. ესე არს სახელი ჩემი საუკუნე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.

Verse: 16  Link to exakLink to sept   
მი-რა-ხჳდე უკუე და შეკრიბენ მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათანი და არქუ მათ: უფალი ღმერთი მამათა თქუენთა მეჩუენა მე, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი და მრქუა მე: მოხედვით მოგხედო თქუენ და რაოდენი შეგემთხჳა თქუენ ეგჳპტეს.

Verse: 17  Link to exakLink to sept   
და ვთქუ გამოყვანება თქუენი ბოროტის ყოფისაგან ეგჳპტელთასა და შეყვანებად ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და ეველთა და იებოსელთასა, ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისა.

Verse: 18  Link to exakLink to sept   
და ისმინონ ჴმისა შენისა შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა, და არქუ მას: უფალი ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდეთ უკუე გზისა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 19  Link to exakLink to sept   
ხოლო მე ვიცი, რამეთუ არა განგიტევნეს, თქუენ გამოსლვად ფარაო, მეფემან ეგჳპტისამან, არა თუ ჴელითა მტკიცითა.
|
Verse: 20  Link to exakLink to sept   
განვყო ჴელი ჩემი და ვსცე ეგჳტელთა ყოვლითა საკჳრველებითა ჩემითა, რაოდენი იყო მათ შორის, და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ.

Verse: 21  Link to exakLink to sept   
და მოვსცე მადლი ერსა ამას წინაშე მეგჳპტელთა * და, რაჟამს გამოხჳდოდით, არა გამოხჳდეთ ცალიერნი.

Verse: 22  Link to exakLink to sept   
არამედ ითხოვენ დედაკაცმან მეზობლისაგან და შემყოფისა თჳსისა ჭურჭელი ვეცხლისაჲ და ოქროჲსა და სამოსელი და შეჰმოსეთ იგი ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა და გამოტყუენენით ეგჳპტელნი იგი.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.